ჯაკარტა

ჯაკარტა (1527 წლამდე – სუნდა კელაპა; 1619 წლამდე – ჯაიაკარტა; 1942 – წლამდე ბატავია) — ინდონეზიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი.

იგი ინდონეზიის მთავარი საზღვაო პორტი და კომერციული ცენტრია. მდებარეობს კუნძულ იავის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე ჩილივუნგი ერთვის იავის ზღვას. მოსახლეობა 10 187 595 კაცი (2011). რელიგიური შემადგენლობა: 85,5 % — მუსლიმანი, 5,2 % — პროტესტანტი, 4,8 % — კათოლიკე, 3,5 % — ბუდისტი, 1 % — ინდუისტი.

დედაქალაქი
ჯაკარტა
Daerah Khusus Ibukota Jakarta
ჯაკარტა
დროშა გერბი
ჯაკარტა ჯაკარტა


Jaya Raya
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა ათასი კუნძული (ინდონეზია)[1] [2] , Central Jakarta City[1] [2] , East Jakarta City[1] [2] , North Jakarta City[1] [2] , South Jakarta City[1] [2] და West Jakarta City[1] [2]
კოორდინატები 6°12′00″ ს. გ. 106°48′00″ ა. გ. / 6.20000° ს. გ. 106.80000° ა. გ. / -6.20000; 106.80000
გუბერნატორი ფაუზი ბოვო
დაარსდა 22 ივნისი, 1527[3]
პირველი ხსენება 397
ადრეული სახელები ბატავია
ფართობი 750,28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4
ოფიციალური ენა ინდონეზიური ენა
მოსახლეობა 10 187 595 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 11 315,7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTC+07:00]]
სატელეფონო კოდი +6221
საფოსტო ინდექსი 10110–14540 და 19110–19130
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი jakarta.go.id/web/
ჯაკარტა — ინდონეზია
ჯაკარტა

გეოგრაფია

ჯაკარტა მდებარეობს კუნძულ იავის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. იავის ზღვის ჯაკარტის ყურესთან. დედაქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი დაბლობია და მდებარეობს ზღვის დონიდან 8 მეტრზე. სამხრეთი ნაწილი შედარებით მთიანია. ქალაქში გაედინება დაახლოებით 13 მდინარე, რომელთა უმრავლესობა სათავეს იღებს მთაგორიან სამხრეთში და უერთდება იავის ზღვას. მათ შორის უდიდესი ჩილივუნგი ქალაქს ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებად. ქალაქს ესაზღვრება აღმოსავლეთიდან დასავლეთი იავა და ბანტენი დასავლეთიდან. „ათასი კუნძულის“ არქიპელაგი, რომელიც ადმინისტრაციულად ჯაკარტის შემადგენლობაშია, მდებარეობს ქალაქის ძირითადი ნაწილიდან ჩრდილოეთით.

კლიმატი

ქალაქის კლიმატი ცხელი სუბეკვატორულია. ყველაზე ცხელი სეზონია ივნის-აგვისტო, წლის დანარჩენი პერიოდი კი ნალექიანია. ნალექების რაოდენობა იანვარში 400 მმ, ივნის-ივლისში 70 მმ. ტენიანობა 73 %. ნალექების საშუალოწლიური მაჩვენებელია დაახლოებით 2000 მმ.

ისტორია

ჯაკარტის ადგილზე მდებარე დასახლების პირველი ცნობილი სახელწოდებაა სუნდა კელაპა. ქალაქის ოფიციალურ დაარსების თარიღად ითვლება 1527 წლის 22 ივნისი (ამ დღეს აღინიშნება ქალაქის დღე), როდესაც დემაკის სასულთნოს ძალებმა მოიპოვეს გადამწყვეტი გამარჯვება პორტუგალიელებზე და აიღეს პორტუგალიის ფლოტის ადგილსამყოფელი სუნდა კელაპა. ქალაქს კი უწოდეს ჯაიაკარტა (გამარჯვების ქალაქი).

1619 წელს ქალაქს ალყა შემოარტყეს ინგლისელებმა, ხოლო მათი წასვლის შემდეგ გაანადგურეს ნიდერლანდელებმა. იან პიტერსონ კუნმა განადგურებული ქალაქის ადგილზე დააარსა ფორტი ბატავია, ნიდერლანდელების წინაპრების ბატაველების პატივსაცემად. ნიდერლანდებთან ვაჭრობის მეოხებით, XVII-XVIII საუკუნეებში აქ დიდი სიმდიდრე დაგროვდა. ინგლისელები ამ ქალაქს 1811 წლიდან დაეპატრონენ.

