ყუთლუ-არსლანი

ყუთლუ-არსლანი — საქართველოს მეფეების გიორგი III-ისა და თამარის მეჭურჭლეთუხუცესი.

ი. ჯავახიშვილმა ყუთლუ-არსლანი უგვაროთა, „სიმდიდრით ამაღლებულთა“ წრიდან გამოსულად და დაწინაურებულ პირად მიიჩნია (ნიშანდობლივია, რომ „ისტორიანი და აზმანი შარავანდელთანი“ ყუთლუ-არსლანს „ბიჭად“ იხსენიებს). ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირეს ნ. მარმა, ს. ჯანაშიამ, შ. მესხიამ, გ. მელიქიშვილმა და სხვა. ზოგიერთი მეცნიერის (მ. ჯანაშვილი, პ. ინგოროყვა და სხვა) აზრით, ყუთლუ-არსლანი მაღალი ფეოდალური არისტოკრატიიდან იყო გამოსული.

გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ დიდგვაროვანი ფეოდალების ერთი ჯგუფი გაიფიცა, რითაც ფაქტობრივი პროტესტი გამოხატა თამარის პოლიტიკისადმი. ამ გაფიცვასთან უშუალო კავშირშია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ გამოსვლიდან გარკვეული დროის შემდეგ სამეფო კარმა ყუთლუ-არსლანი მეჭურჭლეთუხუცესობიდან გადააყენა და მის ადგილას კახაბერ ვარდანისძე დანიშნა.

ლიტერატურა

  • ვ. აბაშმაძე , ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური იდეოლოგია : [XII-XIII ს.ს.]. ჟურნალი „საბჭოთა სამართალი“ N6, 1966. გვ. 34-43.
  • ვახტანგ აბაშმაძე , ხელისუფლების დანაწილების თეორია და ყუთლუ არსლანის პროგრამა : [ფეოდალური ეპოქის იდეოლოგიური ბრძოლის მნიშვნელოვანი მოვლენა]. ჟურნალი „მაცნე“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია - N3, 1979. გვ. 142-160.
  • ანრი ბოგვერაძე, ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ : [თამარი ისტორიკოსის თხზულების ტექსტის გაგებისათვის]. ჟურნალი „მაცნე“, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია - N4, 1988. გვ. 147-160.
  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 10, გვ. 661, თბ., 1986

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გიორგი III, საქართველოს მეფეთამარ მეფემეჭურჭლეთუხუცესისაქართველოს სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გლობალიზაციააღდგომაჰაერის დაბინძურებარკინაკლიმატის ცვლილებამიწისძვრაფასკუნჯიბიზანტიის იმპერიაეპითეტიდემოკრატიათბილისის მეტროპოლიტენიიოჰან სებასტიან ბახიEuropebetიტალიასაქართველოს პრეზიდენტიხელოვნებაკონგომედუზებიიმერეთიტოლერანტობაევროკავშირიეკლესია (ნაგებობა)მართკუთხედიინგლისის რევოლუციააია-სოფიას ტაძარიფერმენტებიარსებითი სახელიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითგრიგოლ ხანძთელიბათუმის ბოტანიკური ბაღივლადიმერ ლენინიშინაური ძაღლიმამა გაბრიელისაქართველოს სოფლებიკურო (ასტროლოგია)აჭარაბეთ არენაგრემიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიფერნანდო მაგელანიტერორიზმიზოდიაქოთირკმელირომის იმპერიაიმანუელ კანტიორალური სექსიდიდი პანდასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ბარბიტურატებიკოლოსეუმიმეწყერიშარკა ბლუინდოეთიფინეთიცხოველებიაქემენიანთა იმპერიაადამიანიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითზმნამდგრადი განვითარებავიქტორ დოლიძენიკო ფიროსმანიგიორგი ანწუხელიძელიტრიმათემატიკაკონსტანტინოპოლის დაცემაშუა საუკუნეებიგია ყანჩელისაქართველოს პარლამენტიშაორის წყალსაცავისაჭმლის მომნელებელი სისტემასიმბოლიზმიმცხეთის ჯვრის მონასტერიჭინჭარილომი (ასტროლოგია)გაპიროვნებალარიმსოფლიო მიზიდულობის კანონი🡆 More