საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი

„ტორპედო“ — საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან.

დაარსდა 1946 წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 1949 წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის ეროვნული ლიგის 4 გზის ოქროსა (2000, 2001, 2002, 2017) და სამგზის ვერცხლის (1999, 2003, 2005) პრიზიორი. ხუთჯერ გახდა საქართველოს თასის (1999, 2001, 2016, 2018, 2022) და ერთხელ საქართველოს სუპერთასის მფლობელი 2018 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მხოლოდ სამი სეზონით მოხდა მისი დაქვეითება პირველ ლიგაში (2007–08, 2008–09, 2009–10), 2010 წლიდან ისევ აღზევდა უმაღლეს ლიგაში, სადაც დღემდე ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ატარებს რამაზ შენგელიას სტადიონზე, რომელიც 14 700 მაყურებელს იტევს.

ქუთაისის ტორპედო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
დაარსდა 1946; 78 წლის წინ (1946)
სტადიონი რამაზ შენგელიას სტადიონი, ქუთაისი, საქართველო
(ტევადობა: 14,700)
პრეზიდენტი დავით კერესელიძე
მწვრთნელი შოტლანდიის დროშა სტივ კინი
კაპიტანი საქართველოს დროშა მერაბ გიგაური
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
ძირითადი ფორმა
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
რეზერვის ფორმა
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
მესამე ფორმა

თავის დროზე „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რევაზ ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1970), ანზორ კავაზაშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1967), ნოდარ ხიზანიშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მურთაზ ხურცილავა (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1962, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1969), სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მანუჩარ მაჩაიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1970), გივი ნოდია (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1972), თენგიზ სულაქველიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1980, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), გურამ ცხოვრებოვი, რამაზ ურუშაძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1961).

ისტორია

დაარსების პერიოდი

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი 
ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა, 1940-იანი წლები

1946 წელს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა გუნდი, სახელად ქუთაისის „ტორპედო“. უკვე 1949 წელს კი, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი „ლოკომოტივი“, რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია. იმის გამო, რომ „ლოკომოტივის“ რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის 3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და „ლოკომოტივის“ ნაცვლად მას „ტორპედო“ ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გიორგი ანთაძე. 1959 წლის 23 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს შვედეთის ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 1959 წლის 5 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის „ალიანსენი ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს — 3:3. 1959 წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ქუთათურებმა ფინეთის „პალლოსეურა“ გაანადგურეს-3:0. 1959 წლის საკავშირო ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-6 ადგილზე დაასრულა.

„ბ“ კლასი

1960 წლიდან ქუთაისის „ტორპედო“ საკავშირო გათამაშების „ბ“ კლასის მეორე ზონაში გამოდიოდა. ქუთაისელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი. გუნდმა 30 თამაშიდან 47 ქულა დააგროვა, 12 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლენინაბადის „დინამოს“ და პირველ ზონაში გამარჯვებულ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება „ტორპედოს“ დარჩა (3:1, 0:1) და „ბ“ ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა. იმის გამო რომ 1960 წელს „ა“ კლასის საგზური არ გათამაშებულა, ტორპედოელებს მომავალ წელსაც დაბალ ლიგაში მოუხდათ ასპარეზობა, თუმცა გუნდის ფეხბურთელებს სპორტის ოსტატის წოდებები მიანიჭეს.

1961 წლის სეზონში უშანგი სალდაძის ხელმღვანელობით ტორპედოელები კვლავ გამარჯვებული გამოვიდნენ „ბ“ კლასის მეორე ზონის გუნდებს შორის და მოიპოვეს უფლება ებრძოლათ „ა“ კლასის საგზურისთვის. უმაღლესში გადასასვლელ სამთა ტურნირში, რომელიც კიშინიოვში გაიმართა ქუთაისელებმა ტალინის „კალევთან“ და თბილისის „ლოკომოტივთან“ პაექრობაში პირველი ადგილი მოიპოვეს და „ა“ კლასში აღზევდნენ.

„ა“ კლასი

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი 
ქუთაისის „ტორპედოს“ მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ

1962 წელს 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს — 4:2. „ტორპედოს“ კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის „დინამო“, მინსკის „დინამო“ და „კრილია სოვეტოვი“, რომლებსაც „ა“ კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ „სოვეტსკი სპორტისგან“ მიიღეს პრიზი „სამართლიანი თამაშისთვის“.

