ფირი რეისის რუკა

ფირი რეისის რუკა — 1513 წელს შექმნილი რუკა ფირი რეისის მიერ მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, საინტერესო და იდუმალებით მოცული კარტოგრამა, რომელმაც გამოიარა საზღვაო აღმოჩენების ხანა (XV-XVII სს.) და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (XV-XVII სს.).

ფირი რეისის რუკა
ფირი რეისის ქანდაკება

ავტორი

რუკის ავტორი და ცნობილი ოსმალი ადმირალი - ფირი რეისი (1467-1554) ახალგაზრდობისას თავის ბიძას კემალ რეისს (1450-1510) შეუერთდა, რომელიც ოტომანის ხმელთაშუა ზღვის ფლოტის კეპერი იყო ესპანელების, გენუელებისა და ვენეციელების წინააღმდეგ. მოგვიანებით, სულთანმა ფირსა და კემალს ადმირალის წოდება მიანიჭა. 1510 წელს კი, მაშინ, როდესაც რეისს მამა მოუკვდა, გალიპოლში დაბრუნდა. იგი განთქმულია, როგორც თურქეთის საზღვაოსნო ისტორიაში, ასევე კარტოგრაფიაში ორი მსოფლიო რუკის შექმნით 1513, 1528 წლებში და თავისი წიგნით (“ზღვის წიგნი” ან “ნავიგაციის სახელმძღვანელო“). ფირი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად აგროვებდა სხვადასხვა სახის რუკებს, აკეთებდა ჩანაწერებსა და თავისებური რუკის ჩანახატებს. ყოველივე ეს ინფორმაცია კი 1521 წელს წიგნის სახით გააერთიანა, რომელიც 1526 წელს სულთან სულეიმან კანონმდებელს (1494-1566) წარუდგინა.

აღმოჩენა

1513 წლის ფირი რეისის რუკა 1929 წელს აღმოაჩინა ბეი ჰალილ ეთემმა - სტამბოლის ტოპკაპის ქარვასლის გენერალურმა დირექტორმა შენობის ანტიკვარიატის მუზეუმად გარდაქმნისას. რუკა მან პროფესორ ადოლფ დეისმანს აჩვენა, რომელიც შემდეგ ბერძნულ და ლათინურ მანუსკრიპტებს იკვლევდა სერაის ბიბლიოთეკაში. დეისმანმა ფირი რეისის რუკა პოლ კალეს აჩვენა, რომელმაც დოკუმენტი გამოიკვლია, ხოლო აღმოჩენები აღმოსავლეთმცოდნეების მეთვრამეტე საერთაშორისო კონგრესზე წარადგინა 1931 წლის 9 სექტემბერს.

რუკა

ფირი რეისის რუკა
ფირი რეისის რუკა 
მსოფლიოს რუკა
წელი
1513
მონაცემები
ავტორი ფირი რეისი
დასახელებული ადგილების რაოდენობა 117

