ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა — საავტომობილო მრეწველობის უდიდესი საწარმო საქართველოში.

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა
შეიქმნა 1951
ტიპი სავაჭრო ნიშანი
ენა ქართული
მდივანი მერაბ ჭრელაშვილი
ქვეყანა საქართველო
http://www.gig.ge/en/

ისტორია

დაარსდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის დადგენილებით და ეწოდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. 1951 წელს მისი კონვეიერიდან ჩამოვიდა პირველი სატვირთო ავტომობილი კაზ–150. არსებობის მანძილზე ქარხანამ გამოუშვა ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი. ქარხნის ძირითადი პროდუქცია იყო „კაზ-608-ვ“ და „კაზ 717“. ქარხნის პროდუქცია ძირითადად გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობისთვის 1979 წლიდან დაიწყო „კაზ 4540-ის“ წარმოება. 1980 წელს მოხდა ქარხნის რეკონსტრუქცია და მისი სიმძლავრე სამჯერ გაიზარდა.

2006 წელს ქარხნის ძირითადი ნაწილი შეიძინა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის“ სახელწოდებით და ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ განაახლა ფუნქციონირება.

საწარმოო სიმძლავრეები

მეტალურგიული საამქრო

  • რუხი თუჯის დეტალების ჩამოსხმა წონით 0,5კგ-8000კგ.
  • ფოლადის დეტალების ჩამოსხმა, წონით 0,5კგ-5000კგ.
  • ზემტკიცე თუჯის ჩამოსხმა გერმანული "GIZAG"-ის ტიპის ავტომატურ ხაზზე წონით 0,5კგ-250კგ.

მცირე მექანიკური, თერმული და ლითონდაფარვის საამქრო

ამ წარმოებაში არსებული უნივერსალური ჩარხ-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა საშუალებას იძლევა დამზადდეს მაღალი სიზუსტის მანქანათმშენებლობის პროფილის დეტალები, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ მათ თერმული დამუშავება (ცემენტაცია, წრთობა, მოშვება), მაღალი სიხშირის დენით წრთობა და ანტიკოროზიული დაფარვა გალვანური დაფარვის ხაზების გამოყენებით.

საწნეხე საამქრო

შესაძლებელია ფურცლოვანი მასალისაგან სისქით 0,5 – 10 მმ. დეტალების ცივად დატვიფრვა, რისთვისაც საამქრო აღჭურვილია მექანიკური, ერთმაგი და ორმაგი ქმედების წნეხებით, სიმძლავრით 25-2500 ტ, მაგიდის მაქსიმალური გაბარიტებით 2800x4000 მმ. მოსამზადებელი უბნით ნამზადების საჭირო ზომების მიხედვით დაჭრისათვის წნეხ-მაკრატლების გამოყენებით. ამავე საამქროში ორგანიზებულია შედუღების პროცესები, როგორც წერტილოვანი, ისე ელექტრორკალური და აიროვანი მეთოდებით შედუღებისათვის.

საიარაღო საამქრო

ამ საამქროში, მაღალი სიზუსტის პროგრამული მართვის ჩარხების გამოყენებით მზადდება სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური აღჭურვილობა, როგორიცაა:

  • ცხელი და ცივი ტვიფრები;
  • წნეხფორმები;
  • ლითონისა და ხის მოდელები;
  • მჭრელი და მზომი იარაღები.

მძიმე მექანიკური საამქრო

საამქრო აღჭურვილია, უნიკალური დიდ გაბარიტიანი ჩარხებით: (სახარატო, კარუსელური, გრძივ საფრეზო, შიგსაჩარხი, კბილსაჭრელი და სხვა). რომელზეც შესაძლებელია დამზადდეს დეტალები რომელთა:

  • მაქსიმალური დიამეტრია - 3000 მმ;
  • მაქსიმალური სიგრძე - 12000 მმ;
  • მაქსიმალური წონა - 20 ტ.

