ხარება და გოგია

„ხარება და გოგია“ — გიორგი შენგელაიას 1987 წლის ფილმი.

ფილმში მონაწილეობენ: ომარ ფხაკაძე, ლევან თედიაშვილი, მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვ. სიუჟეტში გამოყენებულია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიული ყაჩაღების — ხარება ჯიბუტისა და გოგია კენკიშვილის თავგადასავლის ზოგიერთი ეპიზოდი.

„ხარება და გოგია“
ხარება და გოგია
დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი ბაადურ ბალარჯიშვილი,
გიორგი შენგელაია
როლებში ომარ ფხაკაძე,
ლევან თედიაშვილი,
მიხეილ სალაძე,
ავთანდილ მაისურაძე,
ოთარ მეღვინეთუხუცესი
ხმის ოპერატორი ვლადიმერ ნიკონოვი
ოპერატორი ლერი მაჩაიძე
მონტაჟი სოფიო მაჩაიძე
მხატვარი ვასილ არაბიძე
ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
გენო ცაავა
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1987
ხანგრძლივობა 143 წთ
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ენა ქართული

ფილმის შინაარსი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ხარება ჯიბუტს, რომელიც თავად ყარაშვილთან მსახურობს მოურავად, ბატონი გაკიცხავს გლეხებთან გამოჩენილი ლმობიერების გამო, მისი ვაჟიშვილი კი უსამართლოდ აუშარდება და შეურაცხყოფას მიაყენებს. ხარება ვერ მოუთმენს და ხელს შეუბრუნებს ახალგაზრდა ბატონს. განრისხებული თავადი მის დაპატიმრებას ბრძანებს. ხარება ჩაფრებს გაურბის და დევნის დროს ერთ-ერთ მათგანს ჰკლავს, რის გამოც, იძულებული ხდება ტყეში ყაჩაღად გავარდეს. მას მალევე შეუერთდება ჭიდაობისას გაცნობილი და ძმად შეფიცული ცნობილი ფალავანი გოგია კენკიშვილი, შემდეგ კი სხვებიც მიემატებიან. რაზმელებს მალევე დაუკავშირდება ციმბირიდან გამოქცეული ტერორისტი აქვსენტი სიდამონიძე, რომელიც იარაღით მომარაგებას ჰპირდებათ. ხარება და მისი გუნდი ტყეში დაიდებენ ბინას. ისინი იტაცებენ სახაზინო ფულს, იარაღს, ხოცავენ პოლიციელებს, ფულს ართმევენ მდიდარ ვაჭრებსა და მეცხვარეებს, თუმცა, ღარიბებს არ ერჩიან, ხანდახან ეხმარებიან კიდეც და ამის გამო, მათ ბევრი თანამგრძნობი გამოუჩნდებათ უბრალო ხალხში. პოლიცია ნადირობს ყაჩაღებზე, მაგრამ, მათ ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებს ნაწილობრივ ხალხისაგან ყაჩაღების დახმარების გამო, ნაწილობრივ კი იმიტომაც, რომ მაზრის უფროსის მოადგილე ვოლხოვსკი ხარებას და მის რაზმელებს უსამართლობასთან მებრძოლ ხალხად თვლის და მათ მიმართ რადიკალური ზომების გატარებას ერიდება. ერთხელ, ანდრონიკაშვილებთან სტუმრობის დროს, მათ მიპატიჟებასაც კი სთავაზობს მასპინძელს. ხარება და მისი რაზმელები იღებენ მიპატიჟებას, რიც შედეგადაც ყაჩაღები და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთ სუფრასთან აღმოჩნდებიან. თუმცა, ცხადია, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ვერ ეგუებიან ასეთ მდგომარეობას. მაზრის უფროს ბარათოვს უკანასკნელ გაფრთხილებას აძლევენ, ვოლხოვსკის თანამდებობიდან ხსნიან, ხოლო ყაჩაღთა ჯგუფის გასანადგურებლად კი დამსჯელ რაზმს აგზავნიან, შტაბსკაპიტან ახვლედიანის მეთაურობით. ახვლედიანი ტახტის ერთგული მსახურია და არაფერს ერიდება მიზნის მისაღწევად. ის ყაჩაღებს ოჯახების ამოწყვეტით ემუქრება. ხალხის დაშინების, დასჯის, მოსყიდვისა და გადაბირების მეშვეობით მოახერხებს რაზმის განდევნას, ალყაში მოქცევასა და განადგურებას.

