სხილათუბანი

სხილათუბანი, სხილათობანი, რცხილათობანი, ცხილათობანი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ვაზს სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს მის კუმს მტევნებში დაბუდებული მწერების — გურული ტერმინოლოგიით — სხილების გამო.

სხილათუბანი წარსულში ფართოდ ყოფილა მაღლარების სახით გავრცელებული ზემო გურიაში. მისი არეალი შეზღუდულია და ნამყენების სახით არის ჩოხატაურის რაიონის მთისპირა სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანია, გვხვდება სრულიად დაუნაკვთავი^. ფოთლის ქვედა მხარე ხშირი ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად ფრთიანი, ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის. კანი საშუალო სისქისაა, საკმაოდ მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი ნაკლებ ხორციანია და უფრო წვნიანი. წვენი შეუფერავია, გემო — ტკბილი.

სხილათუბანი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 178 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. მტევნის წონა 60-151 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8.5 გ/ლ-ს.

სხილათუბანი საკმაოდ მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მისგან მიიღება სუფრის წითელი, მშრალი ღვინო, რომელიც ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 355
  • შარაშიძე გ., ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია // „გურიის წარსულიდან“, თბილისი, 2006 [1930]. — გვ. 178, ISBN 99940-62-66-2.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გურია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლარიგიორგი წიტაიშვილიბერძნული კოლონიზაციაგამზრდელი (პოემა)ვეფხვივახტანგ I გორგასალიაფხაზეთის ომი (1992-1993)მელამიხეილ მესხიმონაკოგიორგი XIIევროპის საფეხბურთო ჩემპიონატირომის დაარსებადავით კლდიაშვილიზესტაფონირომის რესპუბლიკაპოსტერიქანდაკებაალეგორიაყიზილბაშებისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატიმურმან ღვალაძეადმირალი (პეპელა)ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიკუნილინგუსიმასტურბაციაწიგნი სიბრძნე სიცრუისაკილომეტრიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ქართველებიაქილევსითბილისის მეტროპოლიტენითევზებიქანი (გეოლოგია)მიტოზიხმელთაშუა ზღვასაბერძნეთის დროშაბერძნული მითოლოგიააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითერთა ლიგა (უეფა)ანგარიშთა გეგმამუნიფრენსის ფუკუიამამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიმოსახლეობის სიმჭიდროვეგეოგრაფიული გარემობულბულიენგურის ჰიდროელექტროსადგურილონდონიმიხეილ მესხის სტადიონიჩერნობილის კატასტროფასილიციუმიდავით მუჯირი (უფროსი)ჩარლი ჩაპლინიარწივიქართვლის დედადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებითეთნულდიქართულ-სელჩუკური ომებივენერადედამიწის სტრუქტურაბაიკალიდედა ენალითოსფეროქვეწარმავლებიინტერნეტიხარებათამაშგარეწრეწირივოლფგანგ ამადეუს მოცარტიქეთევან დედოფალიბიპოლარული აშლილობასასმელი წყალიეგრისის სამეფობულგარეთიტოლერანტობასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიუშგულის თემი🡆 More