შვიდწლიანი ომი

მარია ტერეზა

შვიდწლიანი ომი
შვიდწლიანი ომი
თარიღი 1756–1763
მდებარეობა ევროპა, აფრიკა, ინდოეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ფილიპინების კუნძულები
შედეგი სანქტ-პეტერბურგის ზავი
პარიზის ზავი
ჰუბერტუსბურგის ზავი
ტერიტორიული
ცვლილებები
საფრანგეთმა კანადა ბრიტანელებს, ხოლო ლუიზიანა ესპანელებს დაუთმო; ბრიტანელებმა დაიპყრეს ბენგალი; ესპანეთმა ბრიტანელებს ფლორიდა გადასცა.
მხარეები
პრუსიის დროშა პრუსიის სამეფო
გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი და მისი კოლონიები
ჰანოვერის პროვინციის დროშა ჰანოვერის ელექტორატი
შვიდწლიანი ომი შაუმბურგ-ლიპე
პორტუგალიის დროშა პორტუგალია და მისი კოლონიები
შვიდწლიანი ომი ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი
ჰესენის დროშა ჰესენ-კასელი
შვიდწლიანი ომი საფრანგეთი და მისი კოლონიები
საღვთო რომის იმპერიის დროშა ავსტრია
შვიდწლიანი ომი რუსეთის იმპერია
შვედეთის დროშა შვედეთი
შვიდწლიანი ომი ესპანეთი და მისი კოლონიები
შვიდწლიანი ომი საქსონია
შვიდწლიანი ომი დიდ მოგოლთა იმპერია
მეთაურები
პრუსიის დროშა ფრიდრიხ II
პრუსიის დროშა პრინცი ჰენრი
პრუსიის დროშა ფრიდრიხ ფონ ზეიდლიცი
გაერთიანებული სამეფოს დროშა უილიამ პიტი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ჯონ მანერსი
გაერთიანებული სამეფოს დროშა რობერტ კლაივი
ჰანოვერის პროვინციის დროშა პრინცი ფერდინანდი
პორტუგალიის დროშა გრაფი უილიამი
შვიდწლიანი ომი ლუი XV
  • შვიდწლიანი ომი პრინცი ჩარლი
  • შვიდწლიანი ომი ლუი-ჩარლ-ცეზარი

  • საღვთო რომის იმპერიის დროშა ლეოპოლდ იოზეფ დაუნი
  • საღვთო რომის იმპერიის დროშა მორიც ფონ ფრანცი
  • საღვთო რომის იმპერიის დროშა კარლ ალექსანდრე
  • საღვთო რომის იმპერიის დროშა ერნსტ გიდონ ლაუდონი

შვიდწლიანი ომი ელისაბედ I

  • შვიდწლიანი ომი უილიამ ფერმორი
  • შვიდწლიანი ომი პიოტრ სალტიკოვი
  • შვიდწლიანი ომი ალექსანდრ ბუტურლინი

შვიდწლიანი ომი ავგუსტუს III შვიდწლიანი ომი ნიკოლას დე კარვახალი

  • შვიდწლიანი ომი პედრო არანდა
  • შვიდწლიანი ომი მანუელ როხო დელ რიო
  • შვიდწლიანი ომი ხუან დე პადრო
  • შვიდწლიანი ომი პედრო ანტონიო დე კავალიოს

შვიდწლიანი ომი ალამგირ II (1759-წლამდე) შვიდწლიანი ომი შახ ალამ II (1759-წლიდან)

შვიდწლიანი ომი შვიდწლიანი ომი ვიკისაწყობში

შვიდწლიანი ომი (1756 – 1763) — გლობალური სამხედრო კონფლიქტი, გამოირჩეოდა დიდი მასშტაბურობით, ვინაიდან მასში ჩაბმული იყო იმ დროის ზესახელმწიფოთა უმეტესობა. შვიდწლიანი ომი მიმდინარეობდა როგორც ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში, კარიბის აუზში, ინდოეთში, ფილიპინებში.

წინაპირობები

XVIII საუკუნის 50-იან წლებში ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობამ მათი ორ მტრულ კოალიციად დაჯგუფება განაპირობა. ავსტრია, რუსეთი, საფრანგეთი და საქსონია ინგლისსა და პრუსიას დაუპირისპირდა. 1756 წელს მათ შორის ე.წ. შვიდწლიანი ომი (1756–1763) დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები სამ კონტინენტზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გაიშალა.

მიმდინარეობა

მოწინააღმდეგეთათვის გაერთიანების საშუალება რომ არ მიეცა, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ ყველას დაასწრო და 1756 წლის 29 აგვისტოს საქსონიას დაესხა თავს. საქსონიის კურფიურსტი პოლონეთში გაიქცა, ფრიდრიხმა საქსონია დაიპყრო.

