ჯალალედინი

ჯალალ ად-დინ მანგუბერდი (სპარს.

1220 წელს ჩინგიზ ყაენის მიერ მამამისი ალაადინ მუჰამად II-ის დამარცხების შემდეგ ტახტზე ჯალალედინი ავიდა, თუმცა შაჰის ტიტული უარყო და თავს სულთანს უწოდებს. მონღოლთა შემოსევისა და სამარყანდის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა ინდოეთში გაქცეულიყო 5 ათას კაციანი ამალით. მაგრამ მდინარე ინდთან მას მონღოლები დაეწივნენ და ამალა დაუხოცეს.

ჯალალ ად-დინ მანგუბერდი
جلال الدین منگبرنی
ხვარაზმთა იმპერიის 35-ე მმართველი
მმართ. დასაწყისი: 1220
მმართ. დასასრული: 1231
წინამორბედი: ალაადინ მუჰამად II
მემკვიდრე:
გარდ. თარიღი: 1231
გარდ. ადგილი: ქურთისტანი
დინასტია: ბექდინები
მამა: ალაადინ მუჰამად II

ჯალალედინმა თავის დაღწევა მოახერხა და სამი წელი ინდოეთში გაატარა, სანამ სპარსეთში დაბრუნდებოდა. აქ ის საკუთარ არმიას უყრის თავს და იმპერიას იბრუნებს. ჯალალედინი ძალაუფლების კონსოლიდაციას მაინც ვერ ახერხებს და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი მონღოლთა, ტახტის პრეტენდენტთა და თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლებში ატარებს.

საბოლოოდ ის ძალაუფლებას სპარსეთში მონღოლებს უთმობს ალბორზის მთების ბრძოლაში და კავკასიაში გარბის, მანამდე ის ქალაქ თავრიზს, ხოლო კავკასიაში თბილისს იღებს 1226 წელს. ის მცირე ხნით თურქ-სელჩუკებს ამარცხებს და ქალაქ ხლათს იღებს, თუმცა მოგვიანებით სულთანმა ქაიყუბად I-მა დაამარცხა იასი ჩემენის ბრძოლაში 1230 წელს. 1231 წელს იგი სელჩუკების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.

ჯალალედინის მიმდევრები მისი ერთგული დარჩნენ და სელჩუკთა მიწებს არბევდნენ ჯაზირასა და სირიაში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აიუბიდის სულთანმა სალი აიუბმა მოგვიანებით ისინი დაიქირავა საკუთარი ბიძის, სალიჰ ისმაილის მოსაკლავად და მათ 1244 წელს იერუსალიმი აიღეს. „ხვარეზმელები“, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ, ეგვიპტის მამლუქებად მსახურობდნენ შემდგომში, სანამ ისინი საბოლოოდ მანსურ იბრაჰიმმა არ გაანადგურა.

1226 წელს, როდესაც ჯალალედინმა აიღო თბილისი, მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა. საკუთარი რწმენა ანუ მართლმადიდებლობა ერდროულად 100 000-მა ქართველმა დაიცვა. მათ თავი გასწირეს და არ გაიარეს ხიდზე გაწყობილ ხატებზე. ვინც არ გაივლიდა, მას თავს კვეთდნენ. 100 000-ზე მეტმა ტყვემ ხატებზე არ გაიარა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის 100 000 უდიდესი გმირი წმინდანად შერაცხა.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

1220ალაადინ მუჰამად IIინდისამარყანდისპარსული ენაშაჰიჩინგიზ ყაენიხვარაზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მონღოლთა იმპერიაშვიდწლიანი ომიგულიმთლიანი შიდა პროდუქტიაბსტრაქციასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეოცდაათწლიანი ომიქუნთრუშაფემინიზმითბილისის მეტროპოლიტენისვანეთიშინაური კატალონდონიბუდაპეშტიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიჩონგურიმიხეილ ჯავახიშვილიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაგანმანათლებლობაჯეიმზ კუკიაღდგომაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)მღრღნელებიქართლის გაქრისტიანებადეციმეტრივახტანგ I გორგასალინიკოლოზ ბარათაშვილიზაქარია ფალიაშვილიგიორგი III (საქართველოს მეფე)რენესანსისაქართველოს კონსტიტუციასომხების გენოციდიბაგრატის ტაძარითავისუფლების ქანდაკებამარსილეჩხუმიანანურის ციხექვეშეთი-კობის გზაოპერაკობიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაელექტრული დენიკრიშტიანუ რონალდუტოლერანტობაჰარი პოტერიბზობარომითემურლენგიკლოდ მონეჩინეთის დიდი კედელიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიოქსიდიმცენარეებისტუმარ-მასპინძელიტრეფიკინგიEuropebetმეტაფორადაღესტანიალკანიალპებიჩემი ცოლის დაქალებითურქეთიბოლშევიკებიწმინდა გიორგიდიმიტრი ყიფიანიმონა ლიზაგაპიროვნებაSWOT-ანალიზისამხრეთი ამერიკაარაბთა სახალიფოიესო ქრისტესქესობრივი აქტიიმპრესიონიზმიგამარჯვების დღელუვრიაბრეშუმის დიდი გზაჯიხვიწმინდა სამების საკათედრო ტაძარი🡆 More