უძინართა მზე

„უძინართა მზე“ — რეჟისორ თეიმურაზ ბაბლუანის 1992 წლის დრამატული ფილმი.

როლებს ასრულებენ ელგუჯა ბურდული (გელა), დავით კაზიშვილი (დათო), ლია ბაბლუანი (დედა), ეკა საათაშვილი (აგნესა), გივი სიხარულიძე (ვანიჩკა), ლევან ფილფანი, ფლორა შედანია (თამარ კლდიაშვილი), სოსო ჯაჭვლიანი, ლიკა ქავჟარაძე, თეიმურაზ კვანტალიანი, მამუკა კიკალეიშვილი და სხვები. ნამუშევარი რეჟისორმა საკუთარი მამის - ასევე ექიმის - ხსოვნას მიუძღვნა.

„უძინართა მზე“
უძინართა მზე
ორიგინალური კინოპლაკატი
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი
სცენარის ავტორი თეიმურაზ ბაბლუანი
როლებში
მუსიკა თეიმურაზ ბაბლუანი
ოპერატორი
მხატვარი
  • თემურ ხმალაძე
  • თამაზ ლომია
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1992
ხანგრძლივობა 123 წთ.
ენა ქართული

ფილმს იღებდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში, 1985-1992 წლებში. ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა სცენების შეცვლა და დამატებითი კადრების გადაღება. ნამუშევარი ითარგმნა რამდენიმე ენაზე — როგორც გახმოვანებით, ასევე სუბტიტრების საშუალებით (მაგალითად, ინგლისურ და გერმანულ ენებზე).

ფრაზები ფილმიდან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ისევე როგორც მელოდია („რიმდარირო“), რომელსაც ელგუჯა ბურდულის გმირი ღიღინებს. ფილმში ხშირად ჟღერს უცენზურო ლექსიკა.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
უძინართა მზე 
კადრი ფილმიდან (ელგუჯა ბურდული)

ექიმი გელა ბენდელიანი მუშაობს ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც აგრეთვე ვირთხები ჰყავს და მათზე ექსპერიმენტებს ატარებს, ცდილობს რა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. მისი შვილი, დათო, კოლონიაში იმყოფება, სადაც გელა მას წასაყვანად აკითხავს. მკვახედ მოსაუბრე დათო აღიზიანებს ადგილობრივ ზედამხედველს, ლეოს, რომელსაც მისი იქ ყოფნა მობეზრებული აქვს. გამწარებული ლეო ჯავრს იყრის გელაზე და მწარედ სცემს მას. კოლონიიდან შინ დაბრუნებული დათო, მეგობართან ერთად, გარკვეული დროის შემდეგ პოულობს ლეოს სახლს და მასში ღამით შედის, თუმცა იქ მხოლოდ მოხუცი მწოლიარე ქალი დახვდებათ, რომელიც ლეოს დედა აღმოჩნდება. მოხუცისგან ისინი შეიტყობენ, რომ ლეო რუსეთშია წასული, შვილის სამკურნალოდ.

გელა სამუშაოს კარგავს და იძულებულია, ყველა ვირთხა შინ გადაიყვანოს. შინაურ პირობებში კვლევების გაგრძელებასთან ერთად იგი სამუშაოდ გადადის სასწრაფო დახმარების ბრიგადაში. დათო მუშაობს იწყებს მეგობრებთან, ავტომომსახურების სახელოსნოში. პროკურორის ძმა მეორედ ქორწინდება, თუმცა მისი ყოფილი, შეძლებული სიმამრი, არ ჰპატიობს შვილის ოჯახის დანგრევას და მასთან სასტიკად გასწორება სურს. დიდი ფულადი თანხის სანაცვლოდ ის, შუამავლის დახმარებით, მიმართავს სახელოსნოს. მას არ სურს მილიციის წარმომადგენლების მოსყიდვა, ვინაიდან სახელოსნოს თანამშრომლებს არავინ იცნობს და მათზე ეჭვი არავის ექნება. შეთანხმების თანახმად, დათო და სხვები ქორწილის დღეს პროკურორის კორტეჟს გზაში ხვდებიან, აჩერებენ და მასზე ძალადობენ როგორც ახალი ცოლის და მეგობრების, ასევე ყოფილი სიმამრის, ცოლის და შვილის თვალწინ. გასამრჯელოს მიღების შემდეგ დათო საკუთარ წილს დებს ერთ-ერთი ქვის ქვეშ, შემდეგ კი ბრუნდება და იღებს, იმისთვის, რომ მშობლებთან მოიტყუოს, თითქოს ფული ქუჩაში იპოვა. თავდაპირველად მშობლები მას არ უჯერებენ და იგი ყველას, მათ შორის, დის, აგნესას სახელს იფიცებს და სთავაზობს, გამოიყენონ ნაპოვნი ფული, ვინაიდან, მისივე თქმით, მათ რომ სჭირდებათ ეს თანხა, ისე არავის სჭირდება.

