ტრანსკონტინენტური ქვეყნების სია

აქ მოცემულია ქვეყნების სია რომლებიც ერთზე მეტი კონტინენტზე მდებარეობს, ზოგჯერ ასეთ სახელმწიფოებს ტრანსკონტინენტურ ქვეყნებს უწოდებენ.

სახელმწიფოს ორ კონტინენზე ყოფნის კრიტერიუმები მრავალგვარია, ქვეყანა ტრანსკონტინენტურად ითვლება გეოგრაფიული ან გეოლოგიური თვალსაზრისით. მეორე მხრივ, არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კრიტერიუმები. ტრანსკონტინეტური ქვეყნის ყველაზე კარგი მაგალითია, რუსეთი, ქვეყნის ისტორიული ბირთვი ევროპულია, მოსახლეობის უმრავლესობა (72%) სწორედ ევროპაში ცხოვრობს, რუსეთის ევროპულ ნაწილშია კულტურული დაწესებულებების უმრავლესობა, ეკონომიკური ობიექტები და პოლიტიკური ინსტიტუტები (მაგ. დედაქალაქი მოსკოვი სწორედ ევროპაშია), თუმცა ქვეყნის ტერიტორიის 71 % სწორედ აზიაში მდებარეობს.

ქვეყნები და საზღვრები

აფრიკა და აზია

ტრანსკონტინენტური ქვეყნების სია 
  აზია
  ეგვიპტის აზიური ნაწილი
  ეგვიპტის აფრიკული ნაწილი
  აფრიკა

საზღვარი აზიის და აფრიკის კონტინენტებზე იწყება სუეცის არხიდან (ეგვიპტე). შემდგომ საზღვარი მიუყვება სუეცის ყურეს, წითელ ზღვას და ადენის ყურეს. წითელ ზღვაში არსებული ჰანიშის კუნძულები მდებარეობს აფრიკაში, თუმცა მას იემენი აკონტროლებს, იემენის კუნძული სოკოტრაც აფრიკაში მდებარეობს, ამის მიუხედავად იემენი ტრანსკონტინენტურ სახელმწიფოდ არ განიხილება.

ეგვიპტე

ეგვიპტის 29 საგუბერნატოროდან ორი მთლიანად აზიის კონტინენტზე მდებარეობს, ეს ტერიტორიები სინაის ნახევარკუნძულზეა მოქცეული. ეგვიპტის ორი საგუბერნატორო ტრანსკონტინენტური ტერიტორიაა, ტრანსკონტინენტურ ქალაქად ითვლება დასახლებული პუნქტი სუეციც.

აზია და ევროპა

ტრანსკონტინენტური ქვეყნების სია 
  ევროპა
  აზიის ტერიტორიაზე არსებული ევროპული ქვეყნები
  არაევროპული ქვეყნები, რომლებიც განიხილება ევროპის ისტორიულ ნაწილად
- - - სადავო სახელმწიფო საზღვარი კასპიის ზღვაზე

დასავლური წყაროები, როგორიცაა, ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოება, როგორც წესი, აცხადებს, რომ ევროპა აზიის საზღვარი იწყება, ურალის მთებიდან, შემდგომ საზღვარი მიუყვება მდინარე ურალს, საზღვარი გრძელდება კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე რომელიც კასპიის ზღვიდან, შავ ზღვამდე გრძელდება. ეს განსაზღვრება ილუსტრირებულია ამ სექციაში, თუმცა ევროპა-აზიის საზღვრის სხვა ვარიაციებიც არსებობს.

  • აზერბაიჯანი - მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ აზიაში.
  • საქართველო - მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ აზიაში.
  • ყაზახეთი - მდებარეობს ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
  • რუსეთი - მდებარეობს ჩრდილოეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში
  • თურქეთი - მდებარეობს დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

აზერბაიჯანი

ჩრდილო აზერბაიჯანის რაიონების საზღვრები მიუყვება კავკასიონის წყალგამყოფ ქედს. ხუთი ოლქი მთლიანად ევროპულ ნაწილშია მოქცეული, ჰიზის ოლქი კი ევროპა-აზიის საზღვარზე მდებარეობს და ორივე კონტინენტზე თანამბარი ტერიტორია უკავია, ამიტომ აზერბაიჯანი ტრანსკონტინენტურ ქვეყნად ითვლება. აზერბაიჯანი გაწევრიანებულია ევროპის საბჭოში.

