შავი ზღვის ორაგული (ლათ.
Salmo labrax) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 110 სმ აღწევს, წონა ჩვეულებრივ 7 კგ, ზოგჯერ 24 კგ. გამსვლელი თევზია. ზღვაში იკვებება თევზებითა და უხერხემლოებით, მდინარეში კი ძირითადად კიბოსნაირებით, მწერებითა და მატლებით. გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში. აზოვის ზღვაში პრაქტიკულად აღარ გვხვდება. სქესობრივ სიმწიფეს 4 წლისა აღწევს. მისი ზრდა მდინარესა და ზღვაში საკმაოდ განსხვავებულია — მდინარეში იზრდება ნელა, ხოლო ზღვაში სწრაფად. საქართველოს სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. შავი ზღვის ორაგული საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არალეგალური მოპოვების გარდა, კანონმდებლობითაა აკრძალული ყოველგვარი ქმედება, რამაც შეიძლება მისი შემცირება ან საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება გამოიწვიოს. საქართველოს სანაპიროებთან შედის მდინარეებში ჭოროხში, მაჭახელისწყალში, კინტრიშში, ენგურში, კოდორში, გუმისთაში, მჭიშთასა და ბზიფში. საქართველოს ნაპირებთან ტოფობს მდინარეებზე მაჭახელასა და კინტრიშზე. სამეურნეო მნიშვნელობის, ძვირფასი თევზია.
შავი ზღვის ორაგული | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
შავი ზღვის ორაგული | ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Salmo labrax | ||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135658 | ||||||||
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article შავი ზღვის ორაგული, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.