ძველი რეჟიმი (ფრანგ.
Ancien Régime [ɑ̃sjɛ̃ ʁeʒim]) — მიუთითებს მეტწილად არისტოკრატიულ, სოციალურ და პოლიტიკურ წყობაზე, რომელიც საფრანგეთში ვალუასა და ბურბონების დინასტიების მმართველობის პერიოდში დამყარდა (XIV-XVIII საუკუნეები).
ამ ტერმინის შემქმნელთა განსაზღვრებით ძველი რეჟიმი ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების ფრანგული მონარქიისგან და რამდენიმე საუკუნის შემდეგ 1789 წლის ფრანგულმა რევოლუციამ მოუღო ბოლო. ევროპის სხვა ძველ რეჟიმებსაც მსგავსი წინაპირობები ჰქონდა, თუმცა განსხვავებული დასასრული: ზოგიერთი შემდეგ კონსტიტუციურ მონარქიაში გადაიზარდა, ზოგიერთი კი ომებმა და რევოლუციებმა გაანადგურა.
ძალაუფლება ძველ რეჟიმში ემყარებოდა სამ პილასტრს: მონარქიას, სამღვდელოებასა და არისტოკრატიას. საზოგადოება დაყოფილი იყო სამ ფენად: პირველი ფენა, კათოლუკური სამღვდელოება; მეორე ფენა, არისტოკრატია; და მესამე ფენა, დანარჩენი მოსახლეობა. ძველმა რეჟიმმა შეინარჩუნა მანამდე არსებული ფეოდალური სისტემის მრავალი ასპექტი, მათ შორის წარჩინებულთა და არისტოკრატიის პრივილეგიები, რასაც მხარს უჭერდა მეფეთა ღვთაებრივი უფლებების დოქტრინაც. წინა ფეოდალური წყობისგან ის განსხვადებოდა იმით, რომ ძალაუფლება სულ უფრო კონცენტრირებული ხდებოდა აბსოლუტურ მონარქიაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ძველი რეჟიმი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.