ყაზახეთი

ყაზახეთის პროვინციის საზღვრები მდინარე ურალს არ მიუყვება. ორი პროვინცია ატირაუსი და დასავლეთ ყაზახეთის პროვინცია არის ტრანსკონტინენტური ტერიტორია. პროვინციის დედაქალაქი ატირაუ მდინარე ურალის მეშვეობით შუაზე იყოფა, სწორედ ამის გამო ეს დასახლებული პუნქტი ტრანსკონტინენტური ქალაქია. ატირაუს პროვინციის ძირითადი ნაწილი სწორედ აზიაში მდებარეობს.

რუსეთი

რუსეთის ევროპული რეგიონების საზღვრები გადის ურალის მთებზე და მდინარე ურალზე. რუსეთის ტერიტორიის საკმაოდ მცირე ნაწილი (არანაკლებ 300 კმ ²), კავკასიონის წყალგამყოფის , უკიდურეს სამხრეთით მდებარეობს და ეს ტერიტორია აზიად განიხილება. ქალაქი ორენბურგი მდებარეობს მდინარე ურალზე, ეს დასახლებული პუნქტი ტრანსკონტინენტურ ქალაქდ ითვლება. რუსეთი ევროპის საბჭოს წევრია.

თურქეთი

ტრანსკონტინენტური ქვეყნების სია 
  სამხრეთი ამერიკა
  პანამის სამხრეთ ამერიკული ნაწილი
  პანამის ჩრდილოეთ ამერიკული ნაწილი
  ჩრდილოეთ ამერიკა

სამი თურქული პროვინცია მთლიანად ევროპაშია, ხოლო ჩანაქკალე და სტამბოლი არის ტრანსკონტინენტური პროვინციები. თურქეთის პროვინციების უმრავლესობა აზიაში მდებარეობს. თურქეთი ტრანსკონტინენტურ ქვეყნად ითვლება.

ამერიკა

პანამა

პანამა გეოგაფიულ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მთლიანად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს ეკუთვნის. მას შემდეგ რაც აიგო პანამის არხი, მოხდა კონტინენტის ორად გაყოფა, პანამის ერთი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკის ხოლო მეორე სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოექცა. პროვინციების ნაწილი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მოექცა, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზევეა ქალქ პანამის გარკვეული ნაწილიც. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით პანამა ტრანსკონტინენტური სახელმწიფოა.

სქოლიო

Tags:

ტრანსკონტინენტური ქვეყნების სია ქვეყნები და საზღვრებიტრანსკონტინენტური ქვეყნების სია სქოლიოტრანსკონტინენტური ქვეყნების სიააზიამოსკოვირუსეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიქრისტესისხლავიკისაწყობიკეთრიანემიაგიორგი ლეონიძეგერგეტის სამების ეკლესიათავისუფლების მოედანი (თბილისი)თუშეთირიონიგველებიფობიების სიაარაბობა საქართველოშირუსთავისილიციუმიფოტოსინთეზირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ლიმფოციტებიერთიანი ნაციონალური მოძრაობამსოფლიოს შვიდი საოცრებამონაკობიზანტიის იმპერიასიყვარულიჯონ მალკოვიჩიაზერბაიჯანიალკოჰოლური სასმელიშინაური ძაღლივეტოქეთო და კოტე (ოპერა)გერმანიის ქალაქების სიამელაშვედეთიდალი (მითოლოგია)რიცხვითი სახელიგეორგიევსკის ტრაქტატიილია ჭავჭავაძეერითროციტებიგურიადელფინებიმწვერვალისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმონღოლებიცხენიიეთიმ გურჯიზვავიფეხბურთის წესებისაჭმლის მომნელებელი სისტემამანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)კარლეს პუჩდემონიდაუნის სინდრომიეპითეტიმადაგასკარიქვეყნების სიასალადინიპოლონეთითინათინ ბოკუჩავააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიარსებითი სახელიელინიზმიამფიბიებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაზურაბ ჟვანიარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს დამოუკიდებლობის აქტისაქართველოს სოფლებისაქართველოს სახელმწიფო გერბიდედამიწის სტრუქტურადუბაის საამირობელგიაჰაერის დაბინძურებაეგვიპტეგიორგი XIგიორგი აბაშიძე (პოლიტიკოსი)სლოვაკეთი🡆 More