ქართული დრამატული საზოგადოება

ქართული დრამატული საზოგადოება — თეატრალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

შეიქმნა 1881 წელს, თბილისში ქართული ეროვნული თეატრის განვითარებისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობის მიზნით. აერთიენებდა ქართული თეატრის პროფესიონალ მოღვაწეებს. ქართული დრამატული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო ი. ჭავჭავაძე. საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობდნენ ა. წერეთელი, რ. ერისთავი, კ. ყიფიანი, გ. თურმანიშვილი, ი. მაჩაბელი, ა. ყაზბეგი, დ. ყიფიანი და სხვა. მან დიდი როლი ითამაშა ქართული ეროვნული თეატრის განვითარებაში, არსებითად იგი ქართული თეარტალური ხელოვნების ხელმძღვანელი ორგანო იყო, ხელმძღვანელობდა თბილისის ქართული დრამატული დასის მოღვაწეობას. ქართული დრამატული საზოგადოება ხელს უწყობდა თეატრის ეკონომიკურ და შემოქმედებით წარმატებებს, დრამატურგიასა და თეატრალურ კრიტიკას; იბრძოდა თეატრის საერთო კულტურის დონის ასამაღლებლად, მსახიობთა და რეჟისორთა მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ზრუნავდა სცენის მოღვაწეთა მატერიალური პირობების გასაუმჯობესებლად. ეხმარებოდა სცენის მოყვარეთა წრეებს და სხვა. ქართული დრამატული საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა ქუთაისში (1896 წელი) „დრამატული კომისიის“ სახელწოდებით, ჭიათურაში (1907 წელი), ბათუმში (1913 წელი) რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივი პროფესიებისა და სცენის მოყვარულთა დასებს. დრამატულმა საზოგადოებებმა 1914 წელს მოიწვიეს სრულიად საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა პირველი ყრილობა, რამაც განიხილა შემოქმედებითი და სამართლებრივი საკითხები. საზოგაოდებამ იარსება 1921 წლამდე. საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს 1945 წლის დადგენილებით საქართველოს თეატრალური საზოგადოება აღდგა (ახლანდელი საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი).

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 475.
  • კიკნაძე ვ., „საქართველოს თეატრალური საზოგადოების ასი წელი“, თბილისი, 1986
  • ჯანელიძე მ., „თეატრის მსახური“, „თეატრალური მოამბე“, N2 1984

Tags:

1881189619071913191419211945აკაკი წერეთელიალექსანდრე ყაზბეგიდრამატურგიათეატრიივანე მაჩაბელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წმინდა ნინოტოლერანტობასაბერძნეთინაკრძალიკლიმატის ცვლილებამარტივი რიცხვიგალაკტიონ ტაბიძეძილის პარალიზიმონა ლიზაშოვიგანათლება საქართველოშივატერლოოს ბრძოლაასურეთიამეთვისტოგიორგი IV ლაშაპროპაგანდათევზები (ასტროლოგია)კურო (ასტროლოგია)დედოფალანარკოტიკიჯონჯოლილურჯი ვეშაპიილია ჭავჭავაძეშვეიცარიაფეხბურთიანგარიშთა გეგმაუშბამათემატიკათბილისის ისტორიაევროკავშირისაფრანგეთიიბერიანაღვლის ბუშტიხორვატიაშაშვიმუსიკაყივანახველასაათი (ერთეული)ირემიიუნესკოვარძიამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითკლიმენტი წიტაიშვილისვანეთიადამიანინიუტონის კანონებიმიქელანჯელო ბუონაროტირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიკანონიერი ქურდიდინოზავრებიიალბუზიEuropebetისლანდიავატიკანიუჯრედიდეციმეტრი29 აპრილიათონის ივერთა მონასტერივარდების რევოლუციაქართლიალკოჰოლიზმისამანიშვილის დედინაცვალიპოლონეთიგაერთიანებული სამეფოვასკულიტიბარბიტურატებიმუხაქართველებიკონსტიტუციაგელათის მონასტერისომხეთის ისტორიადედამიწის ისტორიასაქართველოს სამეფოაშშ-ის ისტორიაფეხბურთის წესებივიქტორ დოლიძეეიფელის კოშკისიყვარულიაბას I (ირანი)🡆 More