ჯაპანა

ჯაპანა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი).

მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 50 მ. ქალაქ ლანჩხუთიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. ასევე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ჯაპანა-აბაშა. სოფლის ტერიტორიაზე არის სამი ტბა: ჯაპანის ტბა, დიდი ნარიონალი და მცირე ნარიონალი.

სოფელი
ჯაპანა
ჯაპანა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგოითი
კოორდინატები 42°05′47″ ჩ. გ. 42°12′04″ ა. გ. / 42.096472° ჩ. გ. 42.201167° ა. გ. / 42.096472; 42.201167
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა ჯაპანა 306 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %, უკრაინელები 1,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯაპანა — საქართველო
ჯაპანა
ჯაპანა — გურიის მხარე
ჯაპანა

ციხე

სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების ციხე. ციხე მდებარეობს კლდოვან ბორცვზე. ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულია ციხის ციტადელი, რომელსაც გარს ერტყმის ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული გალავანი. კედლები ნაგებია „ფარდაგულად“ – ქვით, აგურითა და ბათქაშის ხსნარით. ციხის მახლობლად დიდი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 3 ეკლესიის ნაშთი, მათ შორის ერთია „პატარა ჯიხეთად“ წოდებული ეკლესია.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 350
1911 ჯაპანა  407
2002 ჯაპანა  361
2014 ჯაპანა  306

თევზის მეურნეობა

საბჭოთა პერიოდში, 1934 წელს სოფელში მოეწყო თევზის მეურნეობა 140 ჰექტარ ფართობზე. ტბორები წყალს იღებდა მდინარე რიონისა და ხევისწყლისგან. მისი მწარმოებლურობა 70-80 ტონას შეადგენდა.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ჯაპანა ციხეჯაპანა მოსახლეობაჯაპანა თევზის მეურნეობაჯაპანა ლიტერატურაჯაპანა სქოლიოჯაპანააბაშაგურიის მხარეგურიის ქედიზღვის დონეთემიკილომეტრილანჩხუთილანჩხუთის მუნიციპალიტეტიმახინჯაურინიგოითისამტრედიასაქართველოსაქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12სოფელიტბაქვიანიჩოლაბარგიჭყონაგორაჯაპანის ტბაჯიხეთის მონასტერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზოდიაქობერძნული მითოლოგიაადამიანის ჩონჩხისარკაზმიელ კლასიკონიდერლანდებიშვეიცარიაფრანკთა სახელმწიფოერთეულთა საერთაშორისო სისტემამცხეთაწყალისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშირიონიირემიზაფხულიქუნთრუშარუსთავილომიაშშ-ის პრეზიდენტების სიაბაგრატ III (საქართველოს მეფე)მყინვარწვერიისლანდიაჰარი პოტერიმთლიანი შიდა პროდუქტიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაეგზისტენციალიზმიარგონავტებიგამარჯვების დღედიდება (ჰიმნი)დედამიწაჯემალ ქარჩხაძეშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაგიორგი XIეროზიაპეტრე ჩაიკოვსკისაქართველოს სახელმწიფო დროშამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსანქტ-პეტერბურგიქართველი მწერლების სიაალპებიასურეთიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითშუმერიქართვლის დედასაქართველოს პრეზიდენტიებრაული დღესასწაულებიაუტიზმივაჟა-ფშაველაწმინდა ნინომედეა (მითოლოგია)საქართველო XVIII საუკუნეში9 აპრილის ტრაგედიაანტონიმისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიკლიმატიგიორგი ქოჩორაშვილიქართული ენადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაეოზონოფილებიბრუნებათეთნულდიერთიანი ნაციონალური მოძრაობაიუნესკომამუკა მდინარაძემარტივი რიცხვითეიმურაზ IIდისკრიმინაციამართლმადიდებლობათურქეთიდიდგორის ბრძოლაიოსებ სტალინიწელიწადის დროებიმიგრაციადიმიტრი ყიფიანიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ჟან-მიშელ ბასკიაამბროლაურიგიორგი მამარდაშვილი🡆 More