სამჭედლო საამქრო

მაღალი სიმძლავრის (10 ტონამდე) უროების და წნეხების (2500 ტ) გამოყენებით წარმოებს სხვადასხვა ზომის დეტალების ცხლად დატვიფრვა, საწარმოს საიარაღო საამქროში დამზადებული ცხელი ტვიფრების გამოყენებით, წონით 70 კგ-მდე.

ნახშირორჟანგის საამქრო

ამ საამქროში თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის გამოყენებით ხდება მაღალი ხარისხის ნახშირორჟანგის მიღება, როგორც კვების ასევე მძიმე მრეწველობისათვის.

ცენტრალური და მზომელობითი ლაბორატორია

მზომელობით ლაბორატორიებში წარმოებს საიარაღო საამქროში დამზადებული მჭრელი და მზომი იარაღების კონტროლი, ასევე ახალი ნიმუშების უნივერსალური შემოწმება. ამ მიზნით ლაბორატორია აღჭურვილია უცხოური ციფრული და ელექტრული საზომი ხელსაწყოებით და დანადგარებით. ცენტრალურ ლაბორატორიაში წარმოებს ლითონური მასალების და მეტალურგიული წარმოების "მოწმეების" ქიმიური შემადგენლობისა და მექანიკური თვისებების დადგენა.

მოდელები

  • კაზ-130

შემქნილი იყო ЗИЛ-164-ის ბაზაზე

  • კაზ-605

გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები

  • კაზ-606

გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები

  • კაზ-608

გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები

  • კაზ-608ბ

გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები

  • კაზ-4540

თვითმცლელი (1984-1998)

სამხედრო ტექნიკა

ჯავშანტრანსპორტიორები

  • ობიექტ-1015

ყველაზე წარმატებული ქუთაისური ჯავშანტრანსპორტიორი რომელიც ტენდერში დამარცხდა BTR-60 - თან

  • ობიექტ-1020
  • ობიექტ-1030
  • ობიექტ-1040

მის შექმნა დაიწყო 1960 წელს

  • ობიექტ-1045

ლიტერატურა

Tags:

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა ისტორიაქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა საწარმოო სიმძლავრეებიქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა ლიტერატურაქუთაისის ავტომექანიკური ქარხანასაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტიციან ტაბიძევახტანგ I გორგასალიასტრიდ ლინდგრენიდემეტრე II თავდადებულისასანიანთა იმპერიაორალური სექსიავტომობილიპოლიტიკავერცხლირუმინეთიკეთრიმცხეთის ჯვრის მონასტერირომის დაარსებაემპათიააშშ-ის პრეზიდენტების სიარუსეთ-საქართველოს ომი (1921)საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს სამოქალაქო ომიგიორგი III (საქართველოს მეფე)დავითგარეჯაქლორისაქართველოს მდინარეების სიაLOUDspeakersიურიდიული პირიგონიოს ციხერენესანსიირაკლი კობახიძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებითბილისის ზღვაკონსერვატიზმიმარსისიყვარულიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაგამარჯვების დღეჰიმალაიიოჰან სებასტიან ბახიდაუნის სინდრომიამფიბიებიდედა ენამთვარესახელმწიფოსომხეთიდედამიწის დღეკატალიზატორისსრკ-ის დაშლასაჭმლის მომნელებელი სისტემაქვემო ქართლის მხარეგიორგი V ბრწყინვალელოცვა ეფრემ ასურისაცენტრალური პროცესორიწყნარი ოკეანედუნაითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიალკოჰოლიზმიებრაელებიუილიამ შექსპირიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგადაირაქართული მითოლოგიაყიზილბაშებისალომე ზურაბიშვილიბუდუ ზივზივაძექართული ფილმების სიანიჰილიზმიქართლის სამეფოსაქართველო XVII საუკუნეშინაკიანი წელიწადიქალწული (ასტროლოგია)თრომბოციტებიაქლემიქართველებისახელმწიფო საზღვარიზაფხულიყივანახველაკევინ დე ბრეინემერწყულიქრისტესისხლაალჟირილადო ასათიანი🡆 More