ხუჭუჭა ვარხვი

ხუჭუჭა ვარხვი, ქოჩორა ვარხვი (ლათ.

Pelecanus crispus) — დიდი ზომის ფრინველი ვარხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 160–180 სმ, ფრთების შლილი 310–345 სმ, მასა 7,3–15 კგ. აქვს გრძელი ნისკარტი, რომელსაც ქვემოდან მიმაგრებული აქვს დიდი ტომარა. შეფერილია თეთრად ან ღია ნაცრისფრად. ფრთის ბოლოები შავია, ქვედა მხარე ნაცრისფერი. კისრის უკანა მხარეს ხუჭუჭა ბუმბულები აქვს. ბარტყი მუქი მურაა. წლევანდულას ზურგის მხარე მკრთალი მონაცრისფრო-ყავისფერია და აქვს პატარა ქოჩორი. ფეხები ნაცრისფერია. ხმა — ყრუ ბღავილის მსგავსი. ფრენს ლივლივით, ფრთების იშვიათი მოსმით. ამ დროს კისერი მოღუნულია ლათინური S-ის ფორმაზე. მრავლდება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ევროპული ინდივიდები იზამთრებენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში გამრავლებულები — ერაყსა და ინდოსტანზე, მონღოლურები — ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე. საქართველოში მოზამთრე და გადამფრენი ფრინველია. მიმოფრენის დროს შეინიშნება ჭოროხის დელტაზე, სხვა დროს — ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტბებზე (კარწახი, კუმისი და სხვ.), კოლხეთის დაბლობზე (პალიასტომის ტბის ნაპირებზე, ყულევისა და ჭურიის ჭაობებზე), იზამთრებს ჯანდარისა და კუმისის ტბებზე, ასევე — მტკვრის, ალაზნისა და ივრის აუზების პატარა ტბებზე. მცირე რაოდენობით ბუდობს ჯავახეთში, უმეტესად კარწახის ტბაზე, სადაც 50-მდე ბუდე შეინიშნება ყოველწლიურად. ცხოვრობს წყვილებად, ბუდობს კოლონიებში. ბინადრობს სტეპისა და უდაბნოს ზონის ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებსა და ზღვებზე. ბუდეს მცენარეებს შორის აშენებს წყალსატევებში არსებულ კუნძულებზე, რათა დაიცვას ის მტაცებლებისაგან, ზოგჯერ — ღია გრუნტშიც. მასალად იყენებს ლერწამს, ბალახს და ტოტებს. გამრავლების სეზონი გეოგრაფიულად ცვალებადია, არეალის დასავლეთ ნაწილში მარტ-აპრილში იწყება. დებს 2–4 კვერცხს. ინკუბაცია 31 დღე გრძელდება. 60–90 დღეში დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. იკვებება უმთავრესად თევზით, ასევე ამფიბიებით, მცირე ზომის ქვეწარმავლებითა და წყლის კიბოსნაირებით. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

ხუჭუჭა ვარხვი
ხუჭუჭა ვარხვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pelecanus crispus (Bruch, 1832)
დაცვის სტატუსი
ხუჭუჭა ვარხვისაფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22697599
გავრცელება
ხუჭუჭა ვარხვი
  გამრავლება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება
  მიგრაციის მარშრუტები

გალერეა

სქოლიო

Tags:

Sალაზანიამფიბიებიაღმოსავლეთ ევროპაბუმბულიევროპაერაყივარხვისებრნითევზიინდოსტანის ნახევარკუნძულიიორიკარწახის ტბაკგკიბოსნაირნიკოლხეთის დაბლობიკუმისის ტბალათინური ენალერწამიმონღოლეთიმტკვარიმცენარეებინისკარტიოჯახი (ბიოლოგია)პალიასტომირუსეთისაქართველოსაქართველოს წითელი ნუსხასმსტეპიუდაბნოფრინველებიქვემო ქართლიქვეწარმავლებიყულევიჩინეთიცენტრალური აზიაჭოროხიჭურიახმელთაშუაზღვისპირეთიჯავახეთიჯანდარის ტბა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თბილისის არქეოლოგიური ძეგლებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციამდინარესაფრანგეთიელექტრონული მუსიკასაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშენგენის ზონაუშგულის თემიჰაერის დაბინძურებაჯანსუღ კახიძეგიორგი ჩაკვეტაძერუსეთ-საქართველოს ომი (1921)ბერძნული კოლონიზაციაპუნიკური ომებისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებივარძიაცენტნერილაშა ტალახაძეადიშის ოთხთავისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიანტანტაკუნილინგუსიფრანც შუბერტიპარაცეტამოლიმზის სისტემაქვეწარმავლებიწყარო (გეოგრაფია)ვენდეტათბილისის ისტორიანაპოლეონ ბონაპარტიმთვარეA-GPSმინერალების სიაჭიათურასიურრეალიზმიმყინვარწვერიბუნებრივი რესურსებისელჩუკთა სახელმწიფოპრომეთესალამურას თავგადასავალივაჟა-ფშაველაზმნააღა-მაჰმად-ხანიარაბთა გაერთიანებული საამიროებიხელისუფლების დანაწილებალეიკოციტოზითბილისური ეზოდათვისაქართველოს სოფლებიჩრდილოეთ ამერიკაHelladosწიგნი სიბრძნე სიცრუისაგურიასაქართველო XIII საუკუნეშიბერძნებიეკვატორული კლიმატური სარტყელიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიეპითეტიგანათლება საქართველოშირუსთავიმასონობამსოფლიოს შვიდი საოცრებაჯიხვიმინერალებითბოგამტარობატაჯიკეთიშავი ზღვის თევზების სიასასმელი წყალიკილოგრამიხმელთაშუა ზღვაანა კალანდაძებუღა თურქის შემოსევაგიორგი I (საქართველოს მეფე)ოთარ გაბელიასვეტიცხოველიგნეუს პომპეუს მაგნუსიქართული ხალხური ცეკვებიწინადადება🡆 More