ყურა სოკო

ყურა სოკო (ლათ.

ყურა სოკო
ყურა სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აურიკულარიასნაირნი
ოჯახი:  აურიკულარიასებრნი
გვარი:  აურიკულარია
სახეობა:  ყურა სოკო
ლათინური სახელი
Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt., 1888)

სოკოს ლათინური და ასევე ბევრ ევროპულ ენაში არსებული ხალხური სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიური ლეგენდიდან იუდა ისკარიოტელზე, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო ანწლის ხეზე.

პირველად აღწერა პიერ ბიულიარმა (1789) როგორც Tremella auricula-judae. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება Auricularia auricula-judae მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა იოზეფ შრეტერმა 1888 წელს.

აღწერა

ნაყოფსხეული მჯდომარეა სუბსტრატზე. დიამეტრი — 12 სმ-მდე. ფორმით ადამიანის ყურს წააგავს, ნაოჭიანი, ელასტიური და ლაბისებრია. გარეთა შეფერილობა — მოყვითალო-ყავისფერი, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო მურა. ზედაპირი წვრილხავერდოვანია. შიგნიდან ნაცრისფერ-იისფერიდან ნაწრისფერ-მოწითალომდე, ტიტველი.

რბილობი — ცვილისებრი, გამჭვირვალე, გახმობისას პერგამენტისებრი.

სპორები — 11-15(23)×5-7(8) მკმ. ცილინდრული, მოხრილი.

გავრცელება

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ზომიერი სარტყლის შედარებით თბილ ნაწილში.

იზრდება ცოცხალ და გამხმარ ფოთლოვან ხეებზე (პარაზიტი ან საპროტროფი), განსაკუთრებით ანწლზე და მურყანზე, მთელი წლის განმავლობაში.

საკვები ღირებულება

ყურა სოკო მეტად დაფასებულია შორეულ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ჩინეთში. იგი ჩინური წვნიანი კერძის „შავი სოკოს“ ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია, აგრეთვე გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. ყურა სოკოს იყენებენ სალათებშიც. საქართველოში საჭმელად არ ხმარობენ.

სინონიმები

    სამეცნიერო სინონიმები
  • Tremella auricula-judae Bull., 1789 basionym
  • Tremella auricula L., 1753
  • Hirneola auricula-judae (Bull.) Berk., 1860
  • Peziza auricula-judae (Bull.) Bull., 1791
  • Exidia auricula-judae (Bull.) Fr., 1822
    ქართული სინონიმები
  • იუდას ყური
  • კაცისყურა
  • გარდამრიდა
  • ყურჭატა

გალერეა

ლიტერატურა

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 42, ISBN 99940-856-1-1.
  • (2001) Mushroom. Kyle Cathie. ISBN 978-1-85626-739-7. 
  • Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: «Астрель», «АСТ», 2001. — С. 256. — 304 с. — ISBN 5-17-009961-4.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ყურა სოკო აღწერაყურა სოკო გავრცელებაყურა სოკო საკვები ღირებულებაყურა სოკო სინონიმებიყურა სოკო გალერეაყურა სოკო ლიტერატურაყურა სოკო რესურსები ინტერნეტშიყურა სოკო სქოლიოყურა სოკოლათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლეონარდო და ვინჩიალჟირიირაკლი აბაშიძეკონსერვატიზმიმუხანაციონალიზმიუქმე დღეები საქართველოშიგასტრიტიქრისტეფორე კოლუმბიმაცივარიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაზაქარია ფალიაშვილიბუდიზმიქართული სამზარეულოთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდეციმეტრისასმელი წყალიკავკასიახვიჩა კვარაცხელიადიმიტრი ყიფიანიგლიცინიანატურალური რიცხვიირლანდიასულხან-საბა ორბელიანიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშირევაზ ინანიშვილიშვეიცარიატერენტი გრანელიამფიბიებითეთნულდიჩემი ცოლის დაქალებიმეტაბოლიზმისვანური კოშკიშიდა ქართლიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაგანათლება საქართველოშიჰაერის დაბინძურებაჰექტარიმიხეილ ხერგიანიალუდა ქეთელაურიფარსმან II ქველიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიენგურის ჰიდროელექტროსადგურიიუდაიზმიძახილის წინადადებანაღვლის ბუშტივატიკანიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასაქართველოს პრემიერ-მინისტრიგიორგი მიქაუტაძელომი (ასტროლოგია)ინდოეთიდავით სარაჯიშვილიკრიშტიანუ რონალდუკურდღელიჯემალ ქარჩხაძესისხლიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმუშთაიდის ბაღიექვთიმე თაყაიშვილისანქტ-პეტერბურგიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაპოლონეთიშუა საუკუნეებინაპოლეონის ომებითევდორე კველთელისაქართველოს ქალაქებიფარავანიქვეწარმავლებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაქუთაისიზამთარიბიძინა ივანიშვილისაქართველოს თავდაცვის ძალებილოცვა ეფრემ ასურისატრეფიკინგი🡆 More