ტირანა

ტირანა (ალბ.

მდებარეობს ქეყნის ცენტრალურ ნაწილში. ტირანას დაბლობზე მდებარეობისა და ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვის გამო, ქალაქს აქვს დამახასიათებელი კლიმატი, რის გამოც ის ევროპის ყველაზე ნოტიო და მზიან ქალაქთა შორისაა, წელიწადში 2 544 საათიანი მზის ხანგრძლივობით.

დედაქალაქი
ტირანა
Tirana / Tiranë
ტირანა
ხედი ტირანაზე
დროშა გერბი
ტირანა ტირანა

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
შიდა დაყოფა 11 რაიონი
კოორდინატები 41°19′48″ ჩ. გ. 19°49′12″ ა. გ. / 41.33000° ჩ. გ. 19.82000° ა. გ. / 41.33000; 19.82000
ქალაქის მერი Erion Veliaj
დაარსდა 1614
ამჟამინდელი სტატუსი 1920
ფართობი 41.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 110
მოსახლეობა 862,361 კაცი (2017)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (+355) 040
საფოსტო ინდექსი 1001–1028
საავტომობილო კოდი TR
ოფიციალური საიტი tirana.gov.al
ტირანა — ალბანეთი
ტირანა

როგორც არქეოლოგები ამტკიცებენ თანამედროვე ტირანას ტერიტორია ჯერ კიდევ 10,000 წლის წინ იყო დასახლებული. თუმცა მისი, როგორც ქალაქად ჩამოყალიბება 1614 წელს მოხდა და იგი ოსმალეთის იმპერიის გენერალ სულეიმან ბარჯინის (იგივე სულეიმან ფაშას) სახელს უკავშირდება. დღეს მისი ძეგლი ტირანას მთავარ მოედანზე დგას, მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაც. ტირანა დედაქალაქის სტატუსს 1920 წლის 8 თებერვლიდან ატარებს.

გეოგრაფია

ტირანა 
ტირანას ფოტო სატელიტიდან.

ტირანა ვრცელდება ტირანას დაბლობზე, ალბანეთის ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთით დაიტის მთაზე, სამხრეთით კერაბეს, საუკისა და ვაკარის ბორცვებზე, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე ველთან, რომელიც ადრიატიკის ზღვას გადაჰყურებს. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 110 მეტრია, ხოლო მაქსიმალური კი 1 828 მეტრი. ქალაქი ათენის ჩრდილოეთ ნაწილიდან 501 კილომეტრშია, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 613 კილომეტრში, პოდგორიცას სამხრეთიდან 131 კილომეტრში, 153 კილომეტრშია სამხრეთ-დასავლეთ მაკედონიიდან და 250 კილომეტრით პრიშტინადან.

ქალაქი გარშემორტყმულია ორი მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიით, ესენია: „Dajti“-ის ეროვნული პარკი და „Mali me Gropa-Bizë-Martanesh“-ის დაცული ტერიტორია. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ტყეები ძირითადად შედგება ფიჭვის, მუხისა და წიფლის ხეებისაგან, ხოლო მისი შიდა რელიეფზე გავრცელებულია კანიონები, ჩანჩქერები, გამოქვაბულები, ტბები და სხვა გეოლოგიური წარმონაქმნები. მდინარე იშემი ქალაქში გადის, ისევე როგორც მდინარე ლანა. ტირანაში არსებობს მრავალი ხელოვნური ტბა, მათ შორისაა: ტირანა, ფარკა, ტუფინა და კაშარი. მუნიციპალიტეტის ცენტრალური ადგილია ქალაქი ტირანა.

კლიმატი

ქალაქი კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით განსაზღვრულია, როგორც ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის მქონე, ნალექებს იღებს მუდმივად, მათ შორის ზაფხულის პერიოდშიც. ქალაქის კლიმატზე ხმელთაშუა ზღვა დიდ გავლენას ახდენს. რეგიონში არის ცხელი და ზომიერად მშრალი ზაფხული და გრილი ზამთარი. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 1 266 მმ-ს შეადგენს. ქალაქში ნალექების უმეტესი ნაწილი ზამთრის თვეებში მოდის, ძირითადად ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში, ხოლო ნალექის დონე მცირეა ზაფხულის თვეებში, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში. ნალექების, წვიმისა და თოვლის გამო, ქალაქი ევროპის კონტინენტის ყველაზე ნალექიან ქალაქებს შორისაა.

ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში იცვლება საშუალოდ 6,7 ° C-დან 24 °C-მდე. ზაფხული საკმაოდ ცხელია, ძირითადად ტემპერატურა 20 °C-ზე მაღალია, მაისიდან სექტემბრამდე. შემოდგომაზე და ზამთარში, ნოემბრიდან მარტამდე, საშუალო ტემპერატურა იკლებს და შეადგენს დაახლოებით 6,7 ° C-ს. ქალაქი საშუალოდ იღებს 2 500 საათის მზეს.

ურბანიზაცია

ტირანა 
ხელოვნური ტბა ტირანაში, რომელიც შეიქმნა 1955 წელს.

ქალაქს აქვს გარკვეული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გადატვირთულობასთან, ვინაიდან მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. სხვა ძირითადი პრობემებია ნარჩენების მართვა და ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჰაერის დაბინძურება აქტუალურ საკითხად იქცა, რადგან გაიზარდა მანქანების რაოდენობა და ჰაერიც მათი რიცხვის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ბინძურდება. ამას ძირითად იწვევს 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში დამზადებული დიზელის მანქანები. ასევე გავრცელებულია აზრი, რომ ალბანეთში გამოყენებული ნავთობის ნაწარმი შეიცავს ბევრად მეტ ტყვიასა და გოგირდს ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. კანონი ძალაში შევიდა 2019 წლის 1 იანვარს, რის მიხედვითაც მთავრობამ აკრძალა 2005 წლამდე დამზადებული მანქანების იმპორტი, ატმოსფეროს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. დაბინძურების კიდევ ერთი წყაროა „PM10“-სა და „PM2.5“-ს ინჰალირებული ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი (NO2). მათი გამოყოფა გარემოში განპირობებულია მშენებლობების მზარდი ტემპითა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოებით.

გადაუმუშავებელი მყარი ნარჩენები გვხვდება ქალაქსა და მის გარეუბნებში. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრობლემაა ხმაური ქუჩებში, რომელიც მოსახლეობას ხშირად აწუხებს. პრობლემების მიუხედავად, ხელოვნურ ტბაზე გრანდ პარკს გარკვეული გავლენა აქვს CO2- ის შთანთქმასთან დაკავშირებით, ხოლო ტროტუარების გარშემო 2 000-ზე მეტი ხე დაირგო. მთავრობამ ტირანას გარშემო მდებარე მწვანე ტერიტორიები მონიშნა, სადაც მშენებლობა დაუშვებელია ან შეზღუდულია.

დემოგრაფია

მოსახლეობა

2011 წლის აღწერის მონაცემებით, ტირანას მოსახლეობა დაახლოებით 418 495 ადამიანს შეადგენდა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 502 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე. ტირანას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა კულტურული და ეთნიკური ჯგუფები. მათი ყველაზე გავრცელებილი არიან: ალბანელები (84,10%), ბერძნები (0,35%), არომუნები (0,11%), მაკედონელები (0,07%) და იტალიელები (0,03%).

ტირანამ ბოლო წლების განმავლობაში განიცდიდა მოსახლეობის სტაბილურ ზრდას, განსაკუთრებით 1990-იან წლებში კომუნიზმის დაცემის პერიოდსა და XXI საუკუნის დასაწყისში. 1820–დან 1955 წლამდე ტირანის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, ხოლო 1989–დან 2011 წლამდე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდებოდა დაახლოებით 2,7% -ით.

რელიგია

ალბანეთს არ აქვს სახელმწიფო რელიგია, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება კანონითაა დაცული და არის ალბანეთის კონსტიტუციაში. ტირანა რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. მოსახლეობა ძირითადად ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის მიმდევრები არიან.

2011 წლის აღწერისას ტირანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 55,7% ითვლებოდა მუსულმანად, 3,4% როგორც ბექტაში და 11,8% როგორც ქრისტიანი, 5.4% კათოლიკე და 6,4% კი მართლმადიდებელი. მოსახლეობის დანარჩენი 29,1% აცხადებდა, რომ ათეისტი იყო ან ადეკვატური პასუხი არ გასცეს კითხვას და არ მიემხრნენ რომელიმე რელიგიას.

