ტბის კალმახი

ტბის კალმახი, რომანოვის კალმახი (ლათ.

Salmo trutta lacustris) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. კუმჟას ქვესახეობა. გამსვლელი თევზია. დიდი თავი და ფართო პირი აქვს. თვალები საშუალო ზომისაა. ზოგადად, სხვადასხვა შეფერილობა აქვს, ჩვეულებრივ, კი მუქი ფერისაა. ზურგი მოშავო და მუქი-ყავისფერია, გვერდები ყავისფერი და მუქი-ვერცხლისფერი, მუცელი ღია ჩალისფერი ან მუქი-მოყვითალო. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წელი.

ტბის კალმახი
ტბის კალმახი
ტბის კალმახი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
ქვეოჯახი:  ორაგულისებრნი
ქვესახეობა:  ტბის კალმახი
ლათინური სახელი
Salmo trutta lacustris

აღწერილია ტბის კალმახის სხეულის მაქსიმალური სარეკორდო სიგრძე 140 სმ და წონა 50 კგ. ჩვეულებრივ, მისი წონა 4–20 კგ-ს აღწევს. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 50–120 სმ. ცხოვრობს ცივ, გამჭვირვალე, ჟანგბადით მდიდარ წყალში. ტოფობს სწრაფ, ჭორომიან მდინარეებში.

ტბის კალმახი გვხვდება საქართველოშიც, მოიპოვება რიწისა და ფარავნის ტბებში, თუმცა, აღსანისნავია, რომ ბოლო 20–25 წლის მანძილზე ტბის კალმახი საქართველოში არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, იგი ჩვენში გადაშენებულად მიიჩნეოდა. 2015 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად ტბის კალმახი აღმოაჩინეს და მოპოვებული თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს. საქართველოში ტბის კალმახის ბინადრობის შესახებ ინფორმაცია 1896 წელს რუსმა იქთიოლოგმა თედორე კავრაისკიმ გამოაქვეყნა, რომელმაც ტაბაწყურში მობინადრე კალმახი ცალკე ფორმის სახით აღწერა და რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად Salmo lacustris var. Romanov უწოდა. ტბის კალმახი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში და მისი ჭერა მთელი წლის განმავლობაშია აკრძალული.

სქოლიო

Tags:

კუმჟალათინური ენაორაგულისებრნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფრედი მერკურიმეტაფორამსოფლიოს შვიდი საოცრებაკუბიზმიოქროს საწმისისაქართველო IX-X საუკუნეებშიმოსახლეობის სიმჭიდროვემედეა (მითოლოგია)ტბაალუდა ქეთელაურიპითაგორას თეორემათერგდალეულებიდედა ენაანჩისხატირომის დაარსებაერეკლე IIნარკოტიკიფელაციადიალიზისი ქოული ბატართველიმალდივის რესპუბლიკასვეტიცხოველიხელოვნებაკოლიბრებიკვების ჯაჭვიმსოფლიოს მოსახლეობაბალეტიგიორგი II (საქართველოს მეფე)ჯრუჭის I ოთხთავიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმშვილდოსანი (ასტროლოგია)მარიხუანასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასიზმარიჭიანჭველასებრნიზვავიფსიქოლოგიაედუარდ შევარდნაძეშვედეთიყვავილოვანი მცენარეებიქუთაისიქეთო და კოტე (ოპერა)გელათის მონასტერისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ოგანესონიძუძუმწოვრებისაქართველოს მმართველთა სიათავისუფლების მოედანი (თბილისი)ტაო-კლარჯეთისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობააღმოსავლეთი საქართველონავთობიზებულონიდედამიწის ისტორიარაჭააღდგომაჭადრაკისვანეთიფარსმან Iლიონელ მესიაუტიზმინიუტონის კანონებივენერასაქართველოს სატელეფონო კოდებიჰეკლასაქართველოს გეოგრაფიასამცხე-ჯავახეთის მხარეატომიკაცია-ადამიანი?!ვერძი (ასტროლოგია)საბერძნეთიყაზახეთისხალთის ტაძარინარკომანიასაქართველოს კონსტიტუციაელისაბედ IIნოდარ დუმბაძე🡆 More