შარვაშიძეები

შარვაშიძეები, შერვაშიძეები (აფხ.

შარვაშიძეები სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

Чачба — „ჩაჩბა“, მეგრ. შარაშია) — მთავართა საგვარეულო ფეოდალურ აფხაზეთში. საგვარეულოს წარმოშობასა და გვარსახელწოდებას ისტორიული გადმოცემა უკავშირებს შირვანშაჰებს. საკუთრივ აფხაზეთში ეს საგვარეულო იხსენიება როგორც ჩაჩბა, რომელსაც უშუალოდ უკავშირებენ გვარსახელ აჩბას (ანჩაბაძე). აფხაზური გადმოცემით, ამ საგვარეულოს წარმომადგენლები მართავდნენ აფხაზეთს შარვაშიძეებამდე. ეს გადმოცემა ლეგენდად დარჩა, რადგან ეთონგრაფიულ ლიტერატურაში დადასტურად აჩბა-ანჩაბაძეების მიერ აფხაზეთში შემოსვლა ფსხუს გავლით. ქართულ წყაროებში შარვაშიძეები პირველად XIII საუკუნეში არიან მოხსენიებულნი (ცხუმის ერისთავი ოთაღო შარვაშისძე, დარდინ შარვაშიძე — მონღოლთა წინააღმდეგ მებრძოლი მხედართმთავარი). გამოთქმულია მოსაზრება (ნ. ბერძენიშვილი), რომ „მატიანე ქართლისაჲში“ XI საუკუნის I ნახევრის აფხაზეთის ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ოთაღო ჭაჭას ძე ჩაჩბა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის კატეგორიული მტკიცებისათვის საკმაო საფუძველი არ არსებობს. ს. ჯანაშიას ვარაუდით, მოგვიანო ხანის შარვაშიძეები გენეალოგიურად დაკავშირებული არ უნდა იყვნენ ამ გვარის უძველეს წარმომადგენლებთან.

შარვაშიძეები
გერბი
პერიოდი XIII ს. — 1864
ტიტული აფხაზეთის მთავარი, აფხაზეთის ერისთავი, ცხუმის ერისთავი
განშტოებები აფხაზები (საგვარეულო), გურიის ერისთავები (საგვარეულო)
ქვეშევრდომობა საქართველოს სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, იმერეთის სამეფო, ოსმალეთის იმპერია, რუსეთის იმპერია
სამფლობელოები ჯიქეთი, ბზიფი, სამურზაყანო, გუმა, წებელ-დალი, აბჟუა
სასახლეები შარვაშიძეების სასახლე

მ. ჯანაშივილის აზრით „ამ შარვაშიძეების წინაპარნი მთავრობდნენ შარვანს და ქართელები მათ უწოდებდნენ შარვაშედ. დავით აღმაშენებელმა შარვანი რომ აიღო და მერე ანისი, იქაური ემირი სახლობით გადმოასახლა აფხაზეთს. ერისთავად პირველად ჩნდება დოთაღოს შარვაშიძე, რომელიც თამარ მეფემ დაადგინა აფხაზეთს“.

გვიანდელ შუა საუკუნეებში შერვაშიძეები საბედიანოში შემავალი აფხაზეთის ერისთავები იყვნენ, XVI საუკუნეში კი დამოკიდებული იყვნენ სამეგრელოს მთავრებზე. XVII საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. XVII საუკუნის დასაწყისში შარვაშიძეების ერთი შტო გადავიდა კახეთში და დასახლდა კარდენახში, შემდგომში მათ მიიღეს აფხაზის გვარი. 1810 წლიდან შევიდნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში, როგორც დამოუკიდებელი შიდა ავტონომიური უფლებების მქონე სამთავროს მფლობელები (სამთავრო გაუქმდა 1864 წელს). XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში შარვაშიძეების საგვარეულოდან ბევრი საზოგადო და კულტურის მოღვაწეა ცნობილი.

შარვაშიძეების გერბი

ფარი ჰორიზონტალურად გაყოფილია სამ ნაწილად. ქვედა ნაწილი არის ვერტიკალურად გაყოფილი.

  1. პირველ ნაწილში, ლაჟვარდისფერ ფონზე — ოქროს სასწორი. მის ქვეშ — ოქროს სფერო.
  2. მეორე ნაწილში, მწვანე ფონზე — დიაგონალურად ოქროს კვერთხი. მის ზემოთ ოქროსივე სფეროა გამოსახული, ქვემოთ — ოქროს ტოლგვერდა ჯვარი.
  3. მესამე, მეწამულ ნაწილში გამოსახულია წმ. გიორგი (ვერცხლი), რომელიც ამარცხებს მწვანე ურჩხულს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

შარვაშიძეები ს გერბიშარვაშიძეები იხილეთ აგრეთვეშარვაშიძეები ლიტერატურაშარვაშიძეები სქოლიოშარვაშიძეებიXI საუკუნეXIII საუკუნეანჩაბაძეებიაფხაზეთიაფხაზური ენამეგრული ენანიკოლოზ ბერძენიშვილისიმონ ჯანაშიაშირვანშაჰიცხუმის საერისთავო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფილტვებითბილისის ბოტანიკური ბაღივიქტორ დოლიძერიონიკანონი (ნორმატიული აქტი)ძალალეონარდო და ვინჩილადო გუდიაშვილიგია ყანჩელიბესლანის ტერაქტისლოვაკეთიგანმანათლებლობანიკო ნიკოლაძეიულიუს კეისარიკრწანისის ბრძოლა29 აპრილიბათუმის ბოტანიკური ბაღიძველი საბერძნეთიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასაქართველოს სამოქალაქო ომიფარავანიმტირალას ეროვნული პარკიასტრიდ ლინდგრენიფოთითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძერუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიიმანუელ კანტიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითდედამიწის ისტორიაბელარუსიკონსტანტინე გამსახურდიაოლიმპიური თამაშებიმუსიკაკლიმენტი წიტაიშვილიმზეიოჰან სებასტიან ბახისიყვარულიყირიმის ომისაქართველოს წითელი ნუსხახელისუფლების დანაწილებასიმკვრივე9 აპრილის ტრაგედიაალექსანდრე I დიდირელიგიაგამარჯვების დღეაღმოსავლეთი საქართველოესპანეთიფილების ტექტონიკაეპითეტიელენე ახვლედიანიქართველები რუსეთშინაკიანი წელიწადინაღმივიეტნამიაქლემივლადიმერ ლენინიგიორგი სააკაძეეთიოპიასაქართველოს სატელეფონო კოდებიიუპიტერიქართული ენავეფხისტყაოსანიორგაზმიქეთო და კოტე (ოპერა)თბილისირეფერენდუმინიუტონის კანონებივარლამ ლიპარტელიანიადოლფ ჰიტლერიმიუზიკლინიკოლოზ ბარათაშვილიჭინჭარიყივანახველათუშეთიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდადავით VII ულუ🡆 More