1195 შამქორის ბრძოლა

შამქორის ბრძოლა – 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.

1195 შამქორის ბრძოლა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შამქორის ბრძოლა.
შამქორის ბრძოლა
ქართულ-ილდეღიზური ომების ნაწილი
თარიღი 1 ივნისი, 1195
მდებარეობა შამქორი (ახლანდელი აზერბაიჯანი)
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
1195 შამქორის ბრძოლა აზერბაიჯანის ათაბეგები 1195 შამქორის ბრძოლა საქართველო
მეთაურები
აბუ ბაქრი დავით სოსლანი (თამარ მეფის მეუღლე)
ძალები
დაახ. 80 000 დაახ. 60,000

წინარე ისტორია

აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.

ბრძოლის მსვლელობა

ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. დავით სოსლანის სარდლობით მოქმედი არმია შამქორის სიახლოვეს 1 ივნისის, ხუთშაბათ დღეს, მივიდა. ქართველთა არმიამ შეტევა რამდენიმე რაზმად დაიწყო. მათ შორის პირველი დარტყმა მტერზე ყივჩაღთა სამხედრო ძალამ მიიტანა. აბუ ბაქარის არმიას ეკვეთა ზაქარია ვარამის ძის სამხედრო რაზმიც. ბრძოლა გაჭინაურდა. ქართველთა და ყივჩაღთა ძალა აშკარად მაშველ ძალას საჭიროებდა, როდესაც მათ დასახმარებლად ზაქარია და ივანე მხარგრძელთა ლაშქარი მოვიდა, ხოლო ბოლო ჟამს სამხედრო შეტაკების ბედი დავით სოსლანის მეთაურობით მოქმედი ცენტრალური სამხედრო ძალის გამოჩენამ გადაწყვიტა. ბრძოლაში მოპოვებული დიდი ალიფის გარდა ქართველებს ხელში ჩაუვარდათ ხალიფას დროშა, რომელიც მან აბუბაქარს გამოუგზავნა. დავით სოსლანმა ჩაიბარა რამდენიმე ქალაქის კლიტენი ანუ მიიღო მათი მმართველობის უფლება და წარმატებით შეძლო თავისი ახალი ვასალის ამირ-მირმანის განძის ამირას ტახტზე აღდგენა.

აბუ ბაქრმა გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა განძის ბაღებამდე სდიეს მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები მოართვეს ქართველებს. მალე განძაც მათ დამორჩილდა. შამქორის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარმა დიდი ნადავლი აიღო. ნადავლში იყო ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშაც, რომელიც თამარმა გელათის მონასტერს შესწირა.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველებმა შამქორის ბრძოლაში დაამარცხეს მუსლიმანური ქვეყნების უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი, რომელშიც თითქოს შუა აზიიდან და ინდოეთიდან მოსული ჯარიც კი იყო. სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში მაშინ არ იყო შესაფერისი სიტუაცია კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ქართველებს საქმე ჰქონდათ ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის სამხედრო ძალასთან, რომელსაც შესაძლოა, მეზობელი ამირები მიეშველნენ თავიანთი რაზმებით.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 681.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, II თბ., 1983
  • მეტრეველი რ., თამარ მეფე თბ., 1991

სქოლიო

Tags:

1195 შამქორის ბრძოლა წინარე ისტორია1195 შამქორის ბრძოლა ბრძოლის მსვლელობა1195 შამქორის ბრძოლა იხილეთ აგრეთვე1195 შამქორის ბრძოლა ლიტერატურა1195 შამქორის ბრძოლა სქოლიო1195 შამქორის ბრძოლა1 ივნისი119111951210აზერბაიჯანიშამქორი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული სამზარეულოევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითიოჰან სებასტიან ბახითვალიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიდავით I კურაპალატიბასიანის ბრძოლაორალური სექსილიბერალიზმი69 (სექსუალური პოზა)ბუდუ ზივზივაძეექვთიმე თაყაიშვილითბილისის ბოტანიკური ბაღიფარსმან II ქველისიოგუნილარიჯემალ ქარჩხაძეირლანდიაყივანახველაისლამისოკოებიმეწყერიარსებითი სახელიამერიკის შეერთებული შტატებიმცენარეებიგიორგი I (საქართველოს მეფე)დასავლეთ რომის იმპერიის დაცემაალჟირირელიგიამდინარეკონსტანტინე გამსახურდიაკოლოსეუმირომის რესპუბლიკასამანიშვილის დედინაცვალიწელიწადის დროებიოლიმპიური თამაშებიქარითურქეთის ისტორიაEuropebetიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიქართვლის დედატერორიზმიმაცივარიალექსანდრე ჭავჭავაძეირაკლი აბაშიძეუჯრედიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიქრისტიანობა1924 წლის აგვისტოს აჯანყებაბესლანის ტერაქტისაქართველოს ფაუნაკლიმატის ცვლილებაბიშკეკიბათუმინათურანიუ-იორკიფერნანდო მაგელანინიკო ნიკოლაძესისხლის მიმოქცევის სისტემარევაზ ინანიშვილითევზები (ასტროლოგია)ოქროს საწმისიევროპაკახეთის მხარეუინსტონ ჩერჩილისაქართველოს ფრინველთა სიაჩარლზ Iქართველებილიმფოციტებიხელისუფლების დანაწილებაზმნაუშბამიხეილ სააკაშვილი🡆 More