ტავრი, ტოროსი (თურქ.
გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 1500 კმ-ზე. ტავრი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ იყოფა სამ ნაწილად: დასავლეთი ტავრი, ცენტრალური ტავრი და აღმოსავლეთი ტავრი. ტავრის ჩრდილო-აღმოსავლეთ გაგრძელებაა ანტიტავრი. კილიკიის აღმოსავლეთ ნაწილში ტავრის მწვერვალების სიმაღლეა 3000–3500 მ, ხოლო დასავლეთ ნაწილში სიმაღლე მერყეობს 2000–3000 მ ფარგლებში. ცენტრალური ტავრის სიმაღლე 3756 მ აღწევს (მთა დემირქაზიქი).
ტავრი | |
---|---|
ტავრი | |
კოორდინატები: 37° ჩ. გ. 33° ა. გ. / 37° ჩ. გ. 33° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | კილიკია |
უმაღლესი წერტილი | დემირქაზიქი |
სიმაღლე | 3756 მ |
სიგრძე | 1500 კმ |
ტავრის ცენტრალურ ნაწილში დამახასიათებელია ალპური რელიეფი ძველი გამყინვარების ნიშნებით; დასავლეთ ნაწილში კარსტული ლანდშაფტია წარმოდგენილი. ტავრი ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. აგებულია უმეტესწილად კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. სამხრეთი ციცაბო კალთები ძლიერ ნოტიოა. ტავრის სამხრეთ კალთებზე ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 1000–3000 მმ-ს, ხოლო ჩრდილოეთ კალთებზე 300—400 მმ-ს.
800–1000 მ სიმაღლემდე შემოსილია მაკვისით, ზევით მუხისა და კვიპაროზის ტყეებია, უფრო ზევით, 2200–2400 მ-მდე — ფიჭვის, ნაძვისა და სოჭის ტყეები. ჩრდილოეთ კალთებზე გავრცელებულია სტეპი. ტავრის აღმოსავლეთ ნაწილში — მთის სტეპი და ნახევარუდაბნოებია. ტავრს ჭრის კილიკიის კარი (1050 მ).
This article uses material from the Wikipedia ქართული article ტავრი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.