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი 
ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა 1962 წლის სეზონში

1963 წლის სეზონში „ტორპედო“ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც სარეკორდოა „ტორპედოსთვის“. მატჩი დამთავრდა ფრედ — 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს „მოსკოვური“ მატჩები. მოსკოვის „ცსკას“ 1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ჰქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე „ტორპედოსთან“ შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს არანაკლებ სახელოვანი გუნდი მოსკოვის „ლოკომოტივი“, ხოლო კიევში „დინამოსთან“ ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამაშების ლიდერი მოსკოვის „დინამო“ და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის „ტორპედო“ მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა.

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი 
ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა, 1960-იანი წლები

1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლევ იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო „ტორპედოს“ გოლკიპერი რამაზ ურუშაძე.

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი 
ჯუმბერ ხაჟალია – მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი

1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის „ზენიტის“ დამარცხებამ „ტორპედოელებს“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს, მოსკოვის „ტორპედოს“ უმასპინძლა. როგორც სტუმრებს, ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევაში არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ „ა“ კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. „ტორპედომ“ ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა „როსტოვი“ და მოსკოვის „დინამო“, შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის „ვოლგა“ დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის „ტორპედოდან“ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რამაზ ურუშაძე, იუზა ლოსაბერიძე, სერგო კუტივაძე, ჯემალ ხერხაძე და ვალერიან ჩხარტიშვილი.

1965 წელს „ტორპედომ“ პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და ლოსაბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: „რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები. სწორედ მათ წაართვეს ფინიშზე კიეველებს ის ორი ქულა, რომელიც ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ უკრაინელ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან...“ საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ტორპედოელები“ საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერიის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები - 1:0.

1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „ლოკომოტივი“ და ლენინგრადის „ზენიტი“. 1967 წლის ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს „ტორპედოში“ აღზრდილი რევაზ ძოძუაშვილი მიიწვიეს თბილისის „დინამოში“, მოკლე ხანში კი მან საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. 1968 წელს 9 ქულით ჩამოიტოვა ბოლო ადგილზე მყოფი კიროვაბადის „დინამო“ და კვლავ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. მომდევნო წელს კი ქუთათურებმა ჩემპიონატში მე-14 ადგილი მოიპოვეს. 1970 წლის ჩემპიონატის ფინიშზე „ტორპედო“ გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-16 ადგილზე აღმოჩნდა და უმაღლესი ლიგა დატოვა.

დაქვეითება

1971 წლიდან ქუთათურები საბჭოთა პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს „ტორპედომ“ პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას. 1982 წლის სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი ბოლოსწინა მე-17-ე და კვლავ დაბალ ლიგაში დაქვეითთდა. 1984 წლის ჩემპიონატი ქუთაისელებმა წარმატებით წარმართეს და უკვე მესამედ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში. 1985 წელს გუნდი მთელი სეზონის მანძილზე სახიფათო ზონაში იყო, მაგრამ ფინიშის სწორზე ზედიზედ სამმა გამარჯვებამ „ტორპედოს“ საბოლოოდ მე-11 ადგილი მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია ქუთაისელთა უმაღლეს ლიგაში 13 წლიანი ასპარეზობის მანძილზე. 1986 წელს მართალია ცალკეულ შეხვედრებში ტორპედოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მაგრამ, მთლიანობაში გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა და „ტორპედო“ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

დამოუკიდებლობის პერიოდი

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი 
ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა 2011

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ტორპედო“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს „დინამოს“ ჰეგემონიის დამხობა და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.

2008 წელს ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსური გარანტიის არ ქონის გამო დააქვეითეს, მაგრამ მიუხედავად ამის „ტორპედო“ 2008-2009 წლებში უკონკურენტოდ გადავიდა | ლიგაში, ხოლო 2009-2010 წლებში უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაც შეძლეს. „ტორპედომ“ 2010-2011 წლის სეზონი არა სტაბილურად დაიწყო რასაც გულშემატკივრის მოთხოვნით მთავარი მწვრთნელის ნესტორ მუმლაძის განთავისუფლება მოჰყვა, ახალ მწვრთნელად კი გია გიგატაძე დანიშნეს, რომელმაც თამაშის დალაგება შეძლო და ბოლო ადგილიდან გუნდი მე-4-ე ადგილზე გაიყვანა და საქართველოს თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა რომელშიც მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა გაგრის გუნდ გაგრასთან.. მომდევნო ორ სეზონში „ტორპედომ“ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეროვნული ლიგიდან, 2016 წელს კი საქართველოს თასიც აღმართა.