ფირი რეისმა რუკის შესაქმნელად გამოიყენა თავისი ცოდნა როგორც გეოგრაფიაში, ანტიკურ და შუა საუკუნეების ლეგენდებში, ასევე რენესანსსა და საზღვაო მეცნიერებაში. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი რუკაა იმ რამდენიმეთაგან, რომლებიც პერგამენტის ქაღალდზე იყო შესრულებული, თუმცა დღემდე მაინც მოაღწია. კარტოგრამა საშუალოდ 117 წარწერას მოიცავს როგორც დედამიწის სხვადასხვა ნაწილების, ასევე მათი ეგზოტიკური ხალხის, ცხოველების, ბუნებრივი რესურსისა (განსაკუთრებით ოქროს) და უახლოსი საზღვაო (ინდოეთის ოკეანის) მოვლენების შესახებ, რომლებსაც იღებდა კარტოგრაფების, გეოგრაფების, ხელოვანებისა და სხვადასხვა სახის ლიტერატურიდან მსოფლიოს გარშემო. ფირი რეისის თქმით, მან რუკების შესაქმნელად გამოიყენა მაპაემუნდი (შუა საუკუნეების მსოფლიო რუკები გამოსახულებებისა და აღწერების ჩათვლით ხალხისა თუ ცხოველების), კლაუდიუს პტოლემეს - ანტიკური ალექსანდრიის  გეოგრაფის, მათემატიკოსის, ასტრონომისა კოსმოგრაფის გეოგრაფიიდან (90-168) რვა რუკა და კიდევ სხვა 20 წყარო, რომელთა უმეტესობა პორტუგალიურ ენაზე იყო, თუმცა მათგან ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმემ მოაღწია (1502 წლის კანტინოს მსოფლიო რუკა, 1510 წლის ხორგესა და რაინელის ინდოეთის ოკეანის რუკა). აღსანიშნავია, რეისის მიერ ე.წ. „სამხრეთის კონტინენტის“ (ანტარქტიდა) გამოსახვა, ვინაიდან ჰიპოთეტური „სამხრეთის კონტინენტის“ არსებობა ანტიკური ბერძნების ხანიდან სწამდათ კარტოგრაფებს, ვინაიდან ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სამხრეთით აუცილებლად უნდა ყოფილიყო დიდი ზომის კონტინენტი, რათა სიმეტრიულად გაეთანაბრებინა ჩრდილოეთი ნახევარსფეროში მდებარე სახმელეთო მასები, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა თავის ღერძზე ვერ გაჩერდებოდა. „სამხრეთის კონტინენტს“ ყველა კარტოგრაფი სხვანაირად გამოსახავდა რუკაზე: ზოგიერთზე იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან იყო დაკავშირებული, პტოლემის რუკის მიხედვით აფრიკასთან, რამდენიმე მათგანში (1519 წლის პორტუგალიელი ლოპო ჰომემის მანუსკრიპტი მსოფლიო რუკისა) კი სამხრეთ ამერიკასთან იყო დაკავშირებული, ისევე როგორ ფირი რეისის 1513 წლის რუკაში.

რუკის მარჯვენა მხარეს ცხადად ჩანს საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული ბრიტანეთის ნახევარკუნძული, პირენეს ნახევარკუნძული, აფრიკის დასავლეთი ნაწილი, ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები, პორტუგალიური არქიპელაგი - მადეირა, კანარისა და კაბო-ვერდეს კუნძულები.

რუკის მარცხენა მხარეს გამოსახულია სამხრეთი ამერიკის სანაპირო, მცირე ანტილის კუნძულები, პუერტო-რიკო და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში - ესპანიოლა, კუბა, ბაჰამის კუნძულები, ცენტრალური ამერიკა.

რუკის ქვემოთა მხარეს ჩანს დიდი ზომის კონტინენტური მასა, დაკავშირებული სამხრეთი ამერიკასთან, რომელიც ზოგიერთი კარტოგრაფის აზრით, რუკის ნაკლული აღმოსავლეთი ნაწილია გამოსული აფრიკიდან და ევროპიდან ჩინეთამდე და აზიის აღმოსავლეთ ნაწილამდე.

ფირი რეისის რუკა არის პორტოლანური ტიპის, რომლების ფუნქციაცაა პრაქტიკული გამოყენება დეტალური სანაპირო და საზღვაოსნო მიმართულებების მხრივ მეზღვაურებისთვის. გარდა ამისა, ამ ტიპის კარტოგრამები ხასიათდებიან ლოქსოდრომიით, ანუ დედამიზის ზედაპირზე არსებული წარმოსახვითი ხაზით, რომელიც თითოეულ მერიდიანს საერთო კუთხით კვეთს, აქედან გამომდინარე, წარმოადგენს სპირალს, რომელიც ყოველი ბრუნვისას პოლუსს უახლოვდება.