ერთ-ერთი გამოძახებისას გელა, სასწრაფო დახმარების მანქანის გაფუჭების გამო, აგვიანებს. გზად იგი დახმარებას ერთ-ერთ მანქანიან გამვლელს სთხოვს, მაგრამ ის უარს ამბობს მის წაყვანაზე. დილით, გარდაცვლილის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ გელა ამ მამაკაცს კვლავ ხვდება, მაგრამ ისე აშინებს, რომ ის იქვე, შენობიდან ეცემა და ფეხს იტეხავს. ტრავმირებული, ის გელას უჩივის. მოგვიანებით გელას მეორე სამსახურიდანაც აგდებენ და იგი მხოლოდ შინაურ პირობებში მუშაობის იმედად რჩება. მიუხედავად ამისა, ის და დათო ღამით საავადმყოფოში კვლავ იპარებიან, რათა იქაური ტექნიკის გამოყენება შეძლონ. გელას შინ არყოფნისას აგნესა, რომელიც დაღლილია როგორც მამის მუდმივი შინაური ექსპერიმენტებით, ასევე მეზობლების მიერ ამით შეწუხებით, გალიებიდან ყველა ვირთხას უშვებს და გამოკვლევებს ანადგურებს. თავზარდაცემული გელა დარწმუნებულია, რომ ეს მოშურნეების ნახელავია. მოგვიანებით, როდესაც ყველაფერს გაიაზრებს, დათოსთან საუბრისას მას იმედი უბრუნდება და ეუბნება, რომ ყველაფერს თავიდან დაიწყებს. გრძნობს რა, რომ თითქმის ნაპოვნი აქვს მკურნალობის პრინციპი, იგი აგრეთვე ეუბნება დათოს, რომ სურს ბრმა ნაწლავზე (რომელიც ლეოს ძალადობის გამო გაუღიზიანდა) ოპერაციის საკუთარი ძალით გაკეთება. დათო ცდილობს, გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, მაგრამ გელა მაინც გადაწყვიტავს, ეს ჩანაფიქრი აისრულოს. ერთ-ერთი ღამით ისინი კვლავ იპარებიან საავადმყოფოში. მიუხედავად ჰიგიენური ნორმების დაცვისა, გელა შემთხვევით იყენებს მანამდე ძირს დაგდებულ ხელსაწყოს, რის გამოც ანთება უვითარდება. ოპერაციის სრულყოფილად ჩატარების მიუხედავად, იგი სიკვდილის პირას არის. დაღუპვამდე გელა დათოს სთხოვს, აჰყვეს სიმღერისას და ისინი ერთად ღიღინებენ მის საყვარელ მელოდიას.

მამის დაკრძალვიდან გარკვეული დროის შემდეგ დათო ქუჩაში პოულობს ერთ-ერთ გაქცეულ ვირთხას, პელეს და მიხვდება, რომ გელას ექსპერიმენტი წარმატებული იყო, ვინაიდან ყველა ვირთხა სასიკვდილო სენით განგებ იყო დაავადებული, პელეს გადარჩენა კი ნიშნავდა, რომ მკურნალობის პრინციპი ნაპოვნი იყო. გახარებული, იგი ამის შესახებ დედას და დას უამბობს. მოგვიანებით აგნესა, საკუთარ თავზე გულნატკენი, გამოუტყდება, რომ სწორედ მან გაუშვა ვირთხები. იგი ფიქრობს, რომ ყველაფერი, რაც მათ მამას გადაჰხდა, ამის გამო მოხდა, თუმცა ძმა ამშვიდებს და არწმუნებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამბავი ცუდად დამთავრდებოდა მამის სიჯიუტის გამო. მოგვიანებით იგი თამამად მიდის ონკოლოგიის ცენტრში, სადაც, მისი მოთხოვნით, დაუბრუნებენ გელას ნაშრომს, რომელიც, მისივე თქმით, „გენიალურია“.