იმავე წელს ტორპედო აუქციონის წესით გაიყიდა. ახალი მფლობელი და კლუბის პრეზიდენტი ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა გახდა. საქართველოს თასის მოგების შემდეგ, კლუბი ჩაიბარა კახაბერ ჩხეტიანმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ტორპედოს“ შემადგენლობაში 6 სეზონი გაატარა.

15 წლიანი ლოდინის შემდეგ, 2017 წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში თბილისის „დინამო“ დაამარცხა.

2018 წლის გახსნით მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ საჩხერის „ჩიხურას“ მოუგო, რითაც გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის ტიტული. მოცემულ სეზონში გუნდი ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, თასის ფინალში კი „გაგრასთან“ გაიმარჯვა და ტიტულსაც დაეუფლა.

2019 წელი კიდევ ერთი გამარჯვებითა და ტიტულით დაიწყო გუნდისთვის. „ტორპედომ“ სუპერთასის ფინალში დაამარცხა „საბურთალო“ და ბოლო 26 თვეში მეხუთე ტიტულს დაეუფლა. მარტში, „ტორპედოს“ 27 მატჩიანი წაუგებელი სერია „ლოკომოტივთან“ მარცხით დასრულდა. კლუბში ფინანსურმა კრიზისმა იჩინა თავი, რის გამოც „ტორპედოს“ გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას გადადგომას ითხოვდნენ.

აგვისტოს ბოლოს, ზაალ ჩაჩავამ „ტორპედო“ ქუთაისი დატოვა. ფინანსური პრობლემის გამო, კლუბიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც წავიდნენ, რის გამოც კახაბერ ჩხეტიანმა „საბურთალოსთან“ მატჩში „ტორპედოს“ 18 წლამდელთა ახალგაზრდული კლუბიდან 11 მოთამაშე დაიმატა, მათ შორის იყო 13 წლის მეკარე სოსო კოპალიანი.

გუნდმა შეინარჩუნა ადგილი ეროვნულ ლიგაში, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა ტორპედო ქუთაისი 2019 წლის დეკემბერში დატოვა.

2020 წლის თებერვალში, კლუბში ახალი ინვესტორები გამოჩნდნენ. გუნდის ახალი მფლობელი და პრეზიდენტი ფაბრიციო მანინი გახდა, თუმცა მოგვიანებით მანაც დატოვა დაკავებული თანამდებობა.

2021 წლის ივნისში კახაბერ ჩხეტიანი მეორედ დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, თუმცა იმავე წლის 1-ელ ნოემბერს გუნდის დირექციამ ის გაათავისუფლა. კახაბერ ჩხეტიანის გაშვების მთავარი მიზეზი გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.

2021 წლის სექტემბერში, კლუბის 100%-იანი მფლობელი კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ გახდა.

სტადიონი

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი 

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი აშენდა 1949-1956 წლებში მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს მოეწყო უეფას სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად სტადიონი 15 000 მაყურებელს იტევს.

სტადიონის გარდა „ტორპედოს“ გააჩნია საკუთარი ბაზა, ჩოგბურთის კორტების კომპლექსი, საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, სოლარიუმი და სხვ.

სტადიონის მთავარი სპორტული არენა მოიცავს საფეხბურთო მოედანს (105X75 მ), 400-მეტრიან სარბენ წრეს და ხტომისა და ტყორცნის სექტორებს. საერთაშორისო სტანდარტის ტაბლო და განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და პრეს–ზონა უმაღლესი კლასის თამაშებისათვის საჭირო პირობებს ქმნის.

სახელწოდება

  • 1946: დაარსდა როგორც ტორპედო ქუთაისი
  • 1949: დაერქვა ლოკომოტივი ქუთაისი.
  • 1960: დაერქვა ტორპედო ქუთაისი
  • 1990: დაერქვა სკ ქუთაისი.
  • 1992: დაერქვა ტორპედო ქუთაისი
  • 2008: დაერქვა ტორპედო-2008 ქუთაისი
  • 2010 წლიდან ტორპედო ქუთაისი

