წყლის შაშვისებრნი

წყლის შაშვისებრნი (ლათ.

Cinclidae) — წყლის პირას ბინადარ ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა.

წყლის შაშვისებრნი
წყლის შაშვისებრნი
ჩვეულებრივი წყლის შაშვი (Cinclus cinclus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cinclidae (Sundevall, 1836)

აღწერა

მათი სხეულის სიგრძეა 14–23 სმ; მასა 38-დან (ყელწითური წყლის შაშვი, Cinclus schulzi) 89 გრამამდე. სხეულის აგებულება მკვრივი და ჯმუხია; კისერი მოკლე. ნისკარტი სწორი და წაგრძელებულია; პირის კუთხეებში ჯაგარი არ აქვთ; ნაპრალისებური ნესტოები კანის სახურავებითაა დახურული, ყურის ნახვრეტები — სარქვლებით. ფრთები მომრგვალებულია; ბოლო მოკლე და სწორად ჩაჭრილია; ფეხები შედარებით გრძელი და ძლიერია; თითები და ბრჭყალები მოკლე და მაგარი. შებუმბვლა მჭიდრო, ხშირი და არადასველებადია; აპტერიები ღინღლითაა დაფარული. შეფერილობაში ჭარბობს მუქი მურა, რუხი, ყავისფერი და წითური ტონები, 2 სახეობას თეთრი მონაკვეთები აქვს; დედალ-მამალი ერთნაირად გამოიყურებიან, ახალგაზრდებს ლაქები აყრია. ფრენენ სწორად და გამალებით; კარგად დარბიან, კუდის ქნევით ხშირად ჩაჯდომებს აკეთებენ; შეუძლიათ ცურვა და წყლიდან აფრენა. რიგში მხოლოდ მათ შეუძლიათ ყვინთვა.

გავრცელება

ბინადრობენ მთის მდინარეებისა და გამჭვირვალეწყლოვან ნაკადების სანაპიროებზე, მთისწინეთიდან 5500 მეტრ სიმაღლემდე (ჰიმალაი). აერთიანებს 1 გვარის (Cinclus) 5 სახეობას; რომელთაგან 3 ახალი სამყაროს დასავლეთ ნაწილის მთებში ცხოვრობს, 2 — ევრაზიაში (1 ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაშიც აღწევს); ჩრდილოეთის პოპულაცია გადამფრენია, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ფრინველები მდინარეების გაუყინავ მონაკვეთებთან ეშვებიან.

კვება

წყლის შაშვისებრნი 
ამერიკული წყლის შაშვი (Cinclus mexicanus)

იკვებებიან წყლის უხერხემლოებით, უმთავრესად მწერებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, აგრეთვე მცირე ზომის თევზითა და ქვირითით. საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.

გამრავლება

აშენებენ სფეროსებრი ფორმის ბუდეს, სამშენებლო მასალად იყენებენ ხავსებს, ხის გამხმარ ფოთლებსა და მარცვლოვანთა ღეროებს; დამალულია წყლის ზევით ქვებსა და ფესვებს შორის ნიშებში, კლდეების ნაპრალებში, ნაგებობებში, ზოგჯერ ჩანჩქერების უკან. დედალი 2–7 (ჩვეულებრივ 4–5) კვერცხს დებს; კრუხობს დედალი, ინკუბაცია 14–20 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები ბუდეს 20–28 დღეში ტოვებენ, მშობლები მათ კიდევ 1–2 კვირა კვებავენ.

დაცვა

IUCN-ის წითელ წიგნში შეტანილია წითურთავა წყლის შაშვი, რომელიც მხოლოდ ცენტრალური ანდების კალთებზე ცხოვრობს.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

წყლის შაშვისებრნი აღწერაწყლის შაშვისებრნი გავრცელებაწყლის შაშვისებრნი კვებაწყლის შაშვისებრნი გამრავლებაწყლის შაშვისებრნი დაცვაწყლის შაშვისებრნი ლიტერატურაწყლის შაშვისებრნი სქოლიოწყლის შაშვისებრნიბეღურასნაირნილათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)რიგი (ბიოლოგია)ფრინველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რენესანსიდათვირუსთავიმუნიდავით გურამიშვილიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაარწივირელიგიანაკიანი წელიწადიტოლგვერდა სამკუთხედინაცვალსახელითბილისის კურორტების ჯგუფიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიიგლუეპილეფსიადონ კიხოტისასწორი (ასტროლოგია)ნიგერიასოკოებინაწლავებიდეჟავიუანგარიშთა გეგმარელიეფიკრწანისის ბრძოლანიუ-იორკისიურრეალიზმითეიმურაზ Iბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)კანადანიკეის პირველი საეკლესიო კრებასაიათნოვაერთიანი ნაციონალური მოძრაობაარჩვისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაფილტვებიძალამზესტამბოლიასომთავრულიატომიეგვიპტეჩინეთის ისტორიაძველი ეგვიპტემეხუთე კოლონადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაფარავანიგიორგი ანწუხელიძეწიგნი სიბრძნე სიცრუისაპოლიმერებიანანურის ციხერომის იმპერიათბილისის ზღვაქართვლის დედააღმოსავლეთი საქართველოერეკლე IIჩოხაარსებითი სახელიქართული ღვინომონღოლთა იმპერიაქრისტიანობაკუთხეზუგდიდიდედა ენაკავკასიონილურჯი ვეშაპიმინერალების სიარომბილითიუმიიურიდიული პირიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიარგონავტებივეფხისტყაოსანიკორდილიერებიდედაენასაქართველოს კონსტიტუციაზმნიზედასაქართველო XII-XIII საუკუნეებში🡆 More