ხურთისი

ხურთისი — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხის თემში.

მდებარეობს ხოხის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1960 მეტრი, სტეფანწმინდიდან 15 კილომეტრი. სოფელი XV საუკუნისთვის უკვე დასახლებული იყო. იგი მოიხსენიება გერგეტელ საყდრისშვილთა საბუთებში.

სოფელი
ხურთისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი გორისციხე
კოორდინატები 42°35′54″ ჩ. გ. 44°32′18″ ა. გ. / 42.59833° ჩ. გ. 44.53833° ა. გ. / 42.59833; 44.53833
დაარსდა XV საუკუნე
ადრეული სახელები ჭეჟე
ცენტრის სიმაღლე 1960
მოსახლეობა 47 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხურთისი — საქართველო
ხურთისი
ხურთისი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ხურთისი
ხურთისი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ხურთისი

სახელწოდება

სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით მოხევე ხურთის ჰყოლია სამი ვაჟი, რომლებსაც აუკლიათ სტეფანწმინდელები. მათ გასწორებიან თავიანთივე დეიდაშვილები. ამის შემდეგ ხურთის ოჯახის ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით დასახლდნენ თერგის გაღმა.

სალოცავები

სოფელში განსაკუთრებით აღნიშნავდნენ გიორგობას, კვირესძლობას და პეტრე-პავლობას. გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო გაზაფხულის გიორგობა, რომელსაც ხურთისი და ყანობი ერთად აღნიშნავდა. ყველაზე დიდი დღეობა იყო პეტრე-პავლობა.

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, დიდი კლდის ძირში მდებარეობს კვირაძალის ხატი. სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ზღვის დონიდან 2115 მ.-ზე მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია. 1960-იანი წლებისთვის ეკლესია სანახევროდ ჩაქცეული იყო. ეს იყო ბაზილიკის ტიპის ეკლესია, რომელიც ნაგები იყო ქვა-კირით. ეკლესიის გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს დგას მაღალი, სამხრეთის მხარეს მომრგვალებული ციხე, რომელსაც გიორგობის ციხეს ან ხატის ციხეს ეძახიან.

ხურთისშივე მდებარეობს ძლევის წმინდა გიორგის ხატი და ქაშეთის ანუ ბალღების ხატი. ქაშეტა მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყეთანაში, ბორცვზე. ესაა პრიზმის მსგავსი ყრუ ნაგებობა, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთის კუთხე მომრგვალებული აქვს. ნაშენია რიყის დიდი ქვით, მშრალი წყობით. ქაშეტობას დღესასწაულობენ გაზაფხულზე, კვირა დღეს. ქაშეტა სავარაუდოდ ქაშვეთის დამახინჯებული ფორმა უნდა იყოს.

მოსახლეობა

ხურთისში დასახლებულია შემდეგი გვარები: ტუჩაშვილი, ჩქარეული, წიკლაური, ბადაშვილი, ქემაშვილი, ჩოჩიშვილი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926 266 114 152
2002 ხურთისი  76 38 38
2014 ხურთისი  47 24 23

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ხურთისი სახელწოდებახურთისი სალოცავებიხურთისი მოსახლეობახურთისი ლიტერატურახურთისი სქოლიოხურთისიგერგეტი (სტეფანწმინდა)გორისციხეზღვის დონეთემითერგიკილომეტრიმდინარემეტრისაქართველოსოფელისტეფანწმინდაყაზბეგის მუნიციპალიტეტიხოხის ქედი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო VI საუკუნეშივახტანგ I გორგასალისახლის თაგვიმიქელანჯელო ბუონაროტიკახეთის აჯანყება (1659)ბოლნისის სიონიყაზახეთიჯუზეპე ვერდიმექსიკასაქართველო IV საუკუნეშიმიწისძვრავნების კვირადანიამიტრა9 აპრილის ტრაგედიასიმსივნებორჯომი (წყალი)სულხან-საბა ორბელიანიქართული სამზარეულომენსტრუაციასაქართველოს სამოქალაქო ომიმასონობასიმკვრივეილია თოფურიანაკიანი წელიწადიისლანდიაგერმანიაკეთილშობილი ირემიპროტესტანტიზმიმაროკობორჯღალასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკარლოს დიდიჰიმალაიიუპიტერიოტელო (ვერდის ოპერა)ალუდა ქეთელაური (მომღერალი)გიორგი VIIIმცხეთის ჯვრის მონასტერისაფრანგეთის რევოლუციასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარენარკომანიაიმპრესიონიზმინიუ-იორკიფარავანილანდშაფტიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმითბილისის ბოტანიკური ბაღისალამურიგიორგი XIIგაერთიანებული სამეფოცხოველებიტრაპეციატაო-კლარჯეთიატომირუსეთის იმპერიაიუდაიზმისომხური სამოციქულო ეკლესიადაუნის სინდრომიმართკუთხედიმალდივის რესპუბლიკაბიპოლარული აშლილობაქართული ხელნაწერი წიგნიხეოფსის პირამიდაემპათიაციყვისოლიკო ვირსალაძემოსკოვიირაკლი ღარიბაშვილისაქართველოს სოფლებიქუთაისილუქსემბურგიფილტვებისაქართველოგიორგი IV ლაშაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგამედეა (მითოლოგია)რკინა🡆 More