ყუბაჩელები

ყუბაჩელები — დაღესტნის მთაში მცხოვრებ მცირერიცხოვან ეთნოსებს შორის ყუბაჩელებს გამორჩეული ადგილი უკავიათ.

ისინი ერთ სოფელში ყუბაჩში მკვიდრობენ, რომელიც ზღვის დონიდან 1500-1750 მ-ის სიმაღლეზეა. დასახლება მთის ციცაბო ფერდობზეა შეფენილი. საბჭოთა ხელისუფლების დროს ყუბაჩელებს დარგუელებად წერდნენ. გამონაკლისი მხოლოდ 1926 წლის აღწერა იყო, როდესაც მათ ეთნიკური თავისთავადობა არ დაუკარგეს. ამ აღწერით, ყუბაჩელების რაოდენობა 2357 კაცი იყო. 1995 წელს სოფელში 2230 ყუბაჩელი ცხოვრობდა. შეფასებითი მონაცემებით, ყუბაჩს გარეთ, ისინი კავკასიისა და შუა აზიის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებშიც ცხოვრობენ, სადაც მათი რაოდენობა 3 ათას კაცს აჭარბებს (მთელი ყუბაჩელების 61,2%).

ისტორია

ანთროპოლოგიურად ყუბაჩელები ევროპეიდული რასის ბალკანურ-კავკასიური რასის კავკასიონური ტიპის წარმომადგენლები არიან. ყუბაჩელთა მეტყველება ჩრდილოეთ კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნურ ჯგუფში შედის. ის ახლოს დგას დარგუულ ენასთან. ყუბაჩური უდამწერლობო ენაა. საქმისწარმოება და სკოლაში სწავლება რუსულ ენაზეა. სხვათა შორის, XVIII-XIX საუკუნეების მეცნიერები და მოგზაურები თვლიდნენ, რომ ყუბაჩელები დასავლეთ ევროპული წარმომავლობისა იყვნენ. მაგრამ შემდეგი დროის არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ლინგვისტური, საისტორიო და ეთნოგრაფიული გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ყუბაჩელები ავტოქტონები არიან და მათი ეთნოგენეზიც კავკასიაში მოხდა და რომ ისინი დარგუელების მონათესავენი არიან. ყუბაჩელების ეთნოგენეზი რთული ეთნიკური, ეკონომიკური და მიგრაციული პროცესების ფონზე მიმდინარეობდა.

სამეურნეო ყოფა

ყუბაჩელების ძირითადი საქმიანობა შინამრეწველობა და ხელოსნობა იყო. მთელი ისტორიის მანძილზე ყუბაჩი ხალხური მხატვული რეწვის დიდი და ფართოდ ცნობილი ცენტრი იყო. განვითარებულ იყო ლითონის დამუშავება, ქვაზე და ხეზე კვეთა, სამშენებლო საქმე, ძვლის დამუშავება, საიუველირო საქმე, ბრინჯაოს მხატვრული ჩამოსხმა, იარაღის წარმოება. ქალები მისდევდნენ ქსოვას, ფეიქრობას, ქეჩის დამზადებას. ქეჩისაგანვე კერავდნენ ფეხსაცმელს. უკვე VI საუკუნეში ყუბაჩელთა ლითონდამუშავების ხელოვნება დაღესტნის ფარგლებს გარეთ იყო ცნობილი, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში, რაც მათ ეთნონიმშიც (ზირიხგერან) აისახა. XIII-XIV საუკუნეებში მაღალ დონეს მიაღწია ბრინჯაოს ქვაბების ჩამოსხმამ, სხვადასხვაგვარი სპილენძისა და ბრინჯაოს ჭურჭლის, ვერცხლის აღკაზმულობის გაკეთებამ, ჯავშნების, ჩაფხუტების, მუზარადების, ხანჯლების და ფარების დამზადებამ. XIV-XV საუკუნეებში არაჩვეულებრივად აყვავდა ქვასა და ხეზე მხატვრული კვეთის ხელოვნება.

გვიან შუა საუკუნეებში ყუბაჩელები ცივ იარაღთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის კეთების აღიარებული სპეცილისტებიც გახდნენ. ყუბაჩური ხელოვნების ნიმუშები არაერთხელ იყო ექსპონირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების (მათ შორის თბილისის) გამოფენებზე, სადაც მათ ოქროსა და ვერცხლის მედლების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოიპოვეს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინტენსიური გახდა კავკასიის ქალაქებში ყუბაჩელი ხელოსნების საშოვარზე გასვლა, სადაც საიუველირო ფარდულები და საოქრომჭედლო სახელოსნოები გახსნეს. 1924 წელს ყუბაჩში გაიხსნა საიუველირო არტელი, რომელიც 1960 სამხატვრო კომბინატად გადაკეთდა. საბჭოთა პერიოდშიც ყუბაჩელმა ოქრომჭედლებმა, რომლებმაც ამ დროისათვის არაერთი ახალი უნიკალური ნაწარმი შექმნეს, საერთაშორისო გამოფენებზე მრავალი ჯილდო დაიმსახურეს. ყუბაჩში მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მხოლოდ დამხმარე ხასიათი ჰქონდა.

რელიგია

ყუბაჩელები მუსლიმი სუნიტები არიან. მაჰმადიანობა მათ XIII საუკუნის ბოლოს მიიღეს. სამეცნიერო გამოკვლევებით დადგენილია, რომ უფრო ადრე სოფელ ყუბაჩში ქრისტიანობა და ზოროასტრიზმიც იყო გავრცელებული. მიუხედავად ამისა, თითქმის XX საუკუნის შუა ხანებამდე, ყუბაჩელებს შორის შემორჩენილი იყო ძველი წარმართობის დროინდელი რწმენაწარმოდგენები (წვიმისა და მზის გამოწვევის წეს-ჩვეულება, წმინდა ხეების თაყვანისცემა, არწივის კულტი).

ლიტერატურა

Tags:

ყუბაჩელები ისტორიაყუბაჩელები სამეურნეო ყოფაყუბაჩელები რელიგიაყუბაჩელები ლიტერატურაყუბაჩელები19261995დაღესტანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიგიორგი XIIგიორგი II (საქართველოს მეფე)წითელი წიგნიკოდორის კრიზისი (2006)სათბურის ეფექტიარალის ზღვაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიმტკვარივენდეტავიკისაწყობიქართული ხალხური ცეკვებინოე ჟორდანიამარო მაყაშვილიჰაერის დაბინძურებაზოდიაქოჩემი ცოლის დაქალებიკოლოსეუმისაქართველოს პრეზიდენტიალპებისულხან-საბა ორბელიანიფსიქოლოგიათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიფემინიზმიარაბთა გაერთიანებული საამიროებიმოგზაურობა ევროპაშიგიორგი სააკაძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფილტვებიღანძილიკაპიტალიზმიმიხეილ სააკაშვილითხის რქა (ასტროლოგია)ბულგარეთიბაიერ 04 ლევერკუზენი (საფეხბურთო კლუბი)აზერბაიჯანელები საქართველოშითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიალექსანდრე ჭავჭავაძეინსულტიიაპონიადეციმეტრისპიტაკის მიწისძვრაგიორგი XIმილიმეტრისაქართველო XVIII საუკუნეშისამცხე-ჯავახეთის მხარეკლიმატის ცვლილებავაჟა-ფშაველაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკვადრატული მეტრისაქართველოს კონსტიტუციაეგრისის სამეფოდავით კაკაბაძეელენე ახვლედიანიბუნებრივი რესურსებიცოტნე დადიანიამერიკასამეგრელოგამაფრთხილებელი შეფერილობაპეტრე I დიდიჩერნობილის კატასტროფალეიკოციტებიამსტერდამისინგაპურიშამქორის ბრძოლა (1195)საბერძნეთიჯიხვიმარჩბივი (ასტროლოგია)ჩარლი ჩაპლინიშავი ზღვაეთიოპიადავით I კურაპალატისაქართველოს სამხედრო წოდებებირამადანიმედეა ჯუღელიჯვაროსნული ლაშქრობებითბილისი🡆 More