ფრანკები

ფრანკები (ლათ.

Franci, ფრანგ. Francs, გერმ. Franken) — დასავლეთგერმანული ტომების (ხატები, ხამავები, ნერვიები, ბატავები, ბრუქტერები, სუგამბრები და სხვა) გაერთიანება. თანამედროვე გერმანულ ენაში ეთნონიმი „Franken“ ძველ ფრანკებსაც აღნიშნავს და ფრანკონიის თანამედროვე მცხოვრებთაც. ფრანკები პირველად 242 წელს იხსენიებიან ქრონიკებში. ძველთაგან იყოფოდნენ ორ მთავარ შტოდ:

  1. ე. წ. სალიკური (ზღვისპირა) – რომლებიც თავიდან მდინარე ვისლის ნაპირებზე ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, IV საუკუნის შუა წლებში, მდინარე რაინის ქვედა წელზე დასახლდნენ.
  2. ე. წ. რიპუარული (მენაპირე, მდინარისპირა) – რომლებიც რაინის ზემო წელის ნაპირებზე, მდინარე მაინამდე ბინადრობდნენ. 451 წელს მონაწილეობდნენ კატალაუნის ბრძოლაში ჰუნების წინააღმდეგ.
ფრანკები
ფრანკების ექსპანსია

V საუკუნის დასაწყისისათვის სალიკურმა ფრანკებმა დაიპყრეს გალიის ტერიტორია მდინარე სომამდე, თუმცა VI ლეგიონის ტრიბუნმა აურელიანის მეთაურობით გაანადგურა მომხვდური. ფრანკების მიერ გალიის შემდგომი დაპყრობის პროცესში შეიქმნა ფრანკთა სახელმწიფო (V-IX საუკუნეები). მიუხედავად იმისა, რომ ფრანკები გალიაში გაბატონდნენ, ისინი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდნენ. დროთა განმავლობაში მოხდა ფრანკების ასიმილაცია ადგილობრივ გალიურ-რომაულ მოსახლეობასთან. მდინარეებს მაასსა და ლუარას შორის მცხოვრები ფრანკები შეერივნენ ჩრდილოეთის ფრანგულ და ვალონურ, ხოლო ლუარის სამხრეთით მცხოვრებნი – სამხრეთის ფრანგულ ანუ პროვანსულ მოსახლეობას. ეთნიკური თვითმყობადობა დიდხანს შეინარჩუნეს რაინის აუზში ბინადარმა ფრანკებმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნიდერლანდელთა და ფლამანდელთა ეთნოგენეზში.

ფრანკების საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც წარმოადგენდა გარდამავალ საფეხურს სამიწათმოქმედო თემიდან მარკაზე, აისახა სალიკურ სამართალში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

242გერმანული ენალათინური ენაფრანგული ენაფრანკონია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სოლომონ Iთითაობაჯრუჭის I ოთხთავიშოთა რუსთაველიკირჩხიბი (ასტროლოგია)მცხეთასაქართველოს წითელი ნუსხაოქტავიანე ავგუსტუსიჩვეულებრივი წილადებიბერძნული მითოლოგიაავსტრიარუმინეთიგანახლებადი ენერგიააბრეშუმის ჭიათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიშველისაფრანგეთის ქალაქებილეიკოციტოზიისლანდიაელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიეროზიაალკოჰოლიზმისეტყვანაღვლის ბუშტისვანური კოშკიპარადოქსიფარავანირელიგიახეთების სამეფოსამეგრელოვარდების რევოლუციამოსკოვიმემედ აბაშიძეჩუტყვავილაალ პაჩინოკანონიერი ქურდისხალთის ტაძარიეგზისტენციალიზმიანტარქტიდამგელიაშშ-ის პრეზიდენტების სიაცისარტყელადავით კაჭარავადავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმებიდავითიანი (ნაწარმოები)იულიუს კეისარიჯონ მალკოვიჩითერგდალეულებინიამორიმერაბ კოსტავასაქართველოს პარლამენტიშამქორის ბრძოლა (1195)ბიზანტიის იმპერიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტირომიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკუბიზმინაცვალსახელიჩონგურითირკმელიიმერეთიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდავით IIIნიუტონის კანონებისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაპორტუგალიააბსცისაძველი საბერძნეთისიტყვაისააკ ნიუტონიThe Beatlesგლობალური დათბობასულხან-საბა ორბელიანინარკომანიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრება🡆 More