ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება (1774) — რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი.

ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზე — კინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება
მემორიალური დაფა ზავის ხელმოწერის ადგილზე

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი საქართველოს ეხებოდა. ოსმალეთი „საზეიმოდ“ აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან „სამუდამოდ“ იღებდა ხელს იმერეთისაგან ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც — იმერეთის ციხებს (ბაღდათი, შორაპანი, ქუთაისი), რომელიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, „ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა“, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც „ძველთაგან არ ეკუთვნოდა“) მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ სოლომონ I-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო უფლება გამოსარჩლებოდა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ ქრისტიან ხალხებს (ქართველები, მოლდაველები, რუმინელები), რაც ოსმალეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა. ეს კი ხელს უწყობდა ბალკანეთისა და კავკასიელი ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

177421 ივლისიდნეპრითერგიკავკასიამდინარეოსმალეთის იმპერიარუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)რუსეთის იმპერიაქერჩიყირიმის სახანოშავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მგელიხარისძირასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ივანე ჯავახიშვილილონდონიდიდება (ჰიმნი)სანტიმეტრიჟანრი ლოლაშვილინაწლავებიბუდიზმი69 (სექსუალური პოზა)თამარ მეფეგოგი დოლიძე (კინომცოდნე)ქართული გვარიქრისტესისხლამუშთაიდის ბაღიქართული ვაზის ჯიშებიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციანიუტონის კანონებიალექსანდრე მაკედონელიტრაპეციამთლიანი შიდა პროდუქტივაჟა-ფშაველარუსეთ-საქართველოს ომი (1921)ერეკლე II-ის ოჯახიფულის გათეთრებანიკოლოზ ბარათაშვილიტაო-კლარჯეთიბაზალეთის ტბაინდოეთიესპანეთიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდანაკიანი წელიწადიგაერთიანებული ერების ორგანიზაციასაქართველოს დამოუკიდებლობის დღემუსიკაადამიანიტოტალიტარიზმიალექსანდრე დუგინიკლიმატიგივი სიხარულიძერუსეთიკომუნიზმიკანონიერი ქურდიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოძუძუმწოვრებინაპოლეონის ომებიმცხეთის ჯვრის მონასტერიდისლექსიანარიყალათბილისის მეტროპოლიტენივახტანგ VIობობებირიონილომიმერცხლისებრნიფრინველებიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ჩინეთიმერაბ მამარდაშვილიიერუსალიმიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაბიოლოგიური სისტემატიკაგიორგი მაზნიაშვილიაია-სოფიას ტაძარიგამარჯვების დღენიკო ფიროსმანიმინერალებისამკუთხედიშამქორის ბრძოლა (1195)ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვაუკრაინაოტელონიკა გვარამიააფხაზეთინაციონალური საკალათბურთო ასოციაციადედამიწა🡆 More