ტუაფსე

ტუაფსე (რუს.

Туапсе́, ადიღ. ТIуапсэ) — სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2018 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 62,269 ადამიანს. ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე კავკასიონის დასავლეთ ბოლოს, მდინარეების ტუაფსესა და პაუკის შესართავთან. მსხვილი საზღვაო პორტი. საკურორტო რაიონის ცენტრი.

დასახლებული პუნქტი
ტუაფსე
ტუაფსე
დროშა გერბი
ტუაფსე ტუაფსე

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 44°06′00″ ჩ. გ. 39°05′00″ ა. გ. / 44.10000° ჩ. გ. 39.08333° ა. გ. / 44.10000; 39.08333
დაარსდა 1838
ფართობი 33.41 კმ²
ცენტრის სიმაღლე 45 მეტრი
მოსახლეობა 62 269 (1 იანვარი, 2018)[1]
სატელეფონო კოდი 86167
საფოსტო ინდექსი 352800
ოფიციალური საიტი https://admtuapse.ru/
ტუაფსე — რუსეთი
ტუაფსე

ტუაფსე შაფსუღთა მსხვილი ცენტრია. ქალაქში ამ ენაზე მოსაუბრე 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის სახელწოდება ადიღეურ ენაზე (ტვ'აფსე) „ორ მდინარეს“ ნიშნავს, თუმცა ასევე მოიხსენიება ადრეულ ბერძნულ წყაროებში, როგორც ტოფსიდა.

თანამედროვე დასახლება 1838 წელს დააარსეს რუსებმა როგორც ველიამინის ციხესიმაგრე. ერთი წლით გვიან იგი შაფსუღებმა აიღეს და მიწასთან გაასწორეს, თუმცა რუსებმა იგი მალევე აღადგინეს. ყირიმის ომის პერიოდში ციხესიმაგრე ოსმალებმა აიღეს (1857-59). 1875-87 წლებში სოფელი ცნობილი იყო სახელით „ველიამინოვსკი პოსად“. 1916 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ტუაფსეში ნავთობის ტერმინალი და დეპო აშენდა. ვლადიმერ შუხოვის დაპროექტებული ნავთობსადენი გროზნოდან და მაიკოპიდან 1928 წლამდე ფუნქციონირებდა. ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც ამავე პერიოდში აიგო. მეორე მსოფლიო ომში კავკასიის ბრძოლებისას ნაცისტებმა სცადეს ტაუაფსეს ნავთოსადენის ხელში ჩაგდება, რამაც ქალაქს დიდი ზარალი მოუტანა.

აქ მდებარეობს რუსეთის ბავშვთა ბანაკი „ორლიონოკი“ (ყოფილი პიონერთა ბანაკი). მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში ვლადიმერ კრამნიკი და 2005 წლის მის მსოფლიო ნატალია გლებოვა ტუაფსეში არიან დაბადებული.

დამეგობრებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> 26. Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 годаსახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური.
  • National Commission for Decentralised cooperation French. Délégation pour l’Action Extérieure des Collectivités Territoriales (Ministère des Affaires étrangères). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-08. ციტირების თარიღი: 2013-12-26.
  • Tags:

    ადიღეური ენაკავკასიონიკრასნოდარის მხარერუსეთირუსული ენაშავი ზღვა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ასტიგმატიზმიკირჩხიბი (ასტროლოგია)ბრაზილიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაასპინძის ბრძოლათბილისის ისტორიააშშ-ის ისტორიაკარლო ანჩელოტიწელიწადის დროებიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიქართული მითოლოგიაალკოჰოლური სასმელიიულიუს კეისარილეიკოციტოზიაღდგომამცენარეებითელავისიმკვრივედეკლარაციაანბანიდიდი პანდაგერგეტის სამების ეკლესიააბანოთუბანიპორტუგალიალობიოსაქართველო XVIII საუკუნეშიმზექაშვეთის ეკლესიაკავკასიაკონსერვატიზმივერცხლიუცხოური აგენტების კანონიმიგრაციასამკუთხედისტუმარ-მასპინძელიდუბაის საამიროსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიალეიკოციტებისოლომონ Iბაში-აჩუკი (ფილმი)შეცდომა (ქართული ტელესერიალი)ფრინველებიდანიაეკოლოგიამიკროორგანიზმებიფეხბურთიაღმოსავლეთი საქართველოდედამიწარუმინეთიბაბუაწვერააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმამუკა მდინარაძეჩემი ცოლის დაქალებივახტანგ VIაკა მორჩილაძესიყვარულინარკოტიკივარდების რევოლუციაკრიშტიანუ რონალდუალკოჰოლიზმისისხლის მიმოქცევის სისტემასაკურაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაევროპის ჰიმნისახელმწიფოალჟირიმარიამ ლაშხისაქართველოს კონსტიტუციამერაბ მამარდაშვილისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018ნიჰილიზმიევროპული საბჭოდავითი (მიქელანჯელო)ბიზანტიის იმპერიადელფინებილეკებიეკოსისტემაცოტნე დადიანი🡆 More