სიმბოლიკა

ლოგოები

კლუბის ფერები

შავი თეთრი

სპონსორები

პერიოდი სპონსორები ეკიპირება გენერალური სპონსორი
2011-12 Saller Wissol
2011-12 JAKO Wissol
2012–13 ვისოლი, AUTO ექსპრესი, ლაგუნა, სმარტი, ავერსი, ალფა, სილქნეტი, საქკაბელი, TravelMinder NIKE Wissol
2013–14 ვისოლი, AUTO ექსპრესი, ლაგუნა, სმარტი, ავერსი, ალფა, სილქნეტი, საქკაბელი, TravelMinder UMBRO
2018 კრისტალბეთი Adidas Crystalbet
2019 კრისტალბეთი Adidas Crystalbet
2020 ედენარო Kappa Edenaro.com
2021 ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი Puma New Vision University

ტიტულები

    შიდა ჩემპიონატები
    საერთაშორისო ტურნირები
  • თურქმენეთის პრეზიდენტის თასი
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  გამარჯვებული (1): 2002
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ფინალისტი (1): 2004
  • თანამეგობრობის თასი/პირველი ლიგა წყარო (დონე 2)
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  გამარჯვებული (1): 2001 (გაზიარებული რეკორდი)
    საბჭოთა დროის ჩემპიონატები
  • საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ჩემპიონი (1): 1949
  • საბჭოთა პირველი ლიგა (დონე 2)
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ჩემპიონატი (2): 1960, 1961
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  მეორე ადგილი (3): 1949, 1981, 1984 (გაზიარებული რეკორდი)
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  მესამე ადგილი (1): 1975
  • საბჭოთა მეორე ლიგა (დონე 3)
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ჩემპიონი (1): 1988
  • ენძელას თასი
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ფინალისტი (1): 1967
    ტორპედოს დუბლების ტიტულები
  • ბენდელას თასი
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ფინალისტი (1): 2013
    ტორპედოს ახალგაზრდული გუნდის საერთაშორისო ტიტულები
  • ევიმას თასი
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  გამარჯვებული (1): 2013
    ტორპედოს ფანების ტიტულები
  • ოფიციალური ფანკლუბი „ჯუნგლები“
  • ბალუს თასი
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  გამარჯვებული (1): 2012
  • დასავლეთ საქართველოს თასი
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  გამარჯვებული (2): 2013, 2014

(რეკორდი)

  • ჩიბოს თასი
  • საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  გამარჯვებული (2): 2016, 2023

რეკორდები

გოლი N. სახელი ქვეყანა თარიღი
100 დავით ჯანაშია საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 16 სექტემბერი, 1991
200 მამუკა ხუნდაძე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 10 მაისი, 1993
300 მამუკა ხუნდაძე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 19 ნოემბერი, 1994
400 მიხეილ აშვეთია საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 13 მაისი, 1996
500 გიორგი მეგრელაძე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 4 სექტემბერი, 1997
600 გია იმედაძე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 19 მაისი, 1999
700 დავით ჯანაშია საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 3 დეკემბერი, 2000
800 შოთა ბაბუნაშვილი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 15 სექტემბერი, 2002
900 გიორგი მეგრელაძე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 14 აგვისტო, 2004
1000 ნიკოლოზ ნადირაძე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 20 მაისი, 2007
1100 მერაბ გიგაური საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო 15 სექტემბერი, 2012

გამოჩენილი ფეხბურთელები

ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში არაერთხელ იყვნენ დასახელებული სხვადასხვა თაობის ტორპედოელები: გურამ ცხოვრებოვი, რევაზ ძოძუაშვილი, ჯემალ ხერხაძე, სერგო კუტივაძე, გივი ნოდია, თენგიზ სულაქველიძე, თამაზ კოსტავა და სხვები. ხოლო რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული. ძმები გივი და ლევან ნოდიები ევროპის ჩემპიონები არიან იუნიორთა შორის. 1969 წლის საკავშირო ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობდა „ტორპედოელთა“ თავდამსხმელი ჯუმბერ ხაჯალია, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და გაზეთ „ტრუდის“ პრიზის ერთ-ერთი რეალური პრეტედენტი იყო. ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილები მიხეილ აშვეთია და მალხაზ ასათიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული წევრები იყვნენ, ხოლო ნუკრი რევიშვილი ახლაც ნაკრების პირველი ნომერია.

