ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: KUT, ICAO: UGKO) ასევე ცნობილია, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ან კოპიტნარი — აეროპორტი ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით.

ის ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
IATA-ს კოდი: KUTICAO-ს კოდი: UGKO
KUT — საქართველო
KUT
KUT
აეროპორტის მდებარეობა საქართველოში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
მფლობელი საქართველო
ოპერატორი საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ემსახურება ქუთაისი
სიმაღლე ზდ 68 მ.
კოორდინატები 42°10′35″ ჩ. გ. 042°28′57″ ა. გ. / 42.17639° ჩ. გ. 42.48250° ა. გ. / 42.17639; 42.48250 (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი)
ვებ-გვერდი kutaisi.aero
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
07/25 2,500 ასფალტ-ბეტონი
წყარო: DAFIF

განახლება

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აეროპორტი 2011 წლის ნოემბერში იქნა დახურული. მისი ხელახლა გახსნა კი 2012 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ამ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და Wizz Air-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი. ქუთაისის აეროპორტმა პირველი რეისი მის ოფიციალურ გახსნამდე 1 თვით ადრე 2012 წლის 28 აგვისტოს მიიღო, რომელსაც სატვირთო Boeing 747 ასრულებდა. ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ავიარეისების შესრულება სექტემბრიდანვე დაიწყო კიევისა და ქუთაისის აეროპორტებს შორის. ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია მიიზიდოს დაბალფასიანი ავიაკომპანიები და შექმნას განსაკუთრებული გარემო ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. აეროპორტი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით.

მიზანი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიზანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნაა. ბილეთის ხელმისაწვდომი ფასი საქართველოს ტურისტულად აქტიურ ზონას ხდის და საშუალებას აძლევს ადგილობრივ მგზავრებს სხვადასხვა მიმართულებით დაბალ ფასად იმოგზაურონ.

შესაძლებლობები

აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარდა ამისა, აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით.

აეროპორტს ადგილმდებარეობით რეგიონში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. თბილისიდან ორას კილომეტრში მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 300 კმ რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა. აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა. აეროპორტის შესაძლებლობებში ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შედის. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი.

ავიაკომპანიები და დანიშნულებები

ავიაკომპანიები დანიშნულებები
flydubai სეზონური დუბაი-საერთაშორისო
Red Wings Airlines მოსკოვი-დომოდედოვო
Service Air მესტია, ნატახტარი
Ural Airlines მოსკოვი-დომოდედოვო
Wizz Air ათენი, ბარსელონა, ბერლინი-შენეფელდი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ვარშავა-შოპენი, ვენა, ვილნიუსი, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი-ლუტონი, მემინგენი, მილანი-მალპენსა, სალონიკი, ნიურნბერგი, პარიზი-ბოვე, პოზნანი, პრაღა, რიგა, რომი-ფიუმიჩინო, სტოკჰოლმი, ტალინი, ტურკუ, ჰამბურგი, ჰერაკლიონი
Utair უფა

სტატისტიკა

მგზავრთა ნაკადის საგრძნობი მატება 2012 წელს, აეროპორტის ხელახლა გახსნიდან მალევე აღინიშნა, ძირითადად ეს განაპირობა Wizz Air-ის ფრენებმა ქუთაისიდან პოლონეთის და უკრაინის აეროპორტების მიმართულებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა წლიური გადაზიდვის სტატისტიკა
წელი მგზავრთა რაოდენობა ფრენების რაოდენობა მგზავრების რაოდენობა წინა წელთან შედარებით
2010
7 446
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 
2011
4 527
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  40.3%
2012
12 932
68 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  185.7%
2013
188 682
1785 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  1353.3%
2014
218 003
2 172 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  16.0%
2015
182 954
899 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  16.8%
2016
271 413
1 238 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  48.3%
2017
405 698
1 822 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  49.3%
2018 617 342 2 160 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  52.2%
2019 873 907 2 886 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  41.6%
2020 183 873 701 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  78.95%
2021 282,514 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 153.6%
2022 796,063 3,220 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 281.78%
2023 1,671,017 5,040 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103%

ფაქტი

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკი, სიმაღლით მეხუთე ყველაზე მაღალი აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკია მსოფლიოში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მიზანიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობებიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიები და დანიშნულებებიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სტატისტიკაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფაქტიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რესურსები ინტერნეტშიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სქოლიოქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიIATAICAOბათუმის საერთაშორისო აეროპორტითბილისის საერთაშორისო აეროპორტიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ამერიკის შეერთებული შტატებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიამასტურბაციაქეთო და კოტე (ოპერა)ფუტკრებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეაბსტრაქციასაფრანგეთის ქალაქებისაქართველოს დაცული ტერიტორიებიაია-სოფიას ტაძარისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშვიდწლიანი ომიდიდი ბარიერული რიფიბუდიზმისაქართველოს ფრინველთა სიაფილტვებიამეთვისტოყივანახველარევაზ ინანიშვილიანგარიშთა გეგმაბიძინა ივანიშვილიპაკისტანისინონიმებიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითმედუზებიჰიპერბოლა (ენა)ქანი (გეოლოგია)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ადმირალი (პეპელა)კოლხეთის სამეფოქართული გვარიფოთირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)აზერბაიჯანიპაბლო პიკასონოდარ დუმბაძეარჩვიკრწანისის ბრძოლამონღოლთა იმპერიამარტივი რიცხვისისხლისამცხე-ჯავახეთის მხარეგაერთიანებული ერების ორგანიზაციაჯვაროსნული ლაშქრობებისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტირითმატაო-კლარჯეთიჩონგურიდავით სარაჯიშვილიბუღა თურქის შემოსევაადამიანიჩინეთის დიდი კედელიმუნიაღმოსავლეთი საქართველოექსპრესიონიზმიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშივენერაპითაგორას თეორემათევზებინიადაგითეიმურაზ IIიესო ქრისტექართლ-კახეთის სამეფოქართვლის დედაბუმთავარი გვერდინიკო ფიროსმანიმარილებიბოლშევიკებიარასამთავრობო ორგანიზაციაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისაქართველო XVIII საუკუნეშიბირთვული იარაღიშოთა რუსთაველიინტერნეტიანდაზაწმინდა გიორგი🡆 More