ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია დაარსდა 1965 წელს თბილისში, როგორც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქცია.

შედიოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. 1975 წლიდან საქართველოს სსრ გამსახკომის სისტემაშია. შედგება (1986 წლის მონაცემებით) 10 სამეცნიერო-დარგობრივი და 4 ფუნქციური რედაქციისგან. დარგობრივ რედაქციებთან შექმნილია სამეცნიერო-დარგობრივი საბჭოები და სექციები, რომლებიც სხვადასხვა დარგის ცნობილ მეცნიერებსა და სპეციალისტებს აერთიანებს. რედაქციამ მოამზადა და გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 11 ტომი (1975-1987 წწ) და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ (1981 წ. ქართულ და რუსულ ენებზე); აგრეთვე „ბერძნული და ლათინური სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1985 წ.).

ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
ქსე

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იგეგმებოდა „მცირე ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ გამოცემა 3 ტომად. მომზადებული იყო გამოსაცემად ენციკლოპედია „თბილისი“, „პოპულარული სამედიცინო ენციკლოპედია“, „სასოფლო-სამეურნეო ენციკლოპედია“ (3 ტომად); „მოკლე პოლიტიკური ლექსიკონი“. მთავარი რედაქტორი ირაკლი აბაშიძე.

1980-ანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში წიგნის ბეჭდვის საქმე გაართულა, ამიტომაც დაგეგმილი ენციკლოპედიებიდან დღის სინათლე ვერც ერთმა ვერ იხილა. მხოლოდ 1997 წელს მოხერხდა ენციკლოპედია „საქართველოს“ I ტომის გამოცემა (ტირაჟი უცნობია), ხოლო მეორე ტომი 2012 წელს დაიბეჭდა.

ლიტერატურა

Tags:

თბილისიქსე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პითაგორას თეორემასაქართველო XVII საუკუნეშიშველილევერკუზენიაღა-მაჰმად-ხანიბალისტიკური რაკეტამთვარეჰეკლარიონიშამქორის ბრძოლა (1195)გერმანიასიყვარულილეგენდაეგვიპტის პირამიდებიიასამანითამარ მეფეელენე ახვლედიანიმერაბ კოსტავანარიყალამარჯნის რიფიირანის ისტორიაარასამთავრობო ორგანიზაციასტუმარ-მასპინძელიუკრაინასიონის ტაძარითურქეთიდათა თუთაშხიაშვიდი მომაკვდინებელი ცოდვაალექსანდრე ყაზბეგიპი (რიცხვი)ნაკიანი წელიწადიპომპეიალცჰაიმერის დაავადებაგოგი ცაბაძემასტურბაციაასურეთიწიგნი სიბრძნე სიცრუისააფხაზებიდავით კაკაბაძეგანახლებადი ენერგიანოე ჟორდანიაშოთა არველაძეამსტერდამიჰექტარიბუნებრივი რესურსებიცადამაყვანავახტანგ I გორგასალიტერენტი გრანელიილია თოფურიაიმერეთის მხარედამასკოაქილევსიჰიპერბოლა (ენა)პარხლის I ოთხთავიბენიტო მუსოლინიქართლის გაქრისტიანებაბუღა თურქის შემოსევავაჟა-ფშაველაჩემი ცოლის დაქალებინარკომანიააბორტიკოლოსეუმიგრიგოლ ორბელიანიკავკასიური ნაგაზიალიტერაციარუსთავიმურა დათვისაქართველოს წითელი ნუსხაძველი თბილისიკონგოგრიგოლ ხანძთელიიაპონიარევაზ ინანიშვილიყურბან-ბაირამიერთეულთა საერთაშორისო სისტემაკონსტანტინოპოლიგვიმრები🡆 More