ქსენოფობია

ქსენოფობია (ბერძნ.

ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის მინიშნებად. მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. მეცნიერულ ფანტასტიკაში ქსენოფობია უცხოპლანეტელთა ან არადედამიწური წარმოშობის საგანთა მიმართ შიშს ნიშნავს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ცრუს ან ნამდვილს, რომ განხილვის სუბიექტი (ან ობიექტი) რაღაცით უცხოა.

ქსენოფობია
ამერიკული ქსენოფობიური პლაკატი, რომელზეც აღბეჭდილია ჩინელების გასახლების აქტი.

არსებობს ფუნდამენტალისტურ-შოვინისტურ დოგმებზე დამყარებული რელიგიურ-კულტურული ქსენოფობია, როდესაც ერთი რელიგიური ჯგუფი განიცდის შიშს და სიძულვილს მისგან განსხვავებული რელიგიური ფასეულობების მქონე ადამიანთა მიმართ.

არსებობს რელიგიურ-ანთროპოცენტრისტული ქსენოფობია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანთა რასა არის „ღმერთის“ მიერ შექმნილი უმაღლესი რასა, ხატი უზენაესი ძალისა, რომელსაც (თუ იგი დაიცავს მცნებებს) საიქიო ცხოვრებაში ელის ცათა სასუფეველში ნეტარება „ღმერთთან“, ხოლო ყველა სხვა ანთროპომორფული ჰუმანოიდური რასები (დემონები, უცხოპლანეტელები, დაცემული ანგელოზები, ნიფილიმები ე.ი. დაცემულ ანგელოზთა და ადამიანთა გენეტიკური და სულიერი ჰიბრიდები და ა.შ.) წარმოადგენენ სულის არმქონე და ცხონების პერსპექტივის არმქონე პრიმიტიულ და საშიშ, ბინძურ, „ღვთაებასთან“ დაპირისპირებულ ძალებს, რომელთაც არ აქვთ სიცოცხლის უფლება, არ შეუძლიათ „სამოთხეში“ მოხვედრა და რომელთათვისაც საუკეთესო შემთხვევაში გამზადებულია სამუდამო სატანჯველი ე.ი. ჯოჯოხეთი იგივე გეენა (ან ტარტაროზი). ქსენოფობიის ეს ტიპი ყველა არაადამიანურ სიცოცხლის ფორმას განიხილავს უღვთო და უსჯულო ბოროტ ძალად და სასიკვდილო საფრთხედ, რომელსაც შეუძლია ადამიანის გადაყვანა „ცხონების“ გზიდან „სულიერი დაღუპვის“ გზაზე. ქსენოფობიის ეს იდეური სისტემა ახდენს კულტურულ-რელიგიური იზოლაციონიზმის და ექსტრემისტული შოვინიზმის პროპაგანდირებას და აგიტირებას მასებში. ქსენოფობიის ერთ-ერთი ფორმაა – გნოსეოფობია ანუ უცხო ე.ი. ტრადიციული რელიგიური დოგმებისგან განსხვავებული (მეცნიერული, ფილოსოფიური და ა.შ.) ცოდნის პარანოიდალური და ისტერიული შიში.

ქსენოფობიაში ფობიის ორი ობიექტია. პირველია საზოგადოებაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ საზოგადოების წევრად არ მიიჩნევა. ხშირად ესენი არიან ახალი იმიგრანტები, თუმცა ქსენოფობია შეიძლება მიმართული იყოს ამ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში არსებული ჯგუფის წინააღმდეგაც. ამ ფორმის ქსენოფობია შეიძლება მიზეზი გახდეს ისეთი ძალადობრივი რეაქციებისა, როგორიცაა იმიგრანტთა მასობრივი დევნა, ან უარეს შემთხვევაში, გენოციდი.

ქსენოფობიის მეორე ფორმა ძირითადად კულტურულ განსხვავებებს ეყრდნობა და ფობიის ობიექტი კულტურული ელემენტებია, რომელიც საზოგადოების მიმართ უცხოდ მიიჩნევა. ყველა კულტურა გარე სამყაროს ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, თუმცა კულტურული ქსენოფობია ხშირად სპეციფიურია, მაგ. უცხო სიტყვათა სესხება ეროვნულ ენაში. ის იშვიათად იწვევს ადამიანთა წინააღმდეგ აგრესიას, თუმცა შეიძლება საფუძველი გახდეს პოლიტიკური კამპანიებისა კულტურული და ლინგვისური სიწმინდის დაცვისთვის.

ქსენოფობია მწვავე პრობლემა იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, როდესაც დაბრუნებულ ომის ვეტერანებს სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილისთვის უცხოელებთან მოუწიათ კონკურენცია. მას შედეგად ამბოხი, რასობრივი კონფლიქტები და საერთო არასტაბილურობა მოჰყვა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბერძნ.ობიექტირასიზმისუბიექტიტერმინი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სუვერენიტეტიმიხეილ მესხის სტადიონიC ჰეპატიტიიოსებ სტალინიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიქართვლის დედახვიჩა კვარაცხელიაინფორმაციანიდერლანდებიელექტრული დენიბენიტო მუსოლინისაქართველო IX-X საუკუნეებშიბრაზილიასაქართველოს მმართველთა სიაალექსანდრე I დიდინიჰილიზმინაცვალსახელიკვიპროსიეკლესია (ნაგებობა)უქმე დღეები საქართველოშიშავი ზღვის თევზების სიააფხაზეთის ომი (1992-1993)24 აპრილიკახა კალაძეცხელი ძაღლიმინერალებიშიდა ქართლილუქსემბურგი1832 წლის შეთქმულებაყირიმის ომიედუარდ შევარდნაძეგრიგოლ ხანძთელიგიორგი ყიფშიძეებრაული დღესასწაულები (2000-2050)ბუნებრივი რესურსებიქაქუცა ჩოლოყაშვილიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმერაბ კოსტავაგოგირდიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემატოლერანტობალადო ასათიანიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიანტარქტიდასისხლიმორალისაქართველოს სახელმწიფო დროშაეკატერინე IIთებულოსმთაძუძუმწოვრებიბაბუაწვერავაჟა-ფშაველასიოგუნიბზობარომანტიზმინოქალაქევიგიორგი მიქაუტაძეტოტალიტარიზმიგაერთიანებული სამეფოThe Beatlesრომის რესპუბლიკაქართული დამწერლობაჯაყოს ხიზნებიფსორიაზიირემიცილებიკურო (ასტროლოგია)ისლანდიაკავკასიონიპლანეტაქარიქვეყნების სიასაქართველოს ფაუნათორნიკე ერისთავიდელფინებიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)აფრიკის ქვეყნების სია🡆 More