1942 წლიდან ქალაქს ეწოდება ჯაკარტა.

დემოგრაფია

ჯაკარტის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. 1930-2006 წლებში მისი მოსახლეობის რაოდენობა 17-ჯერ გაიზარდა. 1950-იანი წლების დასაწყისში ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 823 ათას კაცს, ხოლო 1961 წელს – 2,9 მლნ. კაცს. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 187 595 კაცი, მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 14 469 კაცი/კმ².

წელი მოსახლეობა
(მლნ. კაცი)
1930 0,533
1960 2,9
1970 4,6
1980 6,5
2006 9

ადმინისტრაციული დაყოფა

ოფიციალურად ჯაკარტა წარმოადგენს არა ქალაქს, არამედ პროვინციას დედაქალაქის სტატუსით, ამიტომ ქალაქს მეთაურობს არა მერი, არამედ გუბერნატორი. როგორც პროვინცია ჯაკარტა იყოფა 6 საქალაქო მუნიციპალიტეტად (kota), რომელთაგან თითოეულს ხელმძღვანელობს მერი (walikota).

  • ცენტრალური ჯაკარტა
  • აღმოსავლეთი ჯაკარტა
  • ჩრდილოეთი ჯაკარტა
  • დასავლეთი ჯაკარტა
  • სამხრეთი ჯაკარტა
  • ათასი კუნძულის ოლქი

ღირსშესანიშნაობები

  • ინდონეზიის ეროვნული მონუმენტი (1975)
  • ეროვნული მუზეუმი (1778)
  • ქალაქის ისტორიის მუზეუმი (1707)
  • ვაიანგის მუზეუმი (1975)
  • ხელოვნების ეროვნული გალერეა (1999)
  • ისთიკლალის მეჩეთი (1978)

დაძმობილებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში

ჯაკარტა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan Provinsi DKI Jakarta
  • 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  • Ulang Tahun Jakarta 22 Juni: Sejarah hingga Kumpulan Ucapan untuk Diupload Di Medsos — 2021.
  • Tags:

    ჯაკარტა გეოგრაფიაჯაკარტა კლიმატიჯაკარტა ისტორიაჯაკარტა დემოგრაფიაჯაკარტა ადმინისტრაციული დაყოფაჯაკარტა ღირსშესანიშნაობებიჯაკარტა დაძმობილებული ქალაქებიჯაკარტა რესურსები ინტერნეტშიჯაკარტა სქოლიოჯაკარტა1527161919422011ბუდიზმიიავაიავის ზღვაინდონეზიაინდუიზმიკათოლიციზმიმუსლიმანიპროტესტანტიზმი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    დავითგარეჯაოტელო (ვერდის ოპერა)რელიგიალუდვიგ ვან ბეთჰოვენიმგელიმტირალას ეროვნული პარკითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიბალეტიდათვისაქართველოს ფრინველთა სიაკაცხის სვეტიეკოსისტემანაპოლეონ ბონაპარტიკახეთის მხარეიგავ-არაკილადო ასათიანიკონსტანტინე გამსახურდიამეტაბოლიზმიკონტინენტიპოლონეთირაბათის ციხეკონსერვატიზმიკომუნიზმიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაგასტრიტიგველებიჰეკლაგურამ დოჩანაშვილიკლიმატიკონცეფციასასმელი წყალიმეგობრობატიტანიკიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვააღდგომალეიკოციტოზილინა მედინასტოიციზმიხეოფსის პირამიდაზომიერი სარტყლებინიჰილიზმიგნეუს პომპეუს მაგნუსიფოტოსინთეზინაკრძალიიუდაიზმიმუნივეფხვისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიდედა ენაგიორგი სააკაძებასიანის ბრძოლანაცვალსახელინახშირწყლებიოპერაგიორგი XIგანახლებადი ენერგიააკაკი წერეთელისქესობრივი აქტიხევისბერი გოჩაფსორიაზიმთვარის დაბნელებაიმპრესიონიზმიდავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმებივერის უბნის მელოდიები24 აპრილიჰექტარივიკისაწყობიბაგრატის ტაძარიეიფელის კოშკიმთავარი გვერდისაქართველოს ოქროს ხანაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიგოდერძი ჩოხელიდემოკრატიასიტყვაბენიტო მუსოლინითბილისის ბოტანიკური ბაღი🡆 More