ჭულის მონასტერი

ჭულის მონასტერი ან ჭულევის მონასტერი — XIV საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი.

მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, პატარა ზანავში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე.

ჭულის მონასტერი
ჭულის მონასტერი
ჭულის მონასტერი — საქართველო
ჭულის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′14″ ჩ. გ. 42°42′08″ ა. გ. / 41.70389° ჩ. გ. 42.70222° ა. გ. / 41.70389; 42.70222
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი ტაძარი
თარიღდება XIV საუკუნე

განეკუთვნება საფარისა და ზარზმის მონასტრების ხუროთმოძღვრულ ჯგუფს. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და 2 ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. შესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათის ყელში 6 სარკმელია. კონქის ქუსლის სიმაღლეზე პროფილირებული სარტყელი გარს უვლის მთავარ ჯვაროვან სივრცეს. განსაკუთრებით თვალში ცრუპატრონიკეები. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: აქ შიგა სივრცე უფრო კომპაქტურია. მკლავები და კუთხის ნაწილები უფრო შემჭიდროებულია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო და გუმბათიც უფრო მაღალი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ქვედა კორპუსის ამაღლება და გუმბათის დიამეტრის სიმცირე. ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წელს. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ, განირჩევა რამდენიმე მამაკაცის პორტრეტი. ესენი ჯაყელები არიან, რომლებიც საფარასა და ზარზმაშიც გვხვდება: სარგის-საბა, ბექა I, სარგის II, ყვარყვარე I, აქვეა გამოსახული მეხუთე პირიც, ბექას უმცროსი ვაჟი შალვა. მხატვრობის სხვა ნაწილებში, ჩვეულებისამებრ, საღვთო წერილის სიუჟეტებია გადმოცემული.

გალერეა

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 407.
  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970
  • კუტალაძე გ., მაისურაძე ო., ჭულე, თბ., 2008

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ჭულის მონასტერი გალერეაჭულის მონასტერი ლიტერატურაჭულის მონასტერი რესურსები ინტერნეტშიჭულის მონასტერი სქოლიოჭულის მონასტერიXIV საუკუნეადიგენის მუნიციპალიტეტიპატარა ზანავისამცხეტაძარიქვაბლიანი (მდინარე)წმინდა გიორგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო VI საუკუნეშიეპითეტინიდერლანდებისაქართველო XVII საუკუნეშიინტერნეტიბიპოლარული აშლილობავიკიპედიაქრომოსომაისლამური სახელმწიფომაგნიუმისაგრადა-ფამილიაგაერთიანებული ერების ორგანიზაციამონღოლთა ბატონობა საქართველოშივენერაევერესტიქაშვეთის ეკლესიამეგრული ენააფხაზეთითევდორე კველთელიკომუნიზმივოლფგანგ ამადეუს მოცარტიირაკლი კობახიძეთვითმმართველობაძველი საბერძნეთიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიგერმანიავარძიაკოლოსეუმიდიმიტრი ყიფიანიკვიპროსიროსტომი (ქართლის მეფე)ძუძუმწოვრებირევაზ ინანიშვილინატურალური რიცხვიდაუნის სინდრომიისლანდიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკურდღელისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიკანადალურჯი ვეშაპიკომპიუტერიხევისბერი გოჩათბილისიოცდაათწლიანი ომი26 მარტიდავით VII ულუწმინდა ნინოსაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგიბრალტარითეთრი დათვიდალი (მითოლოგია)კონსტიტუციაკონსტანტინოპოლინივთიერებათა ნარევიმერცხლისებრნისოლომონ კვირკველიაგიორგი მიქაუტაძექართული ენაგიორგი გოჩოლეიშვილინიკა კვეკვესკირილიბერალიზმიკილიან მბაპემერაბ მამარდაშვილისაქართველოს ბრძოლების სიაბელგიაფეხბურთიპარიზიინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციალუი XIVწრეწირიკონსტანტინე I დიდიქრისტეფორე კოლუმბისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიცილებიგეოგრაფიული გარემოსისხლისისხლის მიმოქცევის სისტემასაქართველო🡆 More