უღლება

უღლება, უღვლილება — ზმნის ფორმის ცვლილება პირის, რიცხვის, დროის, კილოს და ასპექტის გრამატიკული კატეგორიების მიხედვით.

ცვლად ფორმათა ერთობლიობა ქმნის უღვლილების პარადიგმას. ერთი და იმავე დროის და კილოს გამომხატველ ფორმას, რომელიც აერთიანებს მხოლობითი და მრავლობითი ირცხვის სამივე ფორმებს, ეწოდება მწკრივი. ზმნაში შეიძლება აღინიშნოს, და ამდენად, იცვალოს სუბიექტური და ობიექტური პირები. მთის იბერიულ-კავკასიურ ენებში არსებობს აგრეთვე კლასოვანი და პიროვან-კლასოვანი უღვლილება.

თანამედროვე ქართულ ნაში 11 მწკრივია, რომელიც იყოფა სამ სერიად. პირველ სერიაში გამოიყტოფა აწმყოსა და მყოფადის წრე. I სერიის აწმყოს წრეში შედის აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს კავშირებითი; მყოფადის წრეში ერთიანდება მყოფადი, ხოლმეობითი, მყოფადის კავშირებითი.; მეორე სერიაში შედის წყვეტილი და II კავშირებითი; მესამე სერიაში გაერთიანებულია I თურმეობითი, II თურმეობითი და III კავშირებითი. უღვლილების პარადგიმა განსხვავებულია ძველ ქართულსა და ქართული ენის დიალექტებში. ძველ ქართულში ფუნქციონირებდა ხოლმეობითისა და ბრძანებითის მწკრივები. თხრობითი კილოს მყოფადის გამოსახატავად გამოიყენებოდა კავშირებითის ფორმები. დიალექტებში სხვაობა ორი სახისაა: დაცულია არქაული ვითარება გარკვეული ნაირსახეობებით, ან გვაქვს დიალექტური ინოვაცია, ჩამოყალიბდა IV სერია.

ქართულში უღვლილების სამი ძირითადი ტიპი გამოიყოფა: მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი გვარის ზმნებისა. მოქმედებითი გვარის ზმნებს აქვთ ყველა მწკრივი და იშვიათი გამონაკლისის გარდა უღვლილებისას ფუძეს ან ძირს არ იცვლიან. III სერიაში მათთვის დამახასიათებელია ინვერსია: სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნების ფუნქციების ურთიერთშენაცვლება. ვნებით გვარში განირჩევა ერთპირიანი და ორპირიანი ზმნების უღვლილება: მათ შორის სხვაობა თავს იჩენს III სერიაში. საშუალო გვარის ზმნები დეფექტური უღვლილებით ხასიათდება. ამ ზმნების საკუთარი ფუძის ან მხოლოდ აწმყოს მწკრივი აქვთ, ან აწმყოს წრის მწრიკვები. სხვა მწკრივები ან საერთოდ არა აქვთ, , ანდა ივსებენ შესაბამისი ძირის მოქმედებითი და ვნებითი გვარის ფორმებით.

ლიტერატურა

  • ჯორბენაძე, ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 194.
  • შანიძე, ა., „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“, ტ. 3, თბილისი, 1980
  • ჩიქობავა, ა. „ქართული ზმნის ნაკვეთულთა დაჯგუფების პრინციპისათვის“ „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, ტ. 13, 1962
  • ჩიქობავა, ა. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ წიგნი 1, თბილისი, 1950

Tags:

გრამატიკაზმნამწკრივი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფარავანიკურო (ასტროლოგია)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020რამადანიშვედეთიშავი ზღვის თევზების სიარომის იმპერიაალბერტ აინშტაინიტბანაპოლი (საფეხბურთო კლუბი)გერმანიის ქალაქების სიათრომბოციტებიკოლხეთის ეროვნული პარკისოლომონ კვირკველიასამკურნალო მცენარეებიახალქალაქიეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიანტონიმიგაზაფხულიბარდა სკლიაროსიდიდი თურქობაბედიის მონასტერისაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისამხრეთი კორეარევაზ ინანიშვილიჭიანჭველასებრნიჰერაკლემთიანი ყარაბაღის ომის ქრონოლოგია (2020)ვენდეტატაიგასიურრეალიზმიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისინონიმებიჯაყოს ხიზნებიპითაგორას თეორემანარიყალაქართული გვარიარაგვილიტრიბაქტერიებისეკულარიზმიკილოგრამიმუსონებიჰარი პოტერიარგონავტებინიდერლანდებიოქროალმასიტურიზმიგოტიკური არქიტექტურაწინადადებასაქართველოს სოფლებიხვიჩა კვარაცხელიასოციალიზმირაგბიევოლუციადიოკლეტიანეჩუტყვავილაისლამიმსოფლიოს შვიდი საოცრებამარკ ტვენიმელამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითტოლგვერდა სამკუთხედირონალდინიოსაჰარარელიგია საქართველოშისულგუნილუდვიგ ვან ბეთჰოვენივახტანგ I გორგასალიუქმე დღეები საქართველოშიკლიმატისოლომონ Iოლიმპიური თამაშებიკახეთის აჯანყება (1659)საქართველოს სახელმწიფო გერბი🡆 More