ერთხელ დათოს და მის მეგობარს, ერთ-ერთ ქუჩაზე ყოფნისას, ჩაუვლის მანქანა, რომელშიც სხედან ლეო და მისი ცოლი. დათო დაედევნება მანქანას და გასროლით აჩერებს მას. შეშინებული ლეო მანქანიდან გადმოდის და სთხოვს, დაინდოს. იქვე მანქანიდან ეცემა მომცრო კუბო, რომელშიც დასვენებულია მისი გარდაცვლილი შვილი. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრის შემდეგ დათო მას წიხლს ურტყამს და ტოვებს. მეგობარი ეუბნება დათოს, რომ ის სწორად მოიქცა და ლეოსთან უფრო სასტიკად გასწორება არასწორი იქნებოდა. დათო შინ ბრუნდება და, ოჯახზე ფიქრისას, ტრაგედიის მასშტაბს განიცდის.

შექმნა

თავდაპირველად „უძინართა მზის“ გამოშვება დაგეგმილი იყო 1989 წლისთვის, ორსერიიანი ფილმის სახით.

„უძინართა მზე“ ბაბლუანმა მამის, ასევე ექიმის ხსოვნას მიუძღვნა. მამა პროვიზორი იყო, მაგრამ კარგად იცნობდა სვანეთში სამკურნალო მცენარეთა სახეობებს და პარალელურად რამდენიმე დაავადების სამკურნალო წამლებს ამზადებდა. ელგუჯა ბურდული იხსენებდა, რომ მას შემდეგ, რაც გაუჭირდა ამ როლის მორგება, თავად მოიფიქრა პერსონაჟის ერთ-ერთი შტრიხი და მთელი ფილმის განმავლობაში წელში მოხრილი დადიოდა. როლებზე სხვა მსახიობების შერჩევის დროს აირჩიეს ბაბლუანის მეუღლე, ლია. დათოს როლის შემსრულებლის, დავით კაზიაშვილის გარდა (მისთვის ეს იყო პირველი და ცხოვრებაში უკანასკნელი როლი), მეორე შვილის, აგნესას როლზე, შეარჩიეს ეკა საათაშვილი, რომელიც ძალიან ჰგავდა ლიას. ის იხსენებდა, რომ ძილი უყვარდა და გადაღებაზე დროულად ვერ მიდიოდა. ფილმის იმ სცენის მომზადებისას, სადაც იგი დათოს უამბობს, რომ ვირთხები გაუშვა, ეძინებოდა და ის გამოაღვიძეს. ამბობდა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ ქუჩაში და ეკითხებოდნენ, რატომ გაუშვა ვირთხები.

გივი სიხარულიძის თქმით, მას შემდეგ, როდესაც ბაბლუანმა სინჯებზე დაიბარა, მას მეორეხარისხოვან როლზე არჩევდნენ. როდესაც მისი თამაში მოეწონა, უთხრა, რომ გადაღება ექვსი თვით შეჩერდა, მაგრამ სინამდვილეში სცენარი შეცვალა ისე, რომ მას ერთ-ერთი მთავარი როლი მოარგო. გადაღებისას, ტექსტის კითხვისას, ის ხშირად უშვებდა შეცდომებს, მაგრამ ბაბლუანს ისინი მოსწონდა და სთხოვდა, ყურადღება არ მიექცია მათთვის და გაეგრძელებინა ამ შეცდომებით საუბარი და იმპროვიზაციის საშუალებასაც აძლევდა. სიხარულიძე აგრეთვე იხსენებდა, რომ ფილმის გადაღებისას ჩხუბის სცენებში მონაწილეობდნენ ნამდვილი მოკრივეები.

მელოდია „რიმდარირო“, რომელსაც ბურდული ფილმის განმავლობაში ღიღინებს, ბაბლუანს ეკუთვნის. ერთხელ ბურდული შინ ნასვამი ბრუნდებოდა და ღიღინებდა „მოხევის ქალო თინაო“-ს. რეჟისორმა სთხოვა იგივეს გამეორება, ოღონდ — სხვა მელოდიით.

შეფასება

ქეთევან ტრაპაიძის ნარკვევში აღნიშნულია, რომ ფილმში ასახული „ავტორისთვის ბუნებრივი, განცდილი და არა პლაკატური რეალობაა. [...] თემურ ბაბლუანი არ მიმართავს თაობათა უხეშ, პრიმიტიულ დაყოფას, „კარგი“ და „ცუდი“ ცხოვრების წესის გამოკვეთას. მისი გმირები, უბრალოდ, ცხოვრობენ, თვითდამკვიდრებისათვის იბრძვიან, ისე, როგორც ამას მათი თვისებები განსაზღვრავს. გელა და დათო ბენდელიანებს არ ძალუძთ სხვაგვარად ცხოვრება. ამ გზით სიარული კი, უმეტესწილად, ბოლომდე გაუცნობიერებელ მსხვერპლსაც მოითხოვს გარშემომყოფთაგან“.

