ჩვეულებრივი ღვია

ჩვეულებრივი ღვია (ლათ.

Juniperus communis) — წიწვოვანი მცენარე კვიპაროზისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპისა და აზიის (ციმბირი) ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მთის შუა სარტყლის ტყეებში ფართოდ (ყოფ. J. oblonga), ასევე აჭარაში სუბალპურ და ალპურ სარტყლებში კლდეებზე (ყოფ. J. pygmaea) გავრცელებულია ვარიაცია Juniperus communis var. saxatilis.

ჩვეულებრივი ღვია
ჩვეულებრივი ღვია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
გვარი:  ღვია
სახეობა:  ჩვეულებრივი ღვია
ლათინური სახელი
Juniperus communis L., 1753
დაცვის სტატუსი
ჩვეულებრივი ღვიასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42229

მარადმწვანე ბუჩქია. ფოთლები (წიწვები) ტოტებზე სამ-სამად სხედან რგოლებად. მცენარე ორსახლიანია. გაზაფხულზე მდედრობით ეგზემპლარებზე ვითარდება მცირე ზომის სათესლე გირჩები, რომლებიც განაყოფიერების შემდეგ იბერებიან, ხორციანები ხდებიან და წარმოქმნიან წვნიან ნაყოფისებრ გირჩებს ან გირჩანაყოფებს. განვითარების პროცესში ისინი თავიდან მწვანეა, სიმწიფეში მუქდებიან. დამწიფება ნელა მიმდინარეობს და მხოლოდ მეორე წელს სრულდება, ამიტომ ღვიაზე ერთდროულადაა შესაძლებელი ახალგაზრდა მწვანე და შარშანდელი შავი გირჩანაყოფების ხილვა.

მწიფე გირჩანაყობს სფეროსებრი ფორმა აქვს, სიგანეში 6–9 მმ-ია. თავზე სამსხივიანი ნაღარი ეტყობა. ფერად მურა-შავი ან იისფერ-შავია, ბრჭყვიალა, ზოგჯერ ვეჟანი ნაფიფქით. ფაშარი მომწვანო-მურა რბილობის შიგნით 3 მაგარგარსიანი თესლია მოთავსებული. გირჩანაყოფს ტკბილ-სასიამოვნო გემო აქვს, რადგან 13–40% შაქარს შეიცავს. ეთერის ზეთის შემცველობის გამო არომატული სუნი ასდის.

გირჩანაყოფს აგროვებენ შემოდგომით — მცენარის ქვეშ შლიან რაიმე ქსოვილს ან მისთანას და არხევენ; მწიფე ნაყოფი ადვილად სცვივა, მკვახე კი ხეზე რჩება. ამის შემდეგ მიმდინარეობს დახარისხება, აშორებენ წიწვებს, ტოტებს და შემოუსვლელ ნაყოფებს. საბოლოოდ აშრობენ პირდაპირ ჰაერზე ან სხვენში, ღუმელში გამოშრობისას ფუჭდება. ნაყოფს ზიანს აყენებენ ბალახის მწვანე ბაღლინჯოები, რომლებიც ნაყოფებთან შეგროვების დროს ხვდებიან; მიუხედავად იმისა, რომ შრობის დროს შეიძლება დაიღუპნონ, მაინც არასასიამოვნო სუნს ტოვებენ.

ხალხურ მედიცინაში ღვიის გირჩანაყოფები გამოიყენება როგორც შარდსადენი და საჭმლის მონელების ხელშემწყობი საშუალება. შედიან შარდმდენი ჩაების შემადგენლობაში.

ლიტერატურა

  • Гаммерман А. Ф., Кадаев Г. Н., Яценко-Хмелевский А. А. Лекарственные растения (Растения-целители) : Справочник. — 3-е изд., перераб. и доп. — М.: «Высшая школа», 1984. — 400 c., 150 000 экз.

სქოლიო

Tags:

აზიაევროპაზომიერი სარტყლებიკვიპაროზისებრნილათინური ენამცენარეებიოჯახი (ბიოლოგია)საქართველოჩრდილოეთი ამერიკაჩრდილოეთი აფრიკაციმბირიწიწვოვნები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რეფერენდუმირატი ამაღლობელისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაიუსტინიანე Iლომი (ასტროლოგია)ბახტრიონი (პოემა)ტოტალიტარიზმიგურიატროპიკული სარტყლებიელენე ახვლედიანიმარქსიზმიEuropebetავსტრიაქრისტეფორე კოლუმბიმორალიუკრაინარუმინეთიასტიგმატიზმიკორუფციასახელმწიფო საზღვარინიკო ფიროსმანიაზიადუბაიდედაპლატასოკოებინიამორიიმერეთიკაცია-ადამიანი?!კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაეკოსისტემანერვული სისტემაარაბთა სახალიფოთბილისის ისტორიაწყნარი ოკეანეკატალიზატორიიულონ გაგოშიძექანი (გეოლოგია)ეპითეტიმასტურბაციავარძიაარალის ზღვაქართვლის დედარუსეთ-საქართველოს ომი (1921)პანკრეასიმცენარეებიბაბუაწვერაძალაიუდაიზმიშარლ მიშელიილარიონ ტალახაძელუქსემბურგითანდებულიპითაგორაალეგორიაანბანითითაობალადო ასათიანიმდინარეჯაბა კანკავანიჰილიზმიძუძუმწოვრებიტემპერატურაქუნთრუშაწმინდა ნინოანარქიზმიშენგენის ზონალეკებიიასამანიჰეკლაზედსართავი სახელიაშშ-ის ისტორიაშველისალადინიდომენტი მშვენიერაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკონსერვატიზმიმადრიდი🡆 More