ქუნთრუშა

ქუნთრუშა — მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ანგინა და გამონაყარი კანზე.

ქუნთრუშა — მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ანგინა და გამონაყარი კანზე. პირველად აღწერა ინგლისელმა მეცნიერმა ტ. სიდენჰემმა (XVII საუკუნე). დაავადებას იწვევს A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც გამოიმუშავებს ტოქსინს. ინფექციის წყაროა დაავადებული და ბაქტერიამატარებელი ადამიანი. გადაეცემა ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით. უმეტესად ავადდებიან 6-7 წლის ბავშვები. ავადობა მეტია შემოდგომასა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდულობა, მატულობს ყოველ მე-4-მე-6 წელს. ქუნთრუშის გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი 2-7 დღე გრძელდება.

იწყება მწვავედ, მაღალი სიცხით, პირღებინებით, ანგინით. კისრის ზედა ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. პირველ-მეორე დღესვე ჰიპერემიულ კანზე ჩნდება წითელი წვრილწერტილოვანი გამონაყარი. ენა იფარება მოთეთრი ნაცრისფერი ნადებით. მე-4-5 დღიდან ენა სუფთავდება, ხდება მარცვლოვანი, ჟოლოსებრი. მე6-10 დღეს იწყება კანის აქერცვლა. არჩევენ ქუნთრუშის მსუბუქ, საშუალო და ძლიერ ფორმებს. მძიმე ფორმა შესაძლოა იყოს ტოქსიკური, დაზიანდეს ნერვული და გულ-სისხლძარღვტა სისტემა, სეპტიკური (ნეკროზული ანგინით) და ტოქსიკურ-სეპტიკური. ქუნთრუშას გართულებებია: კისრის ჩირქოვანი ლიმფადენიტი, ოტიტი, მასტოიდიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ანთება, სინოვიტი, გულის დაზიანება, ნეფრიტი, სეფსისი. გართულებები ძლაიან იშვიათია. მკურნალობის პირობებში სიკვდილიანობა თითქმის არ არის. მკურნალობა: ანტიბიოტიკები, სიმპტომური საშუალებები.

ლიტერატურა

This article uses material from the Wikipedia ქართული article ქუნთრუშა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მთავარი გვერდიОдноклассники.ruსისონა დარჩიასულთმოფენობაჩუტყვავილაქვეყნების სიასაქართველოდავით IV აღმაშენებელიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღექუნთრუშამეორე მსოფლიო ომითამარ მეფეგრიგოლ რასპუტინითბილისისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეწმინდა ნინოვახტანგ I გორგასალიხვიჩა კვარაცხელიაერეკლე IIჯუმბერ ლეჟავადედამიწაპირველი მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძექართული დამწერლობავაჟა-ფშაველანუცა კუხიანიძევეფხისტყაოსანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიკლუბი 27სოსო ჯაჭვლიანინინოობაფირალიმოციქულთასწორი ელენეიოსებ სტალინისვეტიცხოველიდიდგორის ბრძოლაკარლეს პუჩდემონიუფლისციხეკავკასიაგელათის მონასტერიმსოფლიოს შვიდი საოცრებაფარნავაზ Iამერიკის შეერთებული შტატებიიტალიაიაკობ გოგებაშვილიბათუმირაბათის ციხებაგრატ III (საქართველოს მეფე)2 ივნისიისლამისაქართველოს ისტორიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითბახტრიონი (პოემა)ევროპააკაკი წერეთელივარძიაგალაკტიონ ტაბიძექუთაისისაქართველოს გეოგრაფიაგერმანიაალუდა ქეთელაურიევროკავშირიზურაბ საკანდელიძეკვიპროსინიკო ფიროსმანირუსეთიკალათბურთისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკახეთიავსტრალიათურქეთიბიზანტიის იმპერიადავით გურამიშვილისაფრანგეთის რევოლუციასტუმარ-მასპინძელითორნიკე ერისთავი9 აპრილის ტრაგედია🡆 More