ხარისთვალა კოლხური

ხარისთვალა კოლხური, ცანაფითა, კერთოლი, ხოჯისთოლი, ხარისთვალა შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში დასავლეთ საქართველოდან.

მიეკუთვნება საქართველოს ვაზის უძველეს ჯიშთა ჯგუფს. მცირე ნარგავებადაა გავრცელებული როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში და რაჭა-ლეჩხუმში (ივანე ჯავახიშვილის ცნობით, გავრცელებული იყო მესხეთშიც), ასევე საფრანგეთში, ინგლისში, ბელგიაში და სხვაგან.

ხარისთვალა კოლხური მსოფლიოში გავრცელებულია სხვადასხვა სახელწოდებით:

Gros Colman (ინგლისი), Donbrelabi (საფრანგეთი), Ochsenauge (გერმანია), Eichcugeltraube (ავსტრია), Vovoko, Volovijak (ავსტრიის ფედერალური მიწა შტაიერმარკი), Okrudi, Boe nero (სარ-დინია), Ökörzem Kek, Borjuszemo (უნგრეთი) და სხვა.

არსებობს რაედენიმე ახალი სელექციური ჯიში, როელებიც ხარისთვალასთან (დონდრელაბთან) სხვა ჯიშების შეჯვარებით გამოიყვანეს:

„ალფონ ლავალლე“ (საფრანგეთი), „გუზალ ყარა“ (უზბეკეთი), „მოლდოვა“ (მოლდავეთი), „პოზდნი ვირა“ (უზბეკეთი), „რეკორდ“ (ყაზახეთი), „სტრაშენსკი“ (მოლდოვა), „ფრუმოისა ალბე“ (მოლდავეთი) და სხვა.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი და მომრგვალოა ან განივოვალური, სამნაკვთიანი, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ სქლადაა დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ხანდახან ფრთიანი, ძლიერ კუმსი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი მსხვილი ან მეტად მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ შებრტყელებული, მუქი ვარდისფერი შეფერვით. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანია, ჰარმონიული გემოთი.

ჯიში ძლიერი ზრდისა და საშუალოზე უხვმოსავლიანია, სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 165-175 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.5-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-7 გ/ლ-ს.

კოლხური ხარისთვალა ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ჯიშია. საშუალოდ უძლებს ტრანს-პორტირებას, მაგრამ შენახვის კარგი უნარი გააჩნია.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 515

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოლიმპიური თამაშებიმეგობრობაფოლკლორიეგვიპტის პირამიდებითელავისაფრანგეთის რევოლუციაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაალეგორიაუდაბნოპეტრე I დიდიენგურის ჰიდროელექტროსადგურიმონაკოთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშილეიკემიაარსებითი სახელიმუშთაიდის ბაღივიკიპედიასეკულარიზმინიკორწმინდის ტაძარიკორუფციამიგრაციასამხრეთი ამერიკამარილებიშუშანიკის წამებამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმთალონდონისომხეთიგანახლებადი ენერგიაევერესტიმარიხუანამარტივი რიცხვინიკოლოზ ბარათაშვილიიასამანიალაზანიკუებიქართველებიდედა ენარუსუდანილეჩხუმიიოჰან სებასტიან ბახიირლანდიაკახეთის აჯანყება (1659)სამანიშვილის დედინაცვალიბულგარეთითამარ გვერდწითელიმჟავური წვიმაენერგიაგია ყანჩელიზედსართავი სახელიიგიგამზრდელი (პოემა)ფიტარეთის მონასტერიუცხოური აგენტების კანონიკონსტანტინე გამსახურდიამთვარეშიდსისაქართველო XIII საუკუნეშიავტორიტარიზმიჩარლი ჩაპლინიერითროციტებიოცდაათწლიანი ომიქანი (გეოლოგია)როდოსის კოლოსიბიძინა ჩოლოყაშვილიშვიდწლიანი ომიმთვარის დაბნელებაქაქუცა ჩოლოყაშვილიპინგვინისნაირნისაქართველოს ფრინველთა სიაგიორგი IV ლაშათავის ტვინირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ბორჯომი (წყალი)მაგნიუმიაშშ-ის სამოქალაქო ომიაბრეშუმის დიდი გზა🡆 More