ჯაყისმანის მონასტერი

ჯაყისმანის მონასტერი — ისტორიულ სამცხეში, ქალაქ ვალედან ოციოდე კმ-ის მოშორებით სამხრეთის მიმართულებით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში.

ძეგლთან მიღწევა საკონტროლო პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. უახლოესი დასახლებული პუნქტი 9 კმ-ის მოშორებით სოფელი წყალთბილაა. სამანქანო გზა პრაქტიკულად არ არსებობს. მონასტერი დაახლოებით ორი წელია რაც მოქმედია და მასში, წინამძღვრის გარდა, რვა მორჩილი ცხოვრობს. მთავარი ტაძარი აღდგომის სახელობისაა.

ჯაყისმანის მონასტერი
ჯაყისმანის მონასტერი
ლაშა ხაჩიძის ფოტო

ჯაყისმანის მონასტერი — საქართველო
ჯაყისმანის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°31′15″ ჩ. გ. 42°49′27″ ა. გ. / 41.5209333° ჩ. გ. 42.8242972° ა. გ. / 41.5209333; 42.8242972
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ძეგლის აღწერა

ეკლესია დარბაზული ტიპისაა და განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. იგი თავისი მხატვრული ღირებულებით სამცხე-ჯავახეთის მხარის დარბაზულ ეკლესიებს შორის გამოირჩევა. მისი სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონე, კედლის წყობა, ფაქიზად თლილი ქვებით მოპირკეთება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში, თაღების, პილასტრების, კაპიტელების ნატიფი ფორმები ამ ძეგლს X-XI საუკუნეების ქართული - განსაკუთრებით, ჯავახეთისა და ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან აახლოებს.

ჯაყისმანის სამონასტრო კომპლექსი შემდეგი ნაგებობებისგან შედგება: მთავარი დარბაზული ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთიდან ორი მცირე სამლოცველო (მათგან ერთი, შესაძლოა, პასტოფორიის ფუნქციას ასრულებდა) აკრავს, ხოლო დასავლეთიდან - ნართექსის ნაშთები. კომპლექსში შემავალი ნაგებობები ფერდობზე, ძველი ნასოფლარის ტერიტორიაზე ხელოვნურად მოსწორებულ ბაქანზეა განლაგებული. ფერდობი ფოცხოვის ხეობას გადაყურებს.

მონასტრის ახლოს, ფოცხოვის ხეობაში, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე - ჯაყის ციხე, რომელიც ჯაყელთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, ჯაყისმანი ჯაყისუბნის ტოპონიმიდან მოდის და დამახასიათებელია ტერიტორიისთვის, რომელიც ისტორიულად ჯაყის სახელს ატარებდა და მსხვილი ფეოდალების, ჯაყელების, სამფლობელოს ნაწილს წარმოადგენდა.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მონასტერს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ.,1992
  • თოთიბაძე ვ., ჯაყისმანის (ჯაყისუბნის) სამონასტრო კომპლექსი, ძეგლის მეგობარი. 1984, N 67.
  • სილაგაძე ნ., ჯაყისმანის მონასტერი, თბ., 2011

სქოლიო

Tags:

ჯაყისმანის მონასტერი ძეგლის აღწერაჯაყისმანის მონასტერი გალერეაჯაყისმანის მონასტერი იხილეთ აგრეთვეჯაყისმანის მონასტერი ლიტერატურაჯაყისმანის მონასტერი სქოლიოჯაყისმანის მონასტერივალეთურქეთისამცხესაქართველოწყალთბილა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელექტრული დენიარჩვივეფხვიანტარქტიდაბუნებასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024რელიგიადავით გურამიშვილიკვარციეოზონოფილებიბათუმიქართლი24 აპრილინაციონალ-სოციალიზმიქანი (გეოლოგია)ფეხბურთიჩრდილოეთი ამერიკაფრინველებიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამამუკა მდინარაძექართველებიყიზილბაშებიჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაშვეიცარიაწყნარი ოკეანეასლან აბაშიძებუნების დაცვაფინეთიისკო დასენიადამიანის ჩონჩხიგლობალური დათბობანუსხურიThe Beatlesივანე მაჩაბელიზღარბისებრნიწმინდა გიორგიFacebookჰიპერბოლა (ენა)რაჭასაქართველოს სამოქალაქო ომიალეგორიაარაგვიბოლნისის სიონიემპათიასაქართველოს სახელმწიფო დროშადეჟავიუქართვლის დედაგავრილოვის ღამებაყაყისაქართველოს ისტორიაგიორგი ჩაკვეტაძეთბილისის კლასიკური გიმნაზიავიკისაწყობირუსეთიეგვიპტეთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიასომთავრულიტონათბილისური ეზოვიკიპედიავოლფგანგ ამადეუს მოცარტისლოვენიამზექუთაისიბაროკოპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიპითაგორასაქართველო IX-X საუკუნეებშიევროპა-აზიის საზღვარისტამბოლიჰალოგენებიფილების ტექტონიკააკაკი წერეთელიგიორგი III (საქართველოს მეფე)ჩინეთიფთორი🡆 More