ეკონომიკა

ტირანა ალბანეთის ეკონომიკური ცენტრია და ალბანეთის ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებული რეგიონი. ძირითადი სექტორებიდან, მესამეული სექტორი ყველაზე მნიშვნელოვანია ტირანას ეკონომიკისათვის და დასაქმებულია ტირანას იმ მოსახლეობის 68% -ზე მეტი, რომელთაც მუშაობის უნარი აქვთ.

ქალაქი განვითარდა მე-16 საუკუნის დასაწყისში, რადგანაც იგი იყო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი, და ამ პერიოდში დაარსდა ბაზარი და სწორედ ამან შეუწყო ხელი ქალაქის განვითარებას. ბაზარში იყიდებოდა აბრეშუმის და ბამბის ქსოვილები, ტყავი, კერამიკა და რკინა, ასევე ვერცხლისა და ოქროს არტეფაქტები. XX საუკუნეში ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები სწრაფად გაფართოვდა და გახდა ქვეყნის ყველაზე ინდუსტრიული რეგიონი.

ტრანსპორტი

ტირანა 
დედა ტერეზას საერთაშორისო აეროპორტი.

ტირანას ემსახურება „Nënë Tereza“– ს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელი დედა ტერეზას საპატივცემულოდ დაერქვა. იგი აკავშირებს ტირანას სხვადასხვა ევროპის ქვეყნებთან, ასევე აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან. აეროპორტი 3,3 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა 2019 წელს.

ალბანეთში კომუნისტური რეჟიმის დროს, ტირანას გარშემო გზის მშენებლობის გეგმა შეიქმნა 1989-იან წლებში, რომელიც 2010 წლამდე არ განხორციელებულა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მშენებლობა დასრულდა სამხრეთ მონაკვეთზე, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთის მონაკვეთები ჯერ კიდევ დაგეგმარების პროცესშია.

„Hekurudha Shqiptare“-ის სარკინიგზო ხაზები ტირანას აკავშირებდა ალბანეთის ყველა მნიშვნელოვან ქალაქთან, მათ შორის დურესთან, შკოდერთან და ვლორასთან. 2013 წელს ტირანას რკინიგზის სადგური დაიხურა. ტირანას ახალი სადგური აშენდება ლაპრაკაში, რომელიც სავარაუდოდ, მრავალფუნქციური ტერმინალი იქნება სარკინიგზო, ტრამვაისა და ავტობუსით ტრანსპორტირებისთვის. გარდა ამისა, ამჟამად დაგეგმილია ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ტირანიდან, დედა ტერეზა საერთაშორისო აეროპორტიდან დურესამდე.

2012 წელს ტირანას მუნიციპალიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც შეფასდა პროექტი ტრამვაის ორი ხაზის მშენებლობსთან დაკავშირებით. ტრამვაის ხაზების საერთო სიგრძე 16,7 კილომეტრია. ტირანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაირსახეობა კონცენტრირებულია მხოლოდ ქალაქის ცენტრში, აქედან გამომდინარე გარეუბნებში მცხოვრებ ხალხს ნაკლები სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება. გეგმის თანახმად, ტრამვაის ორი ხაზი გადაიკვეთება სკანდერბეგის მოედანზე. ტირანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა შედგება ათი ხაზისაგან, რომელშიც ყოველდღიურად ჩართულია 250-დან 260-მდე ავტობუსი.

ტრამვაის ქსელის განვითარება უზრუნველყოფს ქალაქის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მარტივად გადაადგილებას, კერძოდ, დასასვენებელი ან სამუშაო ადგილებზე სხვა რომელიმე სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების გარეშე. ქალაქ ტირანს ემსახურება დურესის ნავსადგური, ადრიატიკის ზღვის ერთ-ერთი უდიდესი სამგზავრო პორტი, რომელიც ქალაქიდან დაშორებულია 36 კმ-ით. სამგზავრო ბორანები დურესიდან მიდიან ხორვატიაში, საბერძნეთში, იტალიაში, მონტენეგროსა და სლოვენიაში.

ინფრასტრუქტურა

განათლება

ტირანა 
ტირანის იურიდიული ფაკულტეტის შენობა.

