ფორთოხალი

ფორთოხალი (ლათ.

Citrus sinensis) — მარადმწვანე ხეხილი ციტრუსის გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. ველურად არ გვხვდება. ძლიერ საძირეზე დამყნილი 12 მ-მდე იზრდება, სუსტზე (ტრიფოლიატაზე) 4—6 მ-მდე. აქვს ტყავისებრი, ოვალური, მუქი მწვანე ფოთოლი. ორსქესიანი, თეთრი, სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილელად შეკრებილი ყვავილი, მრავალბუდიანი კენკრა ნაყოფი. ფორთოხლის ჯიშები საგრძნობლად განსხვავდებიან ფორმით, ზომით, კანის ფერით. ნაყოფის რბილობი წვნიანია, ტკბილი ან მომჟავო-მოტკბო. საქართველოში ხარობს ფორთოხლის რამდენიმე ჯიში: „ვაშინგტონ-ნაველი“, „ჰამლინი“, „კარალიოკი“ და სხვა.

ფორთოხალი
ფორთოხალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტეგანისებრნი
გვარი:  ციტრუსები
ლათინური სახელი
Citrus sinensis L.
ფორთოხალი

აქვს გემრიელი ნაყოფი, რომელიც შეიცავს: წყალს 78—89, შაქრებს 5—14, ორგანულ მჟავებს 0,1—1,5, უჯრედისს 0,8—0,36, აზოტოვან ნივთიერებებს 0,6—0,7, გარდა ამისა ნაყოფი მდიდარია B1, B, C ვიტამინებს და A პროვიტამინს. ფორთოხალში B ვიტამინის შემცველობა უტოლდება ამ ვიტამინის შემცველობას რძეში. ნაყოფის კანში შედის ეთერზეთების სხვადასხვა სახეობა. ფორთოხლის ნაყოფი გამოიყენება ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალოდ, ასევე, პროფილაქტიკისთვის. ის კარგი მადის მომყვანია და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ამ ციტრუსის ნაყოფის მიღებას უზღუდავენ ჰიპერაციდული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას.

იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჯემი, მურაბა, ცუკატი, წვენი და სხვა), ნაყოფის კანი, ფოთოლი და ყვავილი შეიცავს 1,2—2,1 % ეთეროვან ზეთს, რომელსაც პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში იყენებენ. ფორთოხალი ზიანდება 7 °C ყინვის დროს, ხოლო — 10 °C-ზე მთლიანად იყინება. ნაყოფს იძლევა დარგვიდან 3—4 წლის შემდეგ. ჰექტარზე ირგვება 750—800 ძირი. თითოეული ხის მოსავალი 50 კგ აღემატება. ფორთოხალი ფართოდაა გავრცელებული ესპანეთში, იტალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აშშ-ში. საქართველოში მისი ფართობი 2 ათ. ჰა შეადგენს და წელიწადში 5— 8 ათ. ტ. კრეფენ.

ფორთოხლის უდიდესი მწარმოებელია ბრაზილია, ის აწარმოებს მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 25 %-ს. ფორთოხლის წარმოება ძირითადად ხდება სან-პაულუს შტატში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონში მდებარეობს.

მეორე უდიდესი მწარმოებელი არის აშშ. ფორთოხალი ძირითადად მოჰყავთ: ფლორიდაში, კალიფორნიაში, ტეხასში და არიზონაში. კალიფორნიაში მოყვანილი ფორთოხლის უმეტესი ნაწილი იყიდება ცოცხლად, ხოლო არიზონასას ამუშავებენ წვენად. აშშ-ში საუკეთესოდ ფლორიდაში, ინდიური მდინარის რეგიონში მოყვანილი ფორთოხალი ითვლება.

ფორთოხალი
ფორთოხლის მსხვილი ექსპორტიორები 2005 წელს.
ფორთოხლის უმსხვილესი მწარმოებლები
(მილიონი ტონა)
2005 2008 2010
დროშა: ბრაზილია ბრაზილია 17.9 18.5 18.1
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 8.4 9.1 7.5
ინდოეთის დროშა ინდოეთი 3.3 4.9 6.0
დროშა: ჩინეთი ჩინეთი 2.7 4.2 5.0*
მექსიკის დროშა მექსიკა 4.1 4.3 4.1
დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2.4 3.4 3.1
დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე 1.9 2.1 2.4
იტალიის დროშა იტალია 2.3 2.2 2.4
ინდონეზიის დროშა ინდონეზია 2.2 2.5 2.0
დროშა: თურქეთი თურქეთი 1.4 1.4 1.7
ფორთოხალი პაკისტანი 1.7 1.6 1.5
დროშა: ირანი ირანი 2.3 2.6 1.5
მსოფლიოში სულ 63.1 69.6 68.3
*= არა ოფიციალური მონაცემი. ყველა მონაცემი 2005 - 2008 წლებში არის ოფიციალური.
წყარო: საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).
ეკონომიკის და სოციალური დეპარტამენტი: სტატისტიკის განყოფილება

სხვა მსხვილი მწარმოებლები არიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მაროკო და არგენტინა.

რესურსები ინტერნეტში

ფორთოხალი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

გვარი (ბიოლოგია)ვაშინგტონ-ნაველილათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)საქართველოტეგანისებრნიტრიფოლიატაფოთოლიციტრუსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კუთხემზის სისტემადეციმეტრიპოსტერიბაყაყიგორიაღდგომამარტივი და შედგენილი რიცხვებიბერძნები საქართველოშიქართულ-სელჩუკური ომებისტადიონიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020კონსტანტინე I დიდიფსორიაზისაქართველოს ქალაქებიდალი (მითოლოგია)ლევანტე (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიქუთაისიიაკონსტანტინოპოლიFacebookჭინჭარიმურად IVბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ქართვლის დედაისააკ ნიუტონიიუსტინიანე Iმარსივენდეტათევდორე კველთელიჯვაროსნული ლაშქრობებივარლამ ლიპარტელიანილითოსფეროსანქტ-პეტერბურგიმონღოლეთიმიქელანჯელო ბუონაროტიიუდაიზმიმიხეილ მესხის სტადიონიდემოკრატიამარტინ ლუთერილუქსემბურგიამერიკის შეერთებული შტატებიუკრაინაგიორგი ანწუხელიძემეტაფორარუსეთ-საქართველოს ომი (1921)ოიდიპოს მეფეეროზია1832 წლის შეთქმულებაძირითადი საშუალების ცვეთალევან გოთუაბუდუ ზივზივაძელამპრობალონდონიაუტიზმიწყალიერთა ლიგა (უეფა)ბაში-აჩუკიაბანოთუბანიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითეგრისის დიდი ომისაქართველოს სატელეფონო კოდებიჩუტყვავილაუეფა-ს თასების მფლობელთა თასიშხარაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ლეიკოციტოზითაშმიჯაბიდიმიტრი ყიფიანიბახტრიონის ბრძოლაგელზენკირხენირელიგიაარქაიზმიმთიანი ყარაბაღის ომის ქრონოლოგია (2020)სულგუნიირაკლი აზაროვი🡆 More