ტირიფი

ტირიფი (ლათ.

Salix) — ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარი ტირიფისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი ხეები, ბუჩქები ან ჩირგვებია (პოლარული და მაღალმთის ტირიფები). გვარი მოიცავს 600-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივის ჰავის სარტყლებში.

ტირიფი
ტირიფი
ტირიფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ლათინური სახელი
Salix

საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია 17 სახეობა. უმეტესობა მთის შუა, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში იზრდება, : წნორი (Salix alba), მდგნალი (Salix caprea), ვილჰელმის ტირიფი (Salix wilhelmsiana), კუზნეცოვის ტირიფი (Salix kuznetzowii), ქიქოძის ტირიფი (Salix kikodzese), ყაზბეგის ტირიფი (Salix kazbekensis), მათ შორის ქიქოძის და ყაზბეგის ტირიფი საქართველოს ენდემია. ტირიფი ეტანება ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებსა და ნოყიერ ტენიან ნიადაგს. დაბლობში კი, მდინარეთა ნაპირების გასწვრივ და ჭალის ტყეებში, მეტწილად გავრცელებულია წნორი ანუ თეთრი ტირიფი (ლათ. Salix Alba). მის დრეკად ყვითელყლორტებიან ფორმებს „მანეულსა“ და „ყვითელ ტირიფს“ — საგანგებოდ აშენებენ და საკალათე წნელად და ჭიგოდ იყენებენ. ნამდვილი საკალათე ტირიფი — მანეული (ლათ. Salix viminalis) ჩვენში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ბაკურიანისა და ციხისჯვრის მიდამოებში. ტირიფის ზოგი სახეობის ქერქი შეიცავს ტანიდებს, ზოგისა — სალიცინს.

ბევრი სახეობა დეკორატიულია: ბაღებსა და პარკებში ხშირად აშენებენ აღმოსავლეთ აზიიდან ინტროდუცირებულ ძეწნას (ლათ. Salix babylonica), რომელიც ორიგინალური, „მტირალა“ ვარჯით გამოირჩევა. ზოგს ცოცხალ ღობედ და მოსილული ნაპირების დასამაგრებლად იყენებენ. თაფლოვანია.

ლიტერატურა

Tags:

ლათ.ტირიფისებრნიჩრდილოეთი ნახევარსფეროხე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩარლი ჩაპლინინახშირწყლებიტემპერამენტის ტიპებიმთაწმინდის საბაგიროს ტრაგედია (1990)დანიაკონსტანტინოპოლის დაცემაკახი კავსაძებორჯომიჭადრაკიელენე დარიანიავსტრიაგიორგი კეკელიძეშენგენის ზონაავღანეთივერძი (ასტროლოგია)Memento moriერაყიქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲცოტნე დადიანიბელგიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითპარაცეტამოლიდუნაიფემინიზმირუსეთის იმპერიასაქართველოს ბრძოლების სიამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიამერიკის შეერთებული შტატებიმდინარესაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაკრწანისის ბრძოლაკოდორის კრიზისი (2006)წმინდა ნინოჰიმალაითორნიკე ერისთავისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონიკონსტანტინოპოლიაია-სოფიას ტაძარინიჰილიზმიუკრაინასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაუნგრეთიეგზისტენციალიზმიფაბერჟეს კვერცხებიიეჰოვას მოწმეებიფაშიზმიპირველი ჯვაროსნული ლაშქრობაწმინდა ვალენტინის დღეაქსიომანაპოლეონ ბონაპარტიპოლიტიკური პარტიები საქართველოშიყინწვისის მონასტერისარკაზმისამცხე-ჯავახეთის მხარებასიანის ბრძოლაცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიალექსანდრე II (კახეთის მეფე)კაპიტალიზმიბერძნული მითოლოგიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობათითაობარაჭაჭიანჭველასებრნილადო გუდიაშვილიიტალიაემი უაინჰაუსიურანიჩინგიზ-ყაენიმარტივი რიცხვიდემოკრატიაკილომეტრიდედა ენადავით VII ულუექვთიმე თაყაიშვილიჰორმონებისაქართველოს დაცული ტერიტორიებირკინის გუმბათი🡆 More