ქეთი მელუა

ქეთი მელუა (ინგლ.

Katie Melua, ნამდვილი სახელი — ქეთევან მელუა; დ. 16 სექტემბერი, 1984, ქუთაისი, საქართველო) — წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალი.

ქეთი მელუა
ინგლ. Katie Melua
ქეთი მელუა
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ქეთევან მელუა
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი, 1984 (1984-09-16) (39 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ბლუზი
ჯაზი
ფოლკ-პოპი
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ფორტეპიანო, ვიოლინო
აქტიური 2003–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Dramatico
საიტი katiemelua.com
ქეთი მელუა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში, საქართველოს რესპუბლიკა (ყოფილი საბჭოთა კავშირი). ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქ. ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ეკრანზე პირველი გამოჩენა

საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.

განათლება

მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას.

დისკოგრაფია

ქეთი მელუა 
ქეთი მელუა 2004 წელს
  • Call Off the Search (2003)
  • Piece by Piece (2005)
  • Pictures (2007)
  • The House (2010)
  • Secret Symphony (2012)
  • Ketevan (2013)
  • In Winter (2016)
  • Album No. 8 (2020)
  • Love & Money (2023)

პირადი და ოჯახური ცხოვრება

ქეთი მელუა დაქორწინებულია მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ქეთი მელუა ბიოგრაფიაქეთი მელუა დისკოგრაფიაქეთი მელუა პირადი და ოჯახური ცხოვრებაქეთი მელუა რესურსები ინტერნეტშიქეთი მელუა სქოლიოქეთი მელუა16 სექტემბერი1984ინგლისური ენასაქართველოქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ენცეფალოპათიაიმპრესიონიზმისახელმწიფოსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიქეთო და კოტე (ოპერა)ხვიჩა კვარაცხელიანიკო ბაგრატიონიმზესამცხე-ჯავახეთის მხარეჩინეთის დიდი კედელიბორჯომი (წყალი)ინგლისური ენაებრაელებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოცოტნე დადიანიკირჩხიბი (ასტროლოგია)რუსეთის იმპერიაკასპიის ზღვამაცივარითამარ მეფეფინეთიჩინეთიორგაზმიკვიპროსიერეკლე IIპარტიკულარიზმიუკრაინამინერალების სიანიუ-იორკიდავით IV აღმაშენებელილოცვა ეფრემ ასურისაელექტრული დენიპოლიტიკური პარტიები საქართველოშიიტალიაპითაგორას თეორემაიულიუს კეისარიალტრუიზმისალამურიკევინ დე ბრეინესალადინიკოლხეთის სამეფოსაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაადმირალი (პეპელა)უდაბნოარაბობა საქართველოშიუფლისციხეტემპერამენტის ტიპებიბაროკოთურქეთიაზიაპოლიტიკახინკალიდაირაფრინველთა მიმოფრენაანგარიშთა გეგმაკვორუმიგიორგი IV ლაშამართლმადიდებლობასოზარ სუბარილეიკოციტებიკვარცისტიგმაგურიის მხარერომის დაარსებაევროპული საბჭოგავრილოვის ღამერუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიიგავ-არაკითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიფეხბურთიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიალცჰაიმერის დაავადებაიბერიამეტაფორაალეგორიაქართული ფილმების სია🡆 More