ურემი

ურემი — ქართული ხალხური ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა.

ორბორბლიანი საზიდი საშუალება, რომელშიაც გამწევ ძალად საქონელს აბამენ, მისი კონსტრუქცია იცვლებოდა გავრცელების ზოლის გეოგრაფიული პირობების მიხედვით. საქართველოს ბარში იყენებდნენ საბარო ურემს (აღმოსავლეთი საქართველო ფრჩხილებიან ან ხელნა ურემს (დასავლეთი საქართველო)) და საძნე ურემს (სამხრეთი საქართველო). ურემი შედგება ძირითადად 3 ნაწილისაგან: უბე, ღერძ-ბორბალი, და უღელი. ურემის უბე, რომელზედაც ტვირთი იდება, შედგება სამკუთხედად შეერთებული ხელნებისაგან. ხელნების წვერებს თავისებური ფორმა აქვს და უერთდება უღლის ცენტრს. ხელნებზე დასმულია ვერტიკალური ჯოხები. ე. წ. ჭალები, რომლებიც ზეწრის საშუალებით ერთმანეთთან არიან შეერთებული და ხელნები სპეციალური დეტალებით — „ლეკვებით“ არის შედგმული ღერძზე. ბორბალი შედგება მორგვისაგან, შიგ ჩასმული სოლებისა და გარე რკალის ანუ ფერსოსაგან. ამ უკანასკნელზე რკინის სალტეა გადაკრული. ურმის ღერძი ბორბლის მორგვებშია შედგმული. ქართულ ურემში ღერძი ერთ მორგვში მოძრავად იყო გაყრილი, მეორეში კი — უძრავად. მთიან და გარდამავალ ზოლში გავრცელებულია ურმის ისეთი სახეობები, რომელთა მუშაობის პრინციპი კონსტრუქციულად არის შეხამებული თრევასთან. კონსტრუქციის ასეთი ელემენტი მთიანი რელიეფის პირობებში მუხრუჭის როლს ასრულებს. ასეთი ირმებია ბოლოთრია, აჩაჩა ურემი, ჩოჩია, ფრჩხილა, ხოროკია, ხოხა, ასევე სელი და თუში.

ლიტერატურა

  • გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, ტ. 1, თბ., 1956;
  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 10, გვ. 172-173, თბ., 1986

Tags:

აჩაჩა ურემიბოლოთრიათუშიჩოჩია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ინსულტიგაზაფხულიყაზახეთიმთვარებაში-აჩუკი (ფილმი)მიხეილ ყაველაშვილიკაპიტალიზმიევოლუციაცენტნერისაქართველოს გეოგრაფიარაგბიაზოტიბაროკოდიმიტრი ყიფიანისაბერძნეთირიცხვითი სახელისაქართველო VI საუკუნეშიჰალოგენებიმუსიკატოლერანტობაევროპის ჰიმნიდევი ჭანკოტაძევეფხისტყაოსანითბილისის ისტორიაბუღა თურქის შემოსევანიკო ნიკოლაძერელიგიარუსული დამწერლობავლადიმერ პუტინითრომბოციტებიიგლუალჟირიკრასუსიმაიმუნებირომბისაფრანგეთიიულონ გაგოშიძეცივი ომივლადიმერ ლენინიხემარწყვათერგდალეულებიფრინველთა მიმოფრენაოგანესონიბუდაპეშტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზოდიაქოადიშის ოთხთავიგორის ციხექრისტესისხლაგამარჯვების დღედედამიწაავსტრალია (კონტინენტი)ელენე ახვლედიანისვანური კოშკისამცხე-ჯავახეთის მხარეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატილიონელ მესიილარიონ ტალახაძედადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიიტალიალუდვიგ ვან ბეთჰოვენიქრისტეფორე კოლუმბიიგიქვეყნების სიასაქართველო XVII საუკუნეშიარაბობა საქართველოშიქეთო და კოტე (ოპერა)პოპ-მუსიკამთაწმინდაუქმე დღეები საქართველოშიმარი ანტუანეტიკარლო ანჩელოტისაქართველოჭადრაკიჩემი ცოლის დაქალები🡆 More