კინომცოდნე ირინე კუჭუხიძის და რუსუდან მირცხულავას შეფასებით, „რეჟისორ თემურ ბაბლუანის ტრაგიზმით აღსავსე „უძინართა მზეში“ განსაკუთრებული ნიჭიერებით დაჯილდოებული, ერთი შეხედვით, ყოვლისშემძლე ბუმბერაზი მამა ვერაფრით ასერხებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას და საბოლოოდ პატარა კაცუნების მსხვერპლი ხდება. ფილმის ეპიზოდი, როდესაც მამა თავად იკეთებს ოპერაციას, არა მხოლოდ პერსონაჟის არაჩვეულებრივი უნარების, არამედ ფილმის ერთგვარი მაზოხისტური მუხტის გამოხატულებად იკვეთება. აქ ნაჩვენები დამთრგუნველი გარემო, შვილის სასოწარკვეთა და ბორიალი მამის საფლავზე ჩიხში მომწყვდეული ახალი თაობის ილუსტრაციად იქცევა.“

ჯილდოები

წელი დაჯილდოება შენიშვნა შედეგი
1992 „კინოტავრი“ კონკურსი „კინო ყველასთვის“, მთავარი ჯილდო მოგებული
1992 რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „ნიკა“ მამაკაცის საუკეთესო როლი (ელგუჯა ბურდული) და საუკეთესო სცენარი (თეიმურაზ ბაბლუანი) მოგებული
1992 რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „ნიკა“ საუკეთესო რეჟისურა (თეიმურაზ ბაბლუანი) ნომინირებული
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ვერცხლის დათვი გამორჩეული მხატვრული მიღწევებისთვის მოგებული
1994 სან-რაფაელის კინოფესტივალი ჟიურის სპეციალური პრიზი მოგებული

რესურსები ინტერნეტში

უძინართა მზე 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

უძინართა მზე სიუჟეტიუძინართა მზე შექმნაუძინართა მზე შეფასებაუძინართა მზე ჯილდოებიუძინართა მზე რესურსები ინტერნეტშიუძინართა მზე სქოლიოუძინართა მზე1992გივი სიხარულიძედავით კაზიშვილიელგუჯა ბურდულითეიმურაზ ბაბლუანითეიმურაზ კვანტალიანილევან ფილფანილიკა ქავჟარაძემამუკა კიკალეიშვილისოსო ჯაჭვლიანიფლორა შედანია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფერნანდო მაგელანიგავრილოვის ღამემსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდეჟავიუნიკო ნიკოლაძეპეტრე I დიდისაქართველო XV საუკუნეშიგელათის მონასტერიპოპ-მუსიკაგულიწმინდა სამების საკათედრო ტაძარისოციალიზმიადმირალი (პეპელა)რეზოლუციათავისუფლების მოედანი (თბილისი)კილომეტრიმირიან IIIნახშირწყლებილოცვა ეფრემ ასურისარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ენერგიარუსეთ-საქართველოს ომი (1921)ასურეთიტოლერანტობალეიკოციტებიქართველი მწერლების სიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)გარემოს დაცვათევდორე კველთელიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიალპებიავტორიტარიზმიმონღოლებითანდებულიკონტინენტიუცხოური აგენტების კანონიკაცია-ადამიანი?!მორალიFacebookკევინ დე ბრეინეგიორგი XIIუნგრეთიეგზისტენციასაქართველოს პარლამენტიზვავიმიგრაციაძუძუმწოვრებიიესო ქრისტეძალაავსტრიაშუშანიკის წამებასახელმწიფოარაბობა საქართველოშიქვეწარმავლებიერითროციტებიიულიუს კეისარილეიკოციტოზისინონიმებიაბო თბილელის წამებაზმნიზედაარწივიდედამიწის დღეავსტრალია (კონტინენტი)ელექტრული წინაღობაანემიაალცჰაიმერის დაავადებაეპითეტიგამზრდელი (პოემა)ტიციან ტაბიძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიორალური სექსითითაობამაცივარიმზის დაბნელებასტიგმადასავლეთ რომის იმპერიის დაცემასიყვარულის დღე🡆 More