ქინძი (ლათ.
Coriandrum sativum) — ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან (Apiaceae). ქინძის სამშობლოდ მიიჩნევა ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც გვხვდება ველური სახით, კულტივირებული იქნა ამავე ადგილებში.
ქინძი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Coriandrum sativum | ||||||||||||||
|
ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძი–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს.
საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან. აქ გვხვდება ქინძის რამდენიმე კულტურული სახეობა.
ქინძი ფართოდ გამოიყენება შუა აღმოსავლურ, ხმელთაშუაზღვისპირულ, სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ჩინურ, სამხრეთ აზიურ და სხვა სამზარეულოებში. ქინძის ფოთლებს იყენებენ მწვანილად. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) გამოიყენება საკაზმ–სანელებელ საშუალებად. კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენება აგრეთვე ქინძის ფესვები.
ქინძი გამოიყენება არასასიამოვნი სუნის გასანეიტრალებლად, მაგ. თამბაქოსა და ფარმაცეპტიის სუნის გასანეიტრალებლად. მისგან ამზადებენ ლიქიორსა და ჯინს. ქინძი გამოიყენება პარფიუმერიაშიც.
ასევე გამოიყენება მედიცინაში, ქინძის მარცვლებიდან მოპოვებულ ზეთს გააჩნია ანტიბაქტერული თვისება. ასევე დიდი გამოყენება აქვს საოჯახო მედიცინაში, მაგ. დაფქული მარცვლებისაგან მომზადებული პასტა გამოიყენება წყლულებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ქინძი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.