ჭაჭუნის აღკვეთილი

ჭაჭუნის აღკვეთილი — აღკვეთილი საქართველოში, მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ქიზიყში.

წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული.

ჭაჭუნის აღვეთილი
IUCN კატეგორია IV (აღკვეთილი)
ჭაჭუნის აღკვეთილი
მდებარეობა ქიზიყი, საქართველო
უახლოესი ქალაქი დედოფლისწყარო
ფართობი 5,2 ათ. ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

მდებარეობა

ჭაჭუნა ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს. გეოლოგიურად ჭაჭუნის აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები, აგრეთვე ბიტუმის შემცველობის კირქვის გამოსავლები და მცირე ტბების სახით წარმოდგენილი ბიტუმის დანაგროვებები. აღკვეთილის რელიეფი ერთგვაროვანი არ არის, ბორცვები, თიხნარი გორაკები, ციცაბო ფერდობები, ტერასები და მშრალი ხევები ძალზედ სწრაფად მონაცვლეობენ და თავისებურ, საკმაოდ ლამაზ ლანდშაფტს ქმნიან.

კლიმატი

აღკვეთილის ტერიტორიაზე მდინარე იორი 24 ჰექტარის ფართობის ჭაობებსაც ქმნის. ჭაჭუნასთვის თბილი კონტინენტური, ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,5 °C, ხოლო ივლისის საშუალო – ჩრდილში +22 °C-ია. აღკვეთილისთვის რუხი ყავისფერი, ალავიური, შავმიწა და დამლაშებული ნიადაგებია დამახასიათებელი.

ფლორა

ჭაჭუნის აღკვეთილში საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორაა. მდინარე იორის გაყოლებაზე ტუგაის ტიპის ჭალის ტყე იზრდება, ხოლო მის მიმდებარე გორაკებზე და ტერასებზე სხვადასხვა სახის არიდული ნათელი ტყეების, ნახევარუდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებია წარმოდგენილი. ჭალის ტყეებში აბსოლუტური დომინანტი მთრთოლავი ვერხვია. ასევე უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ჭალის მუხა, საკმლის ხე - საღსაღაჯი და წნორი.

აქ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ და ენდემურ სახეობებს ვხვდები, ასეთებია: ქართული ზამბახისა და ეიხლერის ტიტას უმშვენიერესი ყვავილობა იხილოთ.

ფაუნა

მრავალფეროვანი და მდიდარია ჭაჭუნის ფაუნა. მწერებიდან მრავლად არიან კალიასებრნი. გავრცელებულია ფალანგა და მორიელი. ქვეწარმავლებიდან ხმელთაშუაზღვის კუ და ჩვენი ფაუნის ყველაზე შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება.

აქ ფრინველების 82 სახეობაა, ხოლო 10 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული. ფრინველთაგან ბევრია: ქედანი, გვრიტი, შევარდენი, მიმინო, კაჭკაჭი, კაკაბი, ბექობის არწივი. ჭაჭუნის კირქვული წარმოშობის კლდეებში არსებული გამოქვაბულები ორბების და ფასკუნჯების საბუდარია. ღვიის ხეებზე ბუდობს სვავი. ჭაჭუნა მნიშვნელოვანია ულამაზესი ფრინველის დურაჯის პოპულაციითაც. ძუძუმწოვრებიდან ჭაჭუნაში რამდენიმე სახეობის მღრღნელი, ტურა, მელა, კურდღელი, ლელიანის კატა, ფოცხვერი, მაჩვი და გარეული ღორი ბინადრობს.

2011 წელს აღკვეთილის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციის წევრებმა ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს.

ისტორიული ძეგლები

ჭაჭუნას აღკვეთილში არის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა: ადრე შუა საუკუნეების ხორნაბუჯის ციხექალაქის ნანგრევები, XI საუკუნის ოზაანის ამაღლების ტაძარი და XVIII საუკუნეში კახეთის მეფე ერეკლე II-ის მიერ საქარავნო გზათა გზაჯვარედინზე აგებული, მთლიანად გალავანშემოვლებული და თითქმის პირვანდელი ფორმით დღევანდელობას მოღწეული ქალაქი ქიზიყი – გალავანში ჩაშენებული 23 კოშკითა და 5 კარიბჭით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ჭაჭუნის აღკვეთილი მდებარეობაჭაჭუნის აღკვეთილი კლიმატიჭაჭუნის აღკვეთილი ფლორაჭაჭუნის აღკვეთილი ფაუნაჭაჭუნის აღკვეთილი ისტორიული ძეგლებიჭაჭუნის აღკვეთილი იხილეთ აგრეთვეჭაჭუნის აღკვეთილი რესურსები ინტერნეტშიჭაჭუნის აღკვეთილი სქოლიოჭაჭუნის აღკვეთილიაღკვეთილიდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტითბილისისაქართველოქიზიყი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სხალთის ტაძარიძალა ერთობაშიარევაზ ინანიშვილისახარებაბიძინა ივანიშვილიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიგაერთიანებული სამეფომიწისძვრასაქართველოს კონსტიტუციასაჭმლის მომნელებელი სისტემაელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიმალდივის რესპუბლიკაჟანა დ’არკიქართლისასწორი (ასტროლოგია)საქართველოს ბრძოლების სიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიკუბიზმიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაფეხბურთიმერაბ კოსტავაბიძინა ჩოლოყაშვილირუსეთ-საქართველოს ომი (2008)კილოგრამიმთლიანი შიდა პროდუქტიმთვარემერცხლისებრნილიბერალიზმისამებაცხოველებიტონაპოლიმერებიმარქსიზმიიმერეთიატომიმანიფესტიიმპრესიონიზმიბოლშევიკებიკლიმატიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიაბანოთუბანიაუტიზმივახტანგ I გორგასალიჰაერის დაბინძურებაანჩისხატიხემარწყვათეიმურაზ Iქართული ხელნაწერი წიგნიგამარჯვების დღეკარტოფილიწითელი წიგნივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალინაკრძალიბარბიტურატებისტოიციზმისისხლინორვეგიამარჩბივი (ასტროლოგია)მასტურბაციამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიხეოფსის პირამიდაეკოსისტემამადაგასკარითევზები (ასტროლოგია)რუმინეთიმიხეილ სააკაშვილიარწივიფოცხვერიზღარბისებრნიქართული სამზარეულოტუტე ლითონებიკოლიბრებირუსუდანიმცენარეებიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგადუბაის საამირო🡆 More