როლებში

  • ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი)
  • ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი)
  • მიხეილ სალაძე (მედუქნე ილო მებურიშვილი)
  • ავთანდილ მაისურაძე (სანდრო ყავლაშვილი)
  • ოთარ მეღვინეთუხუცესი (შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი)
  • ალექსანდრე კაიდანოვსკი (ვოლხოვსკი)
  • ზაზა კოლელიშვილი (ჟორჟიკა ბერძენიშვილი)
  • ვახტანგ ფანჩულიძე (ზალიკა სიმონიშვილი)
  • გია ჯაფარიძე (ჩორტევოზნაეტა)
  • გიორგი (გიო) ხუციშვილი (მეეტლე უტრუხუნე)
  • მურმან ჯინორია (ავქსენტი სიდამონიძე)
  • ნუგზარ შატაიძე (სიმონა, ხარებას ძმა)
  • ივანე საყვარელიძე (მკითხავი ფრიდონა)
  • თენგიზ ბერიძე
  • გურამ ლორთქიფანიძე (ფოტოგრაფი როინიშვილი)
  • ზურაბ ანთელავა (ალი შახტიევი)
  • ირაკლი ხიზანიშვილი (სიდამონიძის კაცი)
  • იური გეწაძე
  • ლერი ზარდიაშვილი (თანდილა)
  • გიორგი ხაჩატუროვი
  • მზია არაბული (ეთერი)
  • იობი ბართიშვილი (შაქრო)
  • დავით ჯავახიშვილი (თავადი ანდრონიკაშვილი)
  • ლალი ანდრონიკაშვილი (ქალბატონი ანდრონიკაშვილი)
  • მერაბ ვაჩნაძე (თავადი)
  • მერაბ ანდრონიკაშვილი (თავადი)
  • გივი ხახიძე
  • თამარ თარხნიშვილი
  • ოთარ ზაუტაშვილი (მიკირტუმა)
  • თემურ ჯორჯაძე
  • ქეთევან ნინუა (თავადის ქალი)
  • მარიკა ჭიჭინაძე (ელიკო)
  • ნინო თარხან-მოურავი (თამრო)
  • იური ვასაძე (შავბექაიძე)
  • რუსლან მიქაბერიძე (მაზრის უფროსი)
  • შალვა ხერხეულიძე (თავადი ყარაშვილი)
  • თათია ხაინდრავა (თავად ყარაშვილის მეუღლე)

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1987გიორგი შენგელაიალევან თედიაშვილიოთარ მეღვინეთუხუცესიომარ ფხაკაძე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჯონ მალკოვიჩიქართული ღვინოქუნთრუშაფრინველებივახტანგ I გორგასალირუსთავიზვიად გამსახურდიაშველინაღვლის ბუშტიბახტრიონი (პოემა)ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაირაკლი ღარიბაშვილირთველიFacebookხეთების სამეფორკინაბათუმიივანე ჯავახიშვილისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)აფხაზეთიპარიზიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითია ფარულავაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისასმელი წყალიენგურის ჰიდროელექტროსადგურილანა როუდსიგამაფრთხილებელი შეფერილობანიადაგიგაზაფხულიეიფელის კოშკისაქართველოს დაცული ტერიტორიებიზებულონიკუბური მეტრიზაფხულისოხუმის დაცემაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიშრი-ლანკალეიკოციტოზიირემიიაპონიაექვთიმე თაყაიშვილიდედამიწის სტრუქტურანაპოლეონ ბონაპარტისტამბოლიკირჩხიბი (ასტროლოგია)დაირადედამიწის ისტორიაქართლიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაშვედეთიზედსართავი სახელისაქართველოს წყალსაცავებიქუთაისიშიდსიგლიცინიაჟანა დ’არკიქართველებიხევისბერი გოჩასტოიციზმიპოლიმერებიათეიზმიქურციკიკავკასიაქართული გვარიმონღოლთა იმპერიაოსმალეთის იმპერიაჯვაროსნული ლაშქრობებიდავით სარაჯიშვილიცხოველებინიამორიმინერალების სიალიონელ მესიდავით გურამიშვილინათლია (ფილმი)მარსიჩუტყვავილამსოფლიოს მოსახლეობაალბანეთი🡆 More