23 ივლისი, 1939 — გ. 25 ივლისი 2014) — ქართველი სპორტსმენი, მოგზაური და რეკორდსმენი.
ჯუმბერ ლეჟავა | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯუმბერ ლეჟავა |
დაბადების თარიღი | 23 ივლისი, 1939 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 25 ივლისი 2014 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს მოქალაქე |
საქმიანობა | სპორტსმენი მოგზაური |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).
1993 წლის 13 აგვისტოდან 2002 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს.
დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ. შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან — „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი (1999).
This article uses material from the Wiki ქართული article ჯუმბერ ლეჟავა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.