უმ-ლაისუნის ქართული წარწერა

უმ-ლაისუნის ქართული წარწერა — ასომთავრული წარწერა, რომელიც აღმოჩენილია იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4,5 კილომეტრში მდებარე სოფელ უმ-ლაისუნში.

წარწერა აღმოაჩინეს 2002 წელს, 1996 წელს განახლებული გათხრების შემდეგ ბიზანტიის პერიოდის ქართულ მონასტერში.

უმ-ლაისუნის ქართული წარწერა
მასალა კირქვა
ზომა 81 × 49 სმ
დამწერლობა ასომთავრული
შექმნის თარიღი V-VI საუკუნე
აღმოაჩინეს 2002 წელი
უმ-ლაისუნი, იერუსალიმთან
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა ქნესეთის არქეოლოგიური ბაღი, ისრაელის სიძველეთა სამმართველო, იერუსალიმი

ქართული წარწერით გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი საფლავის ბინადარი იყო „ქართველი ეპისკოპოსი იოანე“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა V-VI საუკუნეებით თარიღდება. მან შინაარსითაც მიიქცია სპეციალისტების ყურადღება. ამ წარწერაში გვხვდება ეთნონიმ „ქართველის“ (ႵႠႰႧႥႤႪႨ) წერილობით ძეგლებზე უადრესი დოკუმენტურად დადასტურების ფაქტი.

წარწერის ქვის ზომებია 81 × 49 სმ. ამჟამად ინახება ქნესეთის არქეოლოგიურ ბაღში.

წარწერა

ႤႱႤႱႠႫႠႰႾႭჂ
ႨႭჀႠႬႤႴႭჃႰ
ႲႠႥႤႪႤႮႨႱႩႭႮႭ
ႱႨႱႠჂႵႠႰႧႥႤ
ႪႨႱႠჂ

იკითხება ასე:„ესე სამარხოჲ იოჰანე ფურტაველ ეპისკოპოსისაჲ ქართველისაჲ“

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Seligman, J. (2015). „A Georgian Monastery from the Byzantine Period at Khirbat Umm Leisun, Jerusalem“. ‘Atiqot. 83: 145–180. ციტირების თარიღი: 2020-11-29.

Tags:

2002ასომთავრულიბიზანტიის იმპერიაიერუსალიმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლუი XIVმდგრადი განვითარებაგანმანათლებლობამსოფლიოს უდიდესი ქალაქებირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ზაქარია ფალიაშვილიხეოფსის პირამიდაენერგიახინკალიგიორგობაC ჰეპატიტიქვეწარმავლებიმაგნიუმისვეტიცხოველიმეტაფორაერთა ლიგასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიჩინეთის ისტორიაბუნებრივი რესურსებიფუტკრებისაქართველო IV საუკუნეშიმინერალებითრომბოციტებიყვავილიხელისუფლების დანაწილებაქართული ვაზის ჯიშებინოე ჟორდანიანელსონ მანდელასსრკ-ის დაშლამონღოლთა ბატონობა საქართველოშიოსმალეთის იმპერიაბაგრატიონებისაქართველო XIII საუკუნეშინაციონალ-სოციალიზმიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)აზიარუსთავიბასიანის ბრძოლასიმბოლიზმირკინაიუსტინიანე Iბაში-აჩუკი (ფილმი)თამარ გვერდწითელინოე სულაბერიძელუვრიადამიანის ჩონჩხიმეორე მსოფლიო ომითეთრი დათვიდუნაიკრწანისის ბრძოლაკილიმანჯაროტიგრან პეტროსიანიაბსცისაგიორგი I (საქართველოს მეფე)წრეწირიჭიანჭველასებრნისაათი (ერთეული)ბატონებინიკო ბაგრატიონიფარსმან II ქველითეიმურაზ IIტოლერანტობამაიმუნებიევროპასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიიოჰან სებასტიან ბახიარაბთა სახალიფოწყალდიდობაავტორიტარიზმიჭადრაკიგამაფრთხილებელი შეფერილობაშინაური კატაანალური სექსიირანიფინიკიელებიშამქორის ბრძოლა (1195)🡆 More