ფირი რეისის რუკა 
ქრისტეფორე კოლუმბი

ფირი რეისი და ქრისტეფორე კოლუმბი

ფირი რეისის რუკა დაკავშირებულია ქრისტეფორე კოლუმბთან, ვინაიდან მისი რუკის ყველაზე გრძელი წანაწერი იუწყება ისტორიას კოლუმბისა და მისი ახალი ხმელეთის აღმოჩენის შესახებ დასავლეთში. გარდა ამისა, სხვა ადგილას ამბობს, რომ მან ქრისტეფორეს შექმნილი რუკა კამოიყენა დასავლეთის რეგიონების აღწერისას, რაც ანალიზებისა და გამოკვლევების შედეგად დადგინდა, ვინაიდან რეისის რუკაზე ჩანს ჰაიტი და დომინიკელების რესპუბლიკა, რომლებიც 1492-1495 წლებში აღმოაჩინა კოლუმბმა პირველი ორი ექსპედიციისას.

ენა

რუკაზე 117 ადგილის სახელწოდებაა დასახელებული, რომელთა უმეტესობა ადვილად იდენტიფირებადია, ვინაიდან თითოეული მათგანი ფირი რეისს გადმოწერილი ჰქონდა ტიპური ევროპაში შექმნილი პორტოლანური ტიპის რუკებიდან, რომლებიც თავისთავად დაწერილი იყო ისეთ ორიგინალ ენებზე, როგორიცაა იტალიური და პორტუგალიური, თუმცა ზოგიერთ დასავლურ რეგიონს მკვიდრი ამერიკული დასახელება აქვს, რომლებიც ესპანურადაა დაწერილი. ფირი რეის მიერ წყაროდ გამოყენებულ ევროპის რუკების წარწერები რომაული და ლათინური ანბანით იყო შესრულებული, ხოლო რეისმა და მისმა კალიგრაფმა მათი ტრანსლიტერაცია არაბულ ენაზე განახორციელეს.

აფრიკა

ფირი რეისის რუკა 
სამხრეთი ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო, აფრიკის დასავლეთი ნაწილი ატლანტის ოკეანის კუნძულები

დასავლეთ აფრიკის რუკაზე გამოსახულია მდინარეები, ტბები, მთები, ქალაქები და ცხოველები, რაც დამახასიათებელი იყო ძველი პორტოლანური (ანჯელინო დულჩერი (1339), კატალანური ატლასი (1380)) რუკებისთვის. აფრიკასთან, გარდა ამისა, ჩანს ორი ადამიანის ფიგურა, რომლებთაგან ერთი სავარაუდოდ არის მალის მეფე - მანსა მუსა, რომელიც 1312 წლიდან 1337 წლამდე მეფობდა და რომლის სიმდიდრეც იმდენად აოცებდათ ევროპელებს, რომ პორტოლანურ რუკებზე მუდმივად გამოსახავდნენ ტახტზე მჯდომსა და ხელში კვერთხით.

სამხრეთი ამერიკა

სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს კარტოგრამაზე დასახელებული ადგილის სახელწოდებების დიდი ნაწილი პორტუგალიელების მიერაა დარქმეული XVI საუკუნის დასაწყისში მიმდინარე ექსპედიციებიდან და აღმოჩენებიდან, ვინაიდან ზუსტად იგივე, ან ცოტათი შეცვილი სახით წერია პორტუგალიურ რუკებზე ამა თუ იმ ადგილის სახელები, მაგალითად კუნსტმანი (1502-4), კანტინო (1502), კანერიო (1505) და კვლავ კუნსტმანი (1502-8).

ატლანტის ოკეანის კუნძულები

ფირი რეისის ატლანტის ოკეანის რუკაზე გამოსახულია აზორის, კანარის და კაბო-ვერდეს კუნძულები სხვა რეალური და გამოგონილი კუნძულების გვერდით, სადაც ასევე ნაჩვენებია მადეირა და პორტო სანტო თუმცა დასახელებული არაა. ერთი დაუდგენელი კუნძული არის ნაჩვენები აზორისა და მადერიას კუნძულებს შორის, თუმცა სავარაუდოდ იგი ისეთი ლეგენდარული კუნძულია, როგორიც იყო ბრენდანის კუნძულები, კაპრარია, ან ლობო და რომლებიც ბევრ XV საუკუნის პორტოლანურ რუკებზე იყვნენ გამოსახულნი, ხოლო რუკის სულ ზემოთ, საფრანგეთის ბრეტანის ნახევარკუნძულის დასავლეთით ერთი მცირე ზომის კუნძული ჩანს, რომლის სახელწოდებაც არაა დასახელებული, თუმცა იგი ლეგენდარული მამის ან მაიდას კუნძული იქნება, რომელიც XV-XX საუკუნეების რუკებზე იყო გამოსახული იგივე ადგილას.

