შალვა ალექსი-მესხიშვილი

შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი (დ.

შალვა ალექსი-მესხიშვილი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსი-მესხიშვილი.

26 აპრილი, 1884, თელავი ― გ. 18 ივნისი, 1960, თბილისი) — ქართველი ადვოკატი, პოლიტიკოსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი 1918-1919 წლებში, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ლადო მესხიშვილის ვაჟი.

შალვა ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი 26 აპრილი, 1884(1884-04-26)
დაბადების ადგილი თელავი
გარდაცვალების თარიღი 18 ივნისი, 1960(1960-06-18) (76 წლის)
მოქალაქეობა შალვა ალექსი-მესხიშვილი სსრკ
რუსეთის იმპერია
განათლება ხარკოვის უნივერსიტეტი
მამა ლადო ალექსი-მესხიშვილი
შვილ(ებ)ი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი

ბიოგრაფია

საშუალო განათლება მიიღო თბილისში. 1902-1904 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, ჯერ საბუნებისმეტყველო, შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლის დასრულება ვერ მოახერხა. უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ალექსი-მესხიშვილი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1909 წელს იყო დაპატიმრებული. ადვოკატობა დაიწყო თბილისში 1910 წელს, მუშაობდა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ. 1910-1914 წლებში იცავდა მეფის მთავრობის კრიტიკის გამო პასუხისგებაში მიცემული ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებს და გამომცემლებს. 1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918-1919 წლებში ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის კოალიციურ მთავრობაში. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალისტ-ფედერალისტების სიით. იყო იურიდიული კომისიის წევრი. 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა და საადვოკატო მოღვაწეობას ეწეოდა. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში ორგზის იქნა დაპატიმრებული საბჭოთა რეჟიმის მიერ. 1925 წლის ივლის-აგვისტოში „პარიტეტული კომიტეტის“ პროცესზე იცავდა ბრალდებულთა ჯგუფს. იყო საქართველოს სსრ-ის ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუდმივად ირჩევდნენ მისი პრეზიდიუმის შემადგენლობაში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

18 ივნისი1884196026 აპრილიალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ (ლადო)თბილისითელავიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პოპ-მუსიკაგეორგიევსკის ტრაქტატისაქართველო VI საუკუნეშიიოთამ ზედგენიძელარილუვრირუმინეთიოლიმპიური თამაშებიზმნასასწორი (ასტროლოგია)ანგარიშთა გეგმათინათინ ბოკუჩავასაქართველოს ტერიტორიული მოწყობადემეტრე II თავდადებულიგარემოს დაცვახვიჩა კვარაცხელიამწვერვალიგიორგი აბაშიძე (პოლიტიკოსი)აზიასოკოებირითმანერვული სისტემაგამარჯვების დღესაქართველო XVII საუკუნეშიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიპითაგორაფსორიაზირატი ამაღლობელიმარქსიზმივარდების რევოლუციასაქართველოს მუნიციპალიტეტებისიზმარიტრეფიკინგიდემეტრე Iვიქტორ დოლიძეფარავანიბაქტერიებინიდერლანდებირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)სახელმწიფომთავარი გვერდისაქართველო IV საუკუნეშისეკულარიზმიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავააია-სოფიას ტაძარიწმინდა გიორგიბაროკომეწყერიპრაგმატიზმიჯანსუღ ჩარკვიანიკოსმოპოლიტიზმიქალწული (ასტროლოგია)საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიტელეფონების ნომრები საქართველოშიჩერნობილის კატასტროფაკრიშტიანუ რონალდუკონტინენტიბაბუაწვერაილია თოფურიაძაღლისაქართველოს კონსტიტუციაჩრდილოეთი აფრიკაერეკლე IIსაჰარაქაქუცა ჩოლოყაშვილიტემპერატურათახვიგონიოს ციხეპლურალიზმიგიორგი ანწუხელიძეაპენდიციტიჯონ მალკოვიჩივარძიაზედსართავი სახელიმერაბ მამარდაშვილისუფრის მარილიტაო-კლარჯეთიუქმე დღეები საქართველოშიგორი🡆 More