სახელი პოზიცია ქვეყანა საფეხბურთო წლები ნათამაშები გოლები
რევაზ ძოძუაშვილი მცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1964–1967 67 1
თამაზ კოსტავა მცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1973–1976 106 0
ანზორ კავაზაშვილი მეკარე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1972 31 0
ნოდარ ხიზანიშვილი მცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1983 6 0
მურთაზ ხურცილავა მცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1975–1976 47 4
სერგო კუტივაძე ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1962–1966 128 9
ოთარ გაბელია მეკარე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1983–1984 29 0
მანუჩარ მაჩაიძე ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1981–1982 45 6
გივი ნოდია თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1965–1966 36 9
თენგიზ სულაქველიძე მცველი / ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1974–1978 138 2
გურამ ცხოვრებოვი მცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1961–1963 57 2
რამაზ ურუშაძე მეკარე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1961–1964 91 0
ირაკლი ზოიძე მეკარე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  2000–2001 36 0
დავით გავარამიძე მეკარე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  2000–2001 19 0
ნიკოლოზ ტოგონიძე მეკარე საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  2001–2002 6 0
დავით ჯანაშია თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1989–1993, 1997–2001, 2002, 2005–2007 182 79
მიხეილ აშვეთია თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1993–1994, 2000–2001 40 23
მალხაზ ასათიანი მცველი / ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1999–2003 76 15
ვალერ აბრამიძე მცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1998–2002, 2005–2006 ? ?
კახაბერ კვეტენაძე ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1993–2001, 2002–2003 251 30
ზურაბ იონანიძე თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1992–1993, 1997–2003 171 104
ანდრეი პოროშინი თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  2001–2003 55 23
მამუკა მანაგაძე ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1985-1986 20 3
გიორგი მეგრელაძე თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  1995-2000, 2004-2005, 2011-2014 175 86

ტორპედოს ბომბარდირები

სეზონი ფეხბურთელი გოლი
2020 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  გიორგი ფანცულაია 7
2019 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ბუდუ ზივზივაძე 13
2018 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  თორნიკე კაპანაძე 14
2017 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  თორნიკე კაპანაძე 14
2016 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ოლეგ მამასახლისი 5
2015–2016 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  თორნიკე კაპანაძე 9
2014–2015 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ოთარ კვერნაძე 10
2013–2014 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ოთარ კვერნაძე 7
2012–2013 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ნიკოლოზ საბანაძე 10
2011–2012 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  რევაზ გოცირიძე 10
2010–2011 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  გიორგი მეგრელაძე 7