შვიდწლიან ომში სრულად გამოვლინდა ფრიდრიხ II-ის სამხედრო ნიჭი. სწრაფი მანევრებით ის ასწრებდა ყოველი მხრიდან მოძალებული მტრისგან საზღვრების დაცვას და, ამავე დროს, რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. მაგრამ პრუსია მოწინააღმდეგეებთან შედარებით პატარა სახელმწიფო იყო და უთანასწორო ბრძოლაში მისი ძალები მალე ამოიწურა. 1759 წლის ბრძოლაში რუს–ავსტრიელთა 58–ათასიანმა არმიამ სასტიკად დაამარცხა პრუსიის 40–ათასიანი ჯარი (კუნერსდორფის ბრძოლა). პრუსია მხოლოდ მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ გადაარჩინა. მან ძალების შემოკრება შეძლო, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც კრიტიკული იყო. რუსებმა აღმოსავლეთ პრუსია, ავსტრიელებმა კი სილეზია დაიკავეს. პრუსია კატასტროფისაგან 1761 წელს რუსეთის იმპერატორ ელისაბედ I-ის გარდაცვალებამ იხსნა. რუსეთში პეტრე III გამეფდა, რომელმაც პრუსიასთან ზავი დადო და რუსეთის ჯარი პრუსიიდან გაიყვანა.ამის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერასმოკლებული ავსტრიაც იძულებული შეიქნა ზავი დაედო პრუსიასთან. ზავის შედეგად პრუსიამ ავსტრიისაგან სილეზია დაიბრუნა.

ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი მოქმედებები ძირითადად კოლონიებში – ამერიკასა და ინდოეთში გაიშალა. ამერიკაში ინგლისმა დიდ წარმატებას მიაღწია. საფრანგეთზე გამარჯვება აქ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისის კოლონიების მხარდაჭერამ, საფრანგეთის სამფლობელო კვებეკი (კანადა) კოლონისტთა შეიარაღებულმა ძალებმა და ინგლისის ჯარმა დაიკავა.

ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის წარმატებებიც, რომლებიც ინგლისელებმა ინდოეთში მოიპოვეს. ენერგიული მოქმედებით მათ ხელთ იგდეს ბომბეი, მადრასი და კალკუტა.

1763 წლის პარიზის ზავით საფრანგეთმა დათმო კანადა და მისისიპის აღმოსავლეთი სანაპიროები. ინდოეთში საფრანგეთმა მთელი სამფლობელოები დაკარგა, ზოგიერთი სავაჭრო დანიშნულების უმნიშვნელო პუნქტის გარდა. ინგლისისა და საფრანგეთის ბრძოლა კოლონიებისათვის საფრანგეთის სრული მარცხით დამთავრდა.

სქოლიო

შვიდწლიანი ომი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

საღვთო რომის იმპერიის დროშა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სასმელი წყალირაფაელიაბსცისაჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვაზებულონიმსოფლიოს შვიდი საოცრებაქართული ღვინომარიამ მეგვიპტელიმალდივის რესპუბლიკაიმპრესიონიზმიალავერდითავისუფლების მოედანი (თბილისი)გიორგი III (საქართველოს მეფე)კვების ჯაჭვისიყვარულიჯაყოს ხიზნებიირაკლი ჩარკვიანიბუნებრივი რესურსებისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკანიკო ლორთქიფანიძექართული საბჭოთა ენციკლოპედიააგნოსტიციზმიმინერალების სიაგოდერძი ჩოხელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითიგითურქეთიზომიერი სარტყლებიგაზაფხულიათეროსკლეროზიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშირაინიჯვაროსნული ლაშქრობებიზოდიაქოუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაფილტვებითითაობადათვიელენე ახვლედიანიჩონგურიაჭარაარსებითი სახელიჰექტარიდაცული ტერიტორიასაქართველოს სოფლებიკონტინენტისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისაბერძნეთიეგვიპტელეიკოციტებიამეთვისტოტურიზმიალ პაჩინოალექსანდრე I დიდიდიდი პანდასარკაზმიზაქარია ფალიაშვილიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიაფხაზეთიტაილანდისაქართველოს სახელმწიფო დროშაქართული დამწერლობადუბაიიაპონიაინფექციური დაავადებებიბიბლიამონა ლიზაგიორგი VIIIასტრიდ ლინდგრენირომიჭადრაკიკახეთის მხარემერცხლისებრნინატურალური რიცხვიპარალელოგრამიტუბერკულოზი🡆 More