მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე.
ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.
ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.
ქვემოთ მოყვანილია ანტიპატეს ვერსია:
ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.
ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.
იხ. ასევე შუა საუკუნეების სამყაროს შვიდი საოცრება
სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია :
შემდეგი სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობა-საოცრება:
სხვა სიათა მსგავსად, არ არსებობს კონსენსუსი მსოფლიოს შვიდ ბუნებრივ საოცრებაზე, ვინაიდან არ არის შეთანხმება იმაზე თუ რამხელა უნდა იყოს ეს სია. ამგვარ სიათაგან ერთ-ერთი შექმნილი CNN-ის მიერ :
ამ სიის წარმოშობის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასმედიაში და აღნიშვნის ღირსია:
2006 წელს იუნესკომ გამოაქვეყნა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების სია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მსოფლიოს შვიდი საოცრება, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.