აზორის რუკის ადგილების დასახელებები ადვილად იდენტიფირებადია, ვინაიდან პორტუგალიელების მიერ XV საუკუნეში დარქმეული სახელებიდან მოდის, მაგალითად დღევანდელი პიკოს კუნძული XV-XVI საუკუნის პორტოლანურ რუკებში (მაგ. 1503 წლის მეფე ჰამი-ჰუნტინგტონის რუკა) შეგვხვდება როგორც ოპიკო ან ეპიკო, ხოლო კანარის კუნძულებზე მდებარე ელფერნოს კუნძული (ზოგიერთ წყაროში (მაგ. 1448 წლის ანდრეა ბიანკოს რუკაზე) დასახელებულია, როგორც ინფერნო) დღევანდელი ტენერიფეს კუნძულია.

ლიტერატურა

  • The Piri Reis Map of 1513/Gregory C. McIntosh/2000/ISBN 9780820343594/University of Georgia Press
  • The Piri Reis Map of 1513 is Important Because.../Gregory C. McIntosh/ISBN-13: 978-9751629104/2013/Piri Reis University, Istanbul.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ფირი რეისის რუკა ავტორიფირი რეისის რუკა აღმოჩენაფირი რეისის რუკა რუკაფირი რეისის რუკა ფირი რეისი და ქრისტეფორე კოლუმბიფირი რეისის რუკა ენაფირი რეისის რუკა აფრიკაფირი რეისის რუკა სამხრეთი ამერიკაფირი რეისის რუკა ატლანტის ოკეანის კუნძულებიფირი რეისის რუკა ლიტერატურაფირი რეისის რუკა რესურსები ინტერნეტშიფირი რეისის რუკა სქოლიოფირი რეისის რუკადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიფირი რეისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარიხუანასილიციუმიბოლშევიკებიიმერეთისაქართველოს თავდაცვის ძალებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)თეთრი დათვიმთაძალა ერთობაშიაიაგიორგი მამარდაშვილისი ქოული ბატაგიორგი I (საქართველოს მეფე)გოგირდი24 აპრილითბილისის ზღვახეეგზისტენციალიზმილეიკოციტოზიერეკლე IIსაქართველოს ტერიტორიული მოწყობასარკაზმიდაუნის სინდრომივახტანგ Vგაუტყეურებაბაროკოზვიგენებილარივლადიმერ ლენინიეიფელის კოშკისაფრანგეთიასპინძის ბრძოლაებრაელებინოე ჟორდანიაქართული ღვინობენიტო მუსოლინიზღარბისებრნიმერცხლისებრნისოციალიზმიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსეკულარიზმიმილიმეტრინიჰილიზმიტრეფიკინგიფსიქოლოგიაქურციკიგაერთიანებული სამეფოდავით სარაჯიშვილიჟანრი ლოლაშვილიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიალჟირიზაქარია ფალიაშვილიინსულტიფრინველებისულხან-საბა ორბელიანიფილების ტექტონიკასატაცურიარქეოლოგიადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითიასამანიკილომეტრისაქართველო IV საუკუნეშიჰაერის დაბინძურებაენერგიაჯონ მალკოვიჩიხევისბერი გოჩამამა გაბრიელილეიკოციტებისოლომონ დოდაშვილიდავით კლდიაშვილისოხუმის დაცემანიკო ნიკოლაძემთვარებორჯღალამთაწმინდამეწყერიამერიკის შეერთებული შტატები🡆 More