ალბანეთში კომუნიზმის დაცემის შემდეგ, 1990 წელს გამოცხადდა რეორგანიზაციის გეგმა. მომდევნო წელს, ალბანეთის მთავარმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევამ სასკოლო სისტემაზე ძლიერ უარყოფითი გავლენა მოახდინა. ვანდალიზმის გავრცელებამ და სახელმძღვანელოებისა და სხვა საჭირო რესურსების უკიდურესმა ნაკლებობამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა სასკოლო სისტემაზე. რის შედეგად იტალია და სხვა ქვეყნები დაეხმარნენ ამ საკითხში ალბანეთს. ბევრი მასწავლებელი საცხოვრებლად სოფლიდან ქალაქში გადავიდა, რის გამოც სოფლის სკოლები პედაგოგების გარეშე დარჩნენ, ხოლო დედაქალაქში გადასული მოსახლეობის გამო უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდებოდა. დაახლოებით 2 000 პედაგოგი წავიდა ქვეყნიდან. მეტად კონტროლირებადი გარემო, რომელსაც კომუნისტური რეჟიმი ორმოცდაექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკაცრად იცავდა, საბოლოოდ დაიშალა.

ტირანაში 64 დაწყებითი სკოლაა . ქალაქი ასევე მასპინძლობს მრავალ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. სწორედ ამის გამო მრავალი სტუდენტი სხვა, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ტირანაში ჩამოდის სწავლის გასაგრძელებლად. ბოლო წლებში ბევრი კერძო უნივერსიტეტი გაიხსნა.

მეორე მსოფლიო ომი და კომუნიზმი

1939 წლიდან ტირანა ფაშისტების მიერ დანიშნული ალბანეთის მარიონეტული მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. 1941 წლის ნოემბერში ენვერ ხოჯამ ჩამოაყალიბა ალბანეთის შრომის პარტია რომელიც აქტიურად ეწეოდა კომუნისტურ პროპაგანდას. ზუსტად სამი წლის შემდეგ, 1944 წლის 17 ნოემბერს ტირანაში საბჭოთა არმიამ დაამთავრა ნაცისტური რეჟიმი და დაიწყო თავისი, რომელიც 1992 წლამდე გრძელდებოდა.

გალერეა

ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ხედები:

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ტირანა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ტირანა გეოგრაფიატირანა დემოგრაფიატირანა ეკონომიკატირანა ტრანსპორტიტირანა ინფრასტრუქტურატირანა მეორე მსოფლიო ომი და კომუნიზმიტირანა გალერეატირანა ლიტერატურატირანა რესურსები ინტერნეტშიტირანა სქოლიოტირანაალბანეთიალბანური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალჟირიიგავ-არაკიქვეყნების სიაგლიცინიაფუტურიზმიჯალალედინიერთიანი ნაციონალური მოძრაობასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკალურჯი ვეშაპისტოიციზმისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეექვთიმე თაყაიშვილიძველი ეგვიპტეარსებითი სახელივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიარჩვიირლანდიათბილისიქარიბიძინა ივანიშვილისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაკარტოფილიბრაზილიაუინსტონ ჩერჩილიხეოფსის პირამიდათერგდალეულებიზევსირომანტიზმილონდონიდაუნის სინდრომიემპათიანეიმარიათეროსკლეროზილადო ასათიანითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიბუდიზმიკახეთის მხარემურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიენდომეტრიოზითხის რქა (ასტროლოგია)სიმბოლიზმიფინეთიკავკასიონიეოზონოფილებირომის რესპუბლიკალაშა ტალახაძეყივანახველაგასტრიტიჯიქიგიორგობაზოდიაქობიზანტიის იმპერიათავისუფლების ქანდაკებახვანჭკარა (ღვინო)ალავერდისაქართველოს სახელმწიფო დროშააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაათი მცნებათევდორე კველთელისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიკირჩხიბი (ასტროლოგია)უშბაგიორგი მამარდაშვილისაბერძნეთირენესანსიდავით IIIავსტრალია (კონტინენტი)ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიშველილითოსფეროფემინიზმიდავით კაჭარავამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითმარკ ტვენიტალკიკოპენჰაგენიგანმანათლებლობა🡆 More