ცხრილში გოლთა რაოდენობა მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

სეზონები

გასაღები

ჩემპიონი მეორე ადგილი მესამე ადგილი აღზევდა დაქვეითდა
ლიგის და თასის ჩემპიონატის შედეგები სეზონების მიხედვით
სეზონი ჩემპიონატი გტ გშ პოზ შიდა თასი ფედერაციის თასი სუპერთასი უეფა
ფიფა
სახელი გოლი
ლიგა ბომბარდირი
1949 სპლ/რკ 26 16 8 2 58 25 40 მე-2 1/32 n/a ? ?
1953 1/64 n/a ? ?
1955 Z4,1/128 n/a ? ?
1957 სპლ/ზ3 30 16 6 8 54 28 38 მე-6 Z3,1/2 n/a ? ?
1958 სპლ/ზ4 30 17 6 7 66 35 40 მე-4 Z4,1/4 n/a ? ?
1959 სპლ/ზ3 26 11 6 9 36 34 28 მე-6 n/a n/a ? ?
1960 სპლ 30 21 7 2 70 21 49 1-ლი Z3,1/4 n/a ? ?
1961 სპლ 30 22 2 6 49 23 46 1-ლი 1/32 n/a ? ?
1962 სულ 18 7 5 6 21 16 19 მე-15 1/16 n/a ? ?
1963 სულ 38 6 21 11 22 37 33 მე-12 1/16 n/a ? ?
1964 სულ 32 10 7 15 20 37 27 მე-13 1/16 n/a ? ?
1965 სულ 32 8 3 21 29 69 19 მე-16 1/16 n/a ? ?
1966 სულ 36 9 10 17 44 59 28 მე-15 1/16 n/a ? ?
1967 სულ 36 8 15 13 37 50 31 მე-13 1/16 n/a ? ?
1968 სულ 38 9 10 19 27 48 28 მე-19 1/16 n/a ? ?
1969 სულ 26 4 6 16 20 50 14 მე-14 1/16 n/a ? ?
1970 სულ 32 6 11 15 24 42 23 მე-16 1/8 n/a ? ?
1971 სპლ 42 12 15 15 47 53 39 მე-11 1/16 n/a ? ?
1972 სპლ 38 19 6 13 49 32 44 მე-5 1/16 n/a ? ?
1973 სპლ 38 16 4 18 40 46 34 მე-9 1/16 n/a ? ?
1974 სპლ 38 14 10 14 37 42 38 მე-8 1/32 n/a ? ?
1975 სპლ 38 18 13 7 55 31 49 მე-3 წე n/a რამაზ შენგელია 15
1976 სპლ 38 13 15 10 46 38 41 მე-7 ე2 n/a რამაზ შენგელია 12
1977 სპლ 38 15 8 15 45 48 38 მე-9 ე1 n/a ? ?
1978 სპლ 38 14 9 15 44 41 37 მე-9 ე1 n/a ? ?
1979 სპლ 46 17 15 14 44 40 46 მე-11 ჯე n/a ? ?
1980 სპლ 46 18 9 19 62 54 45 მე-13 ჯე n/a ? ?
1981 სპლ 46 26 4 16 57 46 56 მე-2 ჯე n/a დევის დარჯანია 19
1982 სულ 34 10 10 14 39 45 30 მე-13 ჯე n/a მერაბ მეგრელაძე 19
1983 სულ 34 4 12 18 26 58 18 მე-16 1/4 n/a ? ?
1984 სპლ 42 23 9 10 76 55 55 მე-2 1/16 n/a ოთარ კორღალიძე 24
1985 სულ 34 11 9 14 40 51 31 მე-11 1/32 n/a ? ?
1986 სულ 30 5 7 18 24 60 17 მე-16 1/16 ჯე ? ?
1987 სულ 42 11 12 19 30 51 34 21-ე 1/16 ? ?
1988 სმლ 30 24 4 2 70 21 52 1-ლი 1/32 ? ?
1989 სპლ 42 18 5 19 69 73 41 მე-13 1/4 მერაბ მეგრელაძე 33
1990 უმლ 34 20 5 9 62 33 65 მე-4 1/4 ? ?
1991 უმლ 19 11 2 6 34 30 35 მე-3 n/a ? ?
1991–92 უმლ 38 15 4 19 66 60 49 მე-11 1/2 ? ?
1992–93 უმლ 32 16 4 12 70 54 52 მე-5 1/2 ? ?
1993–94 უმლ 32 15 7 10 56 49 52 მე-3 1/16 ? ?
1994–95 უმლ 30 14 2 14 58 47 44 მე-6 1/8 ? ?
1995–96 უმლ 30 15 7 8 69 49 52 მე-7 1/4 ? ?
1996–97 უმლ 30 14 4 12 70 58 46 მე-5 1/8 ? ?
1997–98 უმლ 30 15 9 6 51 30 54 მე-4 1/8 ? ?
1998–99 უმლ 30 21 4 5 73 27 67 მე-2 გამარჯვებული ფინალისტი ინტერტოტოს თასი - ე2 ? ?
1999–00 უმლ 28 19 7 2 70 16 64 1-ლი ფინალისტი n/a უეფა-ს თასი - ე1 ზურაბ იონანიძე 25
2000–01 უმლ 32 20 8 4 49 15 68 1-ლი გამარჯვებული n/a უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს ? ?
2001–02 უმლ 32 23 5 4 64 18 74 1-ლი ფინალისტი n/a უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს ანდრეი პოროშინი 17
2002–03 უმლ 32 22 6 4 65 20 72 მე-2 1/2 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს ზურაბ იონანიძე 26
2003–04 უმლ 32 15 6 11 46 38 51 მე-7 ფინალისტი უეფა-ს თასი - სე სულიკო დავითაშვილი 20
2004–05 უმლ 36 20 10 6 56 31 70 მე-2 1/4 ? ?
2005–06 უმლ 30 8 6 16 28 42 30 მე-12 SR უეფა-ს თასი - 1ს ? ?
2006–07 უმლ 26 9 4 13 24 35 31 მე-7 1/4 ? ?
2007–08 პილ 27 11 6 10 38 31 39 მე-11 ჯე ? ?
2008–09 პილ 30 14 3 13 32 22 45 მე-9 1/16 ? ?
2009–10 პილ 28 22 4 2 70 12 70 1-ლი ე2 რევაზ კვერნაძე 14
2010–11 უმლ 36 14 13 9 31 22 55 მე-4 ფინალისტი გიორგი მეგრელაძე 14
2011–12 უმლ 36 20 7 9 50 32 67 მე-3 1/4 უეფა-ს ევროპის ლიგა - 1ს რევაზ გოცირიძე 13
2012–13 უმლ 32 19 7 6 57 30 64 მე-3 1/4 უეფა-ს ევროპის ლიგა - 1ს ნიკოლოზ საბანაძე 12
2013–14 უმლ 32 14 6 12 43 44 48 მე-9 1/4 ოთარ კვერნაძე 7
2014–15 უმლ 30 10 11 9 39 33 41 მე-8 1/4 ოთარ კვერნაძე 10
2015–16 უმლ 30 14 6 10 50 42 48 მე-6 1/4 თორნიკე კაპანაძე 9
2016 უმლ
(თეთრი ჯგუფი)
12 4 3 5 16 12 15 მე-3 (ჯგუფში) გამარჯვებული ოლეგ მამასახლისი 5
2017 ეროვნული ლიგა 36 23 7 6 59 27 76 გამარჯვებული ფინალისტი ფინალისტი უეფა-ს ევროპა ლიგა - 1ს თორნიკე კაპანაძე 14
2018 ეროვნული ლიგა 36 20 9 7 66 25 69 მე-3 გამარჯვებული გამარჯვებული უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 1ს


უეფა-ს ევროპა ლიგა - პლეი-ოფი

თორნიკე კაპანაძე 21
2019 ეროვნული ლიგა 36 12 8 16 53 54 44 მე-6 1/2 გამარჯვებული უეფა-ს ევროპა ლიგა - 1ს ბუდუ ზივზივაძე 13
2020 ეროვნული ლიგა 20 5 6 9 20 31 17 მე-8 1/4 გიორგი ფანცულაია 11
2021 ეროვნული ლიგა 38 10 13 15 41 46 40 მე-8 1/16 ფადი ზიდანი 8
2022 ეროვნული ლიგა 36 15 9 12 48 49 54 მე-5 გამარჯვებული გიორგი კუხიანიძე 8
2023 ეროვნული ლიგა 19 6 6 7 18 21 21 მე-6 1/8 მე-3 უეფა-ს კონფერენს ლიგა - 1ს ნიკა კაჭარავა,გიორგი არაბიძე 3

ყველა ტურნირის სტატისტიკა

    განახლდა: 4 ივლისი, 2023
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
ეროვნული ლიგა (დონე 1) 32 982 479 211 292 1598 1118
ეროვნული ლიგა 2 (დონე 2) 3 85 47 13 25 140 65
საქართველოს თასი 34 181 98 41 42 338 180
საქართველოს სუპერთასი 5 6 2 2 2 4 4
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 3 10 4 2 4 12 15
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 5 12 2 2 8 14 28
უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1 4 2 1 1 9 3
საბჭოთა უმაღლესი ლიგა (დონე 1) 14 443 107 129 207 402 659
საბჭოთა პირველი ლიგა (დონე 2) 20 746 338 169 239 1037 818
საბჭოთა მეორე ლიგა (დონე 3) 1 34 25 7 2 76 24
სსრკ-ს თასი 37 82 27 15 40 93 123
სსრკ-ს ფედერაციის თასი 1 3 0 2 1 3 4

არაოფიციალური ტურნირები

    განახლდა: 12 ივლისი 2013
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
თანამეგობრობის თასი (დონე 1) 2 8 4 1 3 12 12
თანამეგობრობის თასი/პირველი ლიგა წყარო (დონე 2) 1 3 3 0 0 8 1
თურქმენეთის პრეზიდენტის თასი 2 8 3 3 2 8 7
მარბელიას თასი 1 3 0 1 2 4 7

ევროთასებზე

სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
1998–99 უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ერებუნი 6–0 1–1
2R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ლომელი 1–2 1–0
1999–00 უეფა-ს თასი QR საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ლანტანა ტალინი 4–2 5–0
1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  აეკ ათენი 0–1 1–6
2000–01 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ცრვენა ზვეზდა 2–0 0–4
2001–02 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ლინფილდი 1–0 0–0
2R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  კოპენჰაგენი 1–1 1–3
2002–03 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ბ-36 ტორსჰავნი 5–2 1–0
2R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  სპარტა პრაღა 1–2 0–3
2003–04 უეფა-ს თასი 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ლანსი 0–2 0–3
2005–06 უეფა-ს თასი 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ბატე ბორისოვი 0–1 0–5
2012–13 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  აკტობე 1–1 0–1
2013–14 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ჟილინა 0–3 3–3
2017-18 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ტრენჩინი 0–3 1-5
2018-19 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  შერიფი 2–1 0–3
უეფა-ს ევროპა ლიგა 2R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ვიკინგური 3–0 4–0
3R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  კუკესი 5–2 0–2
PO საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ლუდოგორეცი 0–1 0–4
2019-20 უეფა-ს ევროპა ლიგა 1R საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ორდაბასი 0–2 0–1

ევროპული რეკორდი

    განახლდა: 27 ოქტომბერი 2021
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 4 12 5 2 5 14 19
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 8 22 5 2 15 27 48
უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1 4 2 1 1 9 3
ჯამში 13 38 12 5 21 50 70

უეფა-ს კლუბების რეიტინგში 2021

ადგილი ქვეყანა კლუბი კოეფიციენტი
297 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ჩრდილოეთ ირლანდია კოლერაინი 3.750
298 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ფარერის კუნძულები რუნავიკი 3.750
299 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  საქართველო ტორპედო ქუთაისი 3.750
300 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  უნგრეთი უიპეშტი 3.500
301 საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი  ლიეტუვა კაუნო ჟალგირისი 3.500
    განახლდა: 27 ოქტომბერი 2021 წყარო

მწვრთნელები

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ზურაბ ჯავახაძე, ქუთაისის ფეხბურთი 100 წლისაა

სქოლიო

Tags:

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ისტორიასაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი სტადიონისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი სახელწოდებასაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი სიმბოლიკასაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი კლუბის ფერებისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი სპონსორებისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ტიტულებისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი რეკორდებისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ტორპედოს ბომბარდირებისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი სეზონებისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ყველა ტურნირის სტატისტიკასაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი არაოფიციალური ტურნირებისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ევროთასებზესაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ევროპული რეკორდისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი მწვრთნელებისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი რესურსები ინტერნეტშისაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ლიტერატურასაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი სქოლიოსაფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი194619492010ეროვნული ლიგაეროვნული ლიგა 2017პირველი ლიგარამაზ შენგელიას სტადიონისაქართველოს საფეხბურთო თასისაქართველოს საფეხბურთო თასი 1998-1999საქართველოს საფეხბურთო თასი 2000-2001საქართველოს საფეხბურთო სუპერთასიუმაღლესი ლიგაუმაღლესი ლიგა 1998-1999უმაღლესი ლიგა 1999-2000უმაღლესი ლიგა 2000-2001უმაღლესი ლიგა 2001-2002უმაღლესი ლიგა 2002-2003უმაღლესი ლიგა 2004-2005ფეხბურთიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელისაბედ IIქართველი მწერლების სიადედამიწის დღეკლიმატიგაპიროვნებაგიორგი სააკაძეედუარდ შევარდნაძეელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიმაიმუნებილევან საგინაშვილიხევისბერი გოჩაძალაფაშიზმიბრაზილიანარკომანიარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ირანიგარემოს დაცვაფრინველებიანანურის ციხეჯინსების თაობააზიაბაბუაწვერაკვადრატიმარტყოფის ღვთაების მონასტერიდავითიანი (ნაწარმოები)ქაქუცა ჩოლოყაშვილიფანდურივნების კვირაემპათიათბილისის მეტროპოლიტენიდიდება (ჰიმნი)ჩუტყვავილაბუნების დაცვახინკალიმედუზებიკუნილინგუსიუფლისციხევენერაწყალდიდობაჩერნობილის კატასტროფაცოტნე დადიანინორვეგიაარჩვიბაში-აჩუკი (ფილმი)მცხეთის ჯვრის მონასტერირომის იმპერიაოსმალეთის იმპერიაყვავილოვანი მცენარეებისაქართველოს ეროვნული მუზეუმიამირანი (მითოლოგია)ღვიძლიმთვარის დაბნელებაბირთვული იარაღიენგურისოკოებიბანგლადეშინესტან-დარეჯანი (ლიტერატურული გმირი)ირემიჩრდილოეთი კორეაჯვაროსნული ლაშქრობებისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაგერმანიადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისამცხე-ჯავახეთის მხარეაბანოთუბანიკახეთის აჯანყება (1659)ლანა როუდსიშენგენის ზონამშვილდოსანი (ასტროლოგია)ირაკლი კობახიძეიგიადამიანი22 აპრილიშუა საუკუნეებიმურა დათვისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიციყვიდავითგარეჯა🡆 More