ყინულის გიგანტი

ყინულის გიგანტი — გიგანტი პლანეტა, რომელიც უმეტესად შედგება ყინულებისაგან — წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე აქროლადი ნივთიერებებით, როგორებიცაა: წყალი, მეთანი და ამიაკი.

ამის საპირისპიროდ, გაზური გიგანტები წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება. 1990-იანებში ცნობილი გახდა, რომ ურანი და ნეპტუნი გიგანტი პლანეტების ცალკეული კლასი იყო, რომლებიც 20 % წყალბადისაგან შედგებოდა, შედარებისთვის კი გაზის გიგანტებში ამ ელემენტს 90 % უკავია. ეს ნივთიერებები სინამდვილეში ყინული იყო ყინულის გიგანტების ფორმირებისას, მაგრამ ახლა ისინი სხვადასხვა ფაზებში არსებობს, ძირითადად ზეკრიტიკულ სითხეებად. ყინული უმეტესად H2O-სგან შედგება. მეცნიერთა ვარაუდით, ყინულის გიგანტს მეტალური წყალბადი არ აქვს ბირთვში, განსხვავებით გაზური გიგანტისაგან.

ყინულის გიგანტი
ურანი
ყინულის გიგანტი
ნეპტუნი

დაფიქსირებულია სხვადასხვა ატმოსფერული მოვლენები, როგორებიცაა: პოლარული მორევები, ძლიერი ზონური ქარები და დიდი მასშტაბის ცირკულაცია. არ არსებობს დამაკმაყოფილებელი მოდელი, რომელიც აღწერს, თუ რატომ არსებობს ეს მახასიათებლები. მათი დიდი ზომისა დ ადაბალი თერმული გამტარობის გამო, პლანეტის ინტერიერის წნევა რამდენიმე 100 გპა და რამდენიმე 1000 K-ა. 2012 წლის მარტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყლის ყინულის გიგანტის მოდელებში გამოყენებული კუმშვადობა 1/3 უნდა ყოფილიყო. ეს მნიშვნელობა გამოსადეგია ყინულის გიგანტების მოდელირებისთვის და მათ შესწავლას ძალიან აადვილებს. ყინულის გიგანტები მოიცავს ურანს, ნეპტუნს და ამ კატეგორიაში რამდენიმე ეგზოპლანეტას.

ყინულის გიგანტების წარმოქმნა

ყინულის გიგანტებს აქვს გაზის გარსი, რომელიც გაზის გიგანტ იუპიტერისა და სატურნისაზე მცირეა, მაგრამ მაინც სუბსტანციურია (რამდენიმე დედამიწის მასის). ამ გარსების არსებობა კრიტიკულ შეზღუდვას წარმოქმნის: გიგანტი პლანეტები უნდა ჩამოყალიბებულიყო შედარებით სწრაფად, სანამ პროტოპლანეტურ დისკოში გაზი გაიფანტებოდა. დაკვირვებებმა ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვებში არსებულ პროტოპლანეტურ დისკოებზე ცხადყო, რომ გაზის დისკოს სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-10 მილიონი წელიწადი უნდა იყოს.

მაგნიტური ველები

ურანისა და ნეპტუნის მაგნიტური ველი დახრილი და გადანაცვლებულია. მათი ველის ზომა შუალედურია იუპიტერისა და სატურნის ველებსა და კლდოვანი პლანეტების ველებს შორის: მათი სიძლიერე დედამიწისას 50 და 25-ჯერ აღემატება, შესაბამისად. მიჩნეულია, რომ მათი მაგნიტური ველები წარმოიქმნა იონიზირებული კონვექცირებად გამდნარ ყინულის მანტიაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ყინულის გიგანტი ყინულის გიგანტების წარმოქმნაყინულის გიგანტი მაგნიტური ველებიყინულის გიგანტი რესურსები ინტერნეტშიყინულის გიგანტი სქოლიოყინულის გიგანტი1990ამიაკიგაზური გიგანტიმეთანინეპტუნიპლანეტაურანიწყალბადიწყალიჰელიუმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თბილისური ეზოდუბაის საამიროჰალოგენებილიტრიდაცული ტერიტორიაბოლნისის სიონიმთაწმინდის პანთეონიორგაზმი18 აპრილიკაპიტალიზმიბენიტო მუსოლინიდიდი პანდაასლან აბაშიძებახტრიონი (პოემა)უდაბნობაგრატიონებიმიხეილ სააკაშვილიგიორგი III (საქართველოს მეფე)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითნოე ჟორდანიადემეტრე II თავდადებულიმეორე მსოფლიო ომინაღვლის ბუშტივლადიმერ ლენინიინგლისიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაჯაბა კანკავაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიუკრაინაშარკა ბლუგლობალიზაციაფარავანიაბანოთუბანივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიგიორგი მამარდაშვილიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებააქლემიერლინგ ჰოლანიგავრილოვის ღამენიკოლოზ ბარათაშვილიშალვა პაპუაშვილიპოპ-მუსიკაპლებისციტიდინოზავრებიქვემო ქართლის მხარელიბერალიზმიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიხორვატიაპეტრე I დიდირუსული დამწერლობასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ირაკლი ღარიბაშვილიგულივიქტორ დოლიძეჯიქიქრისტიანობანიკო ბაგრატიონისქესობრივი აქტინატრიუმიშარლ მიშელიტოტალიტარიზმიგურამ დოჩანაშვილილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიბაგრატ III (საქართველოს მეფე)სოციალიზმიქართული სამზარეულობათუმიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაგარემოს დაბინძურებაჰიმალაივახტანგ I გორგასალიმტირალას ეროვნული პარკისალომე ზურაბიშვილიეოზონოფილებიქართული ფილმების სიასაქართველოს ფრინველთა სია🡆 More