ხიდისთავი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი).
სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და საოჯახო სასტუმრო. სოფელში შემორჩენილია ტრადიციული გურული ოდა-სახლები, მათ შორის ანა კალანდაძის სახლი.
სოფელი | |
---|---|
ხიდისთავი | |
სოფლის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხიდისთავი |
კოორდინატები | 41°58′23″ ჩ. გ. 42°12′40″ ა. გ. / 41.97306° ჩ. გ. 42.21111° ა. გ. |
დაარსდა | მეზოლითი |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ადრეული სახელები | ოცხანა |
ცენტრის სიმაღლე | 230 მ |
მოსახლეობა | 303 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ., ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.
1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზეულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი. მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.
ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. სახელი ოცხანა იხსენიება 1622 წლის საბუთში. XIX საუკუნეში ოცხანა იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი, ბუკნარი და მეწიეთი. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა. 1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. 1908 წელს სოფლები ხიდისთავი და ოცნახა ცალ-ცალკე იყო აღწერილი. 1905 წლის რევოლუციის დროს აქ იმართებოდა პოლიტიკური კრებები, რის აღსანიშნავადაც დგას ობელისკი.
1920-იან წლებში არსებობდა ალკე რაიონის სახით. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1883 | 1944 | ||
1893 | 2598 | ||
1908 | 1404 | ||
1911 | 1017 | ||
2002 | 463 | 202 | 261 |
2014 | 303 | 143 | 160 |
სოფელში დაიბადნენ:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.