შინძო აბე

შინძო აბე (იაპ.

შინძო აბე სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბე.

安倍 晋三; დ. 21 სექტემბერი, 1954 — გ. 8 ივლისი, 2022) — იაპონიის 57-ე და 63-ე პრემიერ-მინისტრი 2006-2007 და 2012-2020 წლებში. არჩეული იყო იაპონიის ეროვნული დიეტის სპეციალურ სხდომაზე 2006 წლის 26 სექტემბერს. ის იაპონიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ასევე მათ შორის პირველი, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა. თანამდებობიდან გადადგა 2007 წლის 12 სექტემბერს (ოფიციალურად პოსტი ეკავა 19 სექტემბრამდე). 2012 წლის დეკემბერში მეორე ვადით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად.

შინძო აბე
შინძო აბე
იაპონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 დეკემბერი, 2012 – 16 სექტემბერი, 2020
მონარქი  აკიჰიტო
წინამორბედიიოშიჰიკო ნოდა
მემკვიდრეიოშიჰიდე სუგა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 სექტემბერი, 2006 – 26 სექტემბერი, 2007
მონარქი  აკიჰიტო
წინამორბედიძიუნიტირო კოიძუმი
მემკვიდრეიასუო ფუკუდა

დაბადებული21 სექტემბერი, 1954
ნაგატი იამაგუტის პრეფექტურა, იაპონია
გარდაცვლილი8 ივლისი, 2022 (67 წლის)
კაშიჰარა, ნარა, იაპონია
პოლიტიკური პარტიალიბერალურ-დემოკრატიული პარტია (იაპონია)
მამასინტარო აბე
დედაიოკო კისი
მეუღლეაკიე აბე
რელიგიაშინტოიზმი

მკვლელობა

2022 წლის 8 ივლისს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, შინძო აბეს ორჯერ ესროლეს ნარაში საარჩევნო კამპანიისათვის სიტყვით გამოსვლისას. მსროლელმა გამოიყენა ხელნაკეთი მუშკეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ორ ტყვიას ისროდა, პირველი აბეს კისერში მოხვდა, ხოლო მეორე — გულში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. 41 წლის კაცი, სახელად ტეცუია იამაგამი (იაპონიის საზღვაო თავდაცვის ყოფილი წევრი 2002-2005 წლებში) დააკავეს სროლის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა ადგილობრივ პოლიციაში. იამაგამიმ განაცხადა, რომ „მას ჰქონდა შუღლი კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფთან“ და ესროლა აბეს, რადგან სჯეროდა, რომ „რელიგიური ჯგუფი და აბე დაკავშირებულნი იყვნენ“. იამაგამიმ ასევე თქვა, რომ მას სძულდა ეს რელიგიური ჯგუფი, რადგან მათ „ტვინი გამოურეცხეს“ დედამისი, რის გამოც გაკოტრდა, მას ასევე თქვა, რომ აბე მოკლა, რადგან ის იყო ადამიანი, ვინც რელიგიას ავრცელებდა იაპონიაში. იამაგამის განცხადებით, იგი არ ეწინააღმდეგებოდა აბეს პოლიტიკურ ხედვებს.

აბე სასწრაფოდ გადაიყვანეს ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში, კაშიჰარაში, სადაც იაპონიის სტანდარტული დროის 17:03 საათზე გარდაცვლილად გამოაცხადეს. საავადმყოფოში მისვლამდეც აბეს აღარ ჰქონდა სასიცოცხლო ნიშნები. 100 ერთეული სისხლის გადასხმის მიუხედავად, სისხლდენა ზედმეტად დიდი იყო და აბეს გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 67 წლის იყო.

სროლისა და გარდაცვალების შემდეგ არაერთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა მსოფლიო ლიდერმა გამოხატა სიმპათიები და მხარდაჭერა აბეს მიმართ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

12 სექტემბერი195420062007202221 სექტემბერი26 სექტემბერი8 ივლისიიაპ.იაპონიაიაპონიის პრემიერ-მინისტრიმეორე მსოფლიო ომი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აია-სოფიას ტაძარიპრომეთეოქტავიანე ავგუსტუსიდისკრიმინაციაჩარლი ჩაპლინიბუნებაზიარებაგიორგი XIIთბილისის პანსიონებიგამარჯვების დღეპარიზისახარებამიუზიკლიზვიგენებიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვაოტელო (ვერდის ოპერა)კურო (ასტროლოგია)ჯემალ ქარჩხაძევაჟა-ფშაველამცხეთატატო გრიგალაშვილიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიცივი ომიდავით კაჭარავანიკო ნიკოლაძეკუთხეედუარდ შევარდნაძელავრენტი ბერიახორვატიასაქართველოს სამოქალაქო ომიწინადადებანიკო ლორთქიფანიძეუდაბნობაგრატ IV (საქართველოს მეფე)დემოკრატიალებომბოს მთებიკახეთის აჯანყება (1659)კლიმატის ცვლილებასტამბოლიყვავილოვანი მცენარეებიგამაფრთხილებელი შეფერილობაარქეოლოგიაბესლანის ტერაქტიმარიამ მაგდალინელიბიძინა ივანიშვილიმგელიტურიზმიკვადრატული მეტრინატრიუმიარაბთა გაერთიანებული საამიროებივარლამ ლიპარტელიანიეგვიპტის პირამიდებივახტანგ Vდედოფალაალბერტ აინშტაინიიგიმარტყოფის ღვთაების მონასტერიბაყაყიჩუტყვავილაამერიკის შეერთებული შტატებივოლფგანგ ამადეუს მოცარტიმაგნიუმიფობიების სიაიგავ-არაკიაჭარაბუდაპეშტისაქართველოს ისტორიაკირჩხიბი (ასტროლოგია)ბორჯომივეფხისტყაოსანინესტან-დარეჯანი (ლიტერატურული გმირი)ზებულონინაპოლეონ ბონაპარტიმეტაფორაპოლიმერებიანდაზადავით